პენტაგონის პიცის თეორია — ნუთუ შესაძლებელია სამხედრო სპეცოპერაციების განჭვრეტა?
ფოტო: Euronews
ერთი შეხედვით უცნაურმა თეორიამ, რომელიც ცივი ომის პერიოდიდან იღებს სათავეს, ინტერნეტში პოპულარობა ხელახლა შეიძინა — ამ თემაზე მიმები და პოსტები ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელებში. რა არის პენტაგონის პიცის თეორია?
გიფიქრიათ იმაზე, რომ პიცის გამოძახება პენტაგონში შესაძლოა გეოპოლიტიკურ კატასტროფაზე იუწყებოდეს?
სწორედ ესაა პენტაგონის პიცის თეორია — ან პენტაგონის პიცის საზომის — არსი.
თუ პენტაგონსა და თავდაცვის დეპარტამენტში მომუშავე გუნდები განსაკუთრებით დატვირთულები არიან, ისინი ვერ ტოვებენ თავიანთ სამუშაო ადგილებს. ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიოში რაღაც სერიოზული ხდება. მიუხედავად ამისა, გუნდებს მაინც სჭირდებათ საკვები, ასე რომ, ისინი სადილს სამსახურში იხებენ, ისევე, როგორც ყველა ჩვენგანს გაუკეთებია. რა შეიძლება ოფისში იმაზე სწრაფად მოგიტანონ, ვიდრე პიცა?
შესაბამისად, ჩამოყალიბდა თეორია, რომლის მიხედვითაც, თუ ვაშინგტონში პიცის
გამოძახების რაოდენობა იზრდება, ეს შესაძლოა, მოახლოებულ კრიზისზე მიუთითებდეს.
ფოტო: Euronews
ეს ყველაფერი ცივი ომის პერიოდს უკავშირდება. მაშინ საბჭოთა დაზვერვის სამსახურები ზედმეტად მომატებულ პიცის მიტანის რაოდენობას აკვირდებოდნენ და ცდილობდნენ, ამ გზით გაეგოთ, ხომ არ იყო დასავლეთში მაღალი საგანგებო მზადყოფნა ან კრიზისული სიტუაცია.
შემდეგ, 1990 წლის 1 აგვისტოს, ფრენკ მიკსმა, "დომინოს პიცის" მფლობელმა, შენიშნა, რომ პიცის შეკვეთების რაოდენობამ მოულოდნელად, საგრძნობლად მოიმატა CIA-ს შენობებში... ეს ხდებოდა ქუვეითში ერაყის შეჭრის წინ — მოვლენის, რომელმაც სპარსეთის ყურის ომს დაუდო სათავე.
იმ დროს მან ეს დამთხვევად ჩათვალა, მაგრამ მოგვიანებით ამ მოვლენებმა გარკვეული კანონზომიერების სახე მიიღო.
მიკსმა გამოცემა Los Angeles Times-ს უთხრა, რომ პიცის გამოძახების რაოდენობის მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა 1998 წლის დეკემბერშიც — ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის იმპიჩმენტის მოსმენების პერიოდში.
სოციალური მედიის ეპოქაში, ამ თეორიამ ონლაინ-დეტექტივებს უბიძგა, პენტაგონის გარშემო პიცის შეკვეთების რაოდენობა გაეანალიზებინათ.
გაინტერესებთ, რას მიაკვლიეს ინტერნეტის მომხმარებლებმა? 2024 წლის 13 აპრილს, პიცის შეკვეთების რაოდენობა პენტაგონში, თეთრ სახლში და თავდაცვის დეპარტამენტშიც არაჩვეულებრივად მაღალი იყო. ამ თარიღს დაემთხვა ირანის მიერ ისრაელის ტერიტორიაზე დრონების გაშვება.
პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter), ანგარიში სახელად @PenPizzaReport ამაღელვებელ ამოცანას იღებს თავის თავზე — რეალურ დროში აკვირდება პიცერიების აქტივობას პენტაგონის მახლობლად.
2025 წლის 1 ივნისს, ანგარიშმა მნიშვნელოვანი პოსტი გამოაქვეყნა:
"დახურვამდე ერთი საათით ადრე, პენტაგონის უახლოესი "დომინოს პიზა" არანორმალური რაოდენობის შეკვეთებს იღებს." ალბათ, უკვე ხვდებით, რა მოჰყვა ამ დაკვირვებას — რამდენიმე საათში ისრაელმა ირანს შეუტია.
შესაძლოა თუ არა, რომ პიცა ომს წინასწარმეტყველებდეს ან აშშ-ის გლობალურ კრიზისებში ჩართულობას განსაზღვრავდეს? ალბათ, ეს არ არის ყველაზე სანდო გეოპოლიტიკური მაჩვენებელი და პიცის შეკვეთის სამხედრო დაძაბულობასთან დადასტურებული კავშირი არ ჰქონდეს, თუმცა, ფაქტია, რომ საქმე საკმაოდ მადისაღმძვრელ თეორიასთან გვაქვს.
როგორც CNN-ის იმდროინდელმა პენტაგონის კორესპონდენტმა, ვოლფ ბლიცერმა, 1990 წელს თქვა, "ჟურნალისტებს გირჩევთ, რომ ყოველთვის დააკვირდეთ პიცებს." შეიძლება ეს ხუმრობაა, მაგრამ, იქნებ პენტაგონმა სხვა საჭმელიც უნდა დააგემოვნოს...
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები