ყველა დროის საუკეთესო ანიმე, რომელიც ძალიან ცოტამ იცის
Rotten Tomatoes მიხედვით — ყველა დროის საუკეთესო ანიმე სტუდიო გიბლის ეს ფილმია, რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ იცის
ფოტო: Netflix
ეს სტატია შეიცავს სპოილერებს ანიმედან პრინცესა კაგუიას ამბავი
სტუდიო გიბლის კინემატოგრაფიული შედევრი ახალი ხილი ნამდვილად არ არის. იქნება ეს ოსკაროსანი ფენტეზი "Spirited Away" თუ ემოციურად ყოვლისმომცველი "My Neighbor Totoro". ლეგენდარულმა ანიმაციურმა სტუდიამ კინოს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. მაგრამ, როცა საქმე კრიტიკულ აღიარებაზე მიდგა, სტუდიის ყველაზე შეუმჩნეველმა, უწყინარმა და მძაფრმა ფილმმა, ჩრდილქვეშ მოაქცია აწ უკვე ცნობილი პოპულარული სურათები. Rotten Tomatoes-ზე (კრიტიკოსების შეფასებით) ფილმი პრინცესა კაგუიას ამბავი საუკეთესო ანიმედ შეფასდა და გასაკვირია, რომ ბევრ ფანს ის არასდროს უნახავს.
ფილმი 2013 წელს გამოვიდა და მისი რეჟისორი ისაო ტაკაჰატაა, სტუდია გიბლის თანადამფუძნებელი და მიაძაკის შემოქმედებითი პარტნიორი. პრინცესა კაგუიას ამბავი კი იშვიათ 100%-იან შეფასებას ინარჩუნებს საიტზე Rotten Tomatoes.
კრიტიკოსების ერთსულოვნებას, არამარტო ტექნიკურად უბადლოდ შესრულებული ანიმაცია განსაზღვრავს, არამედ ის ემოციური სიღრმე, ფილოსოფიური ხედვა და საზრისები, რითაც წარმოსახულია და მოთხრობილია იაპონური ხალხური ზღაპარი. და, რაღა თქმა უნდა, ხელით შესრულებული ნახატის სტილი, რომელიც მეინსტრიმულ ანიმაციურ ფორმებს ამსხვრევს. ფილმი სტუდიო გიბლის უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია.
პრინცესა კაგუია — ფოლკლორულ მოტივებზე შექმნილი პოეტური ადაპტაცია
ფემინისტური ხედვა იაპონიის უძველეს ისტორიაზე
პრინცესა კაგუია
ფოტო: intofilm
პრინცესა კაგუიას ამბავი მეათე საუკუნის იაპონური მონოგატარისადაპტაციაა (ბამბუკის მჭრელის ამბავი), რომელიც ყველაზე ძველ იაპონურ ნარატიულ ტექსტად ითვლება. ამბავი გვიყვება კაცზე, რომელიც ბამბუკის ღეროში თითისტოლა მანათობელ გოგონას იპოვის. კაცი და მისი ცოლი ბავშვს საკუთარ შვილად აღზრდიან. მოზარდობის გზაზე მყოფი გოგონა ღვთაებრივი სილამაზით გამოირჩევა. პასუხებს კი მის ამოუცნობ ბუნებაზე, წარსულსა და ბედისწერაზე, იდუმალი და ემოციურად მძაფრი ეპიზოდებიდან ეტაპობრივად ვიღებთ.
ტაკაჰატას ადაპტაცია არ არის მხოლოდ ზღაპრის მოყოლა ან შეხსენება, არამედ ამბავს რეჟისორი გვიხატავს ჰუმანურ და ფემინისტურ ჭრილში. კაგუია, გარდა იმისა, რომ მთვარიდან გამოგზავნილი მისტიკური პერსონაჟია, ის ასევე არის გოგო, რომელსაც ტანჯავს ნიღბები, რომელთა ტარებასაც საზოგადოება აიძულებს. მისი წინააღმდეგობა მორჩილებაზე, ქორწინებაზე, არისტოკრატულ ცხოვრებაზე — ხდება მკაცრი გენდერული სტერეოტიპების საფუძვლიანი კრიტიკა და უმანკოების მოტაცების წუხილზე გამოძახილი. ეს ფილოსოფიური შრე აძლიერებს იმ ემოციურ ეფექტს, რომელიც ტიტრების გამოჩენიდან დიდხანს გრძელდება.
გიბლის ბევრი ფილმი იკვლევს მოზარდობის თემას, თუმცა პრინცესა კაგუია მათგან გამორჩეულია თავისი მელანქოლიური ხასიათისა და ცხოვრების დროებითობის საზრიანი ასახვის გამო. განსხვავებით ჰოულის მოძრავი კოშკისა და პონიოს ჯადოსნური თავგადასავლებისაგან, კაგუიას მოგზაურობა სავსეა წუხილით, ლტოლვით და, რაღა თქმა უნდა, ტრანსცენდენტურობით. ფილმი არ ერიდება ტრაგედიაზე საუბარს. და როცა ამ გეზს იღებს — ბევრად უფრო მნიშვნელოვან ჭეშმარიტებებს ეხება, რომელიც გაქცევის შთამბეჭდავ სცენაში იმალება.
წყლის საღებავით შესრულებული მშვენიერება გიბლის ყველაზე არტისტულ ფილმში
რატომ არ ჰგავს კაგუია სხვა ანიმეს?
რაც პრინცესა კაგუიას ამბავს დანახვისთანავე გამოარჩევს, მისი ანიმაციის აღმაფრთოვანებელი სტილია. ხელით დახატული წყლის საღებავების მონასმები ისეთი ჰაეროვანი და თავისუფალია, როგორც იმპრესიონიზმის ნიმუში. ფილმი ცოცხალ ნახატს ჰგავს და არავითარ ტიპურ პრიალა, უსულო სურათს. ყველა კადრში იგრძნობა დახვეწილობა, ენერგიულობა, ბუნებრიობა, რომელიც ერწყმის მოძრაობას. მისი ვიზუალური სტილის უნიკალურობა გაფიქრებინებთ, რომ მსგავსი არაფერი გინახავთ, თანამედროვე ანიმაციურ თუ სტანდარტულ კინოში.
ნახატის ფორმა არ ყოფილა არჩეული მხოლოდ ესთეტიკური სილამაზისთვის: ის ემსახურება სიუჟეტის განვითარებასაც. ანიმაცია სარკისებურად ირეკლავს კაგუიას ემოციურ მდგომარეობას, თავისუფლად ლივლივებს კამერა და ნახატი — როცა კაგუია ბედნიერია, კრიზისულ მომენტში კი ყველაფერი ნადგურდება აბსტრაქციით. აღსანიშნავია სცენა, როცა აგონიაში მყოფი კაგუია გარბის სასახლიდან, ეშვება შავი მელნის ქაოსურ ხაზებში და ექსპრესიულ კონტურებში. შედეგი ვიზუალურადაც გასაოცარია და შინაგანადაც დამთრგუნველი, რაც მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას შეიგრძნოს პერსონაჟის მდგომარეობის მთელი სიმძაფრე.
პრინცესა კაგუია
ფოტო: ruliweb
ისაო ტაკაჰატა ნოვატორია, რომელიც მუდამ გატაცებული იყო ანიმაციის განსხვავებული ფორმებით, მისი კოლეგისგან, მიაძაკისგან განსხვავებით, რომელიც უფრო კონსერვატორია. ფილმში პრინცესა კაგუიას ამბავი ის ყველა საზღვარს გასცდა და გააერთიანა არასრულყოფილება და მინიმალიზმი მედიუმში, რომელიც ზოგადად ცნობილია მაქსიმალისტური დეტალიზაციით. ფილმის ესთეტიკას ზოგი უწოდებს "დაუმთავრებელს". თუმცა სწორედ ეს დაუმუშავებლობა შთაბერავს პრინცესა კაგუიას ამბავს სულს. ის ჰგავს მოგონებას, ბურუსით მოცულს, მაგრამ ცოცხალს და მკაფიოს.
რატომ არის პრინცესა კაგუია კვლავ დაუფასებელი, მიუხედავად მისი ოსტატურობისა
პრინცესა კაგუია გიბლის შეფარული განძია
პრინცესა კაგუია
ფოტო: Wallup
მიუხედავად კრიტიკოსებისგან აღიარებისა, პრინცესა კაგუიას ამბავი ნაკლებად ცნობილი ფილმია, განსაკუთრებით დასავლეთში. ამის გამოწვევი მიზეზი გარკვეულწილად პრემიერის გამართვის დროა, რომელიც დაემთხვა დისნეის ორი მეგა ჰიტის, Frozen და Big Hero 6-ის გამოსვლას. ფილმს მინორული ტემპის, სევდიანი განწყობისა და უჩვეულო ვიზუალური სტილის გამო, მოუწია განზე გადგომა და პედესტალის დისნეის ანიმაციებისთვის დათმობა.
ამასთანავე, ისაო ტაკაჰატა არასდროს ყოფილა ისეთივე პოპულარული, როგორიც მიაძაკია. მანამ მიაძაკის ფილმები კულტურულ ფენომენად იქცა, ტაკაჰატას ფილმები, რომლებიც მათ არაფრით არ ჩამოუვარდებოდა, ყოველთვის იყო უფრო თამამი, მელანქოლიური და ნაკლებად კომერციული. როგორიცაა მაგალითად, ციცინათელების სასაფლაო რომელიც მიუხედავად საყოველთაო აღიარებისა, შემზარავი თემატიკიდან გამომდინარე, მაყურებელს განმეორებით სანახავად აღარ იზიდავს. იდენტურად ითხოვს პრინცესა კაგუია მაყურებლისგან მოთმინებას, ემპათიასა და მწუხარების მიმღებლობას.
მაგრამ ამ წინაღობის გადამლახველი მაყურებელი, ფილმის ბოლოს ეიფორიული, ტრანსცენდენტური სულიერ საზრდოთი ჯილდოვდება. პრინცესა კაგუიას ამბავი არის მედიტაცია იმაზე, თუ რას ნიშნავს იცხოვრო სრულფასოვნად, გამოცადო ჭირი და ლხინი და ბოლოს დაბრუნდე ისევ საწყისთან. კაგუიას ამაღლების ფინალური სცენები, ანიმაციურ სამყაროში ყველაზე დამატყვევებელი და სულიერად მდიდარია. ეს ფილმი აღწევს ემოციურ პიკს, ზედმეტი მასშტაბურობის, CGI-ის გარეშე, რაც მის გენიალურობაზე მეტყველებს.
ახლო ხედში ჩამალული სტუდიო გიბლის შედევრი
კაგუიას მემკვიდრეობა ჩუმი, მარადიული და დაუვიწყარია
პრინცესა კაგუია
ფოტო: Cornell University
ის, რომ ფილმი ეფემერულობასა და წუთისოფელს ასახავს და მეინსტრიმისთვის შეუმჩნეველი იქნებოდა, მის პოეტურობაზე მიუთითებს. პრინცესა კაგუიას ამბავს არ აქვს პრეტენზია პოპულარობაზე, არამედ მიაბიჯებს თავის ბილიკზე და გზად ჩურჩულით გვიჩვენებს სამყაროს ჭეშმარიტებას, რასაც კომერციული ფილმები, თავიანთი ყალბი ხმაურით, ვერასდროს შესწვდებიან. წმინდა სილამაზე, გრაციოზული მწუხარება და არტისტული გამბედაობა აქცევს მას არა მხოლოდ სტუდიო გიბლის საუკეთესო მიღწევად, არამედ საუკეთესო ანიმედ, სულ მცირე კრიტიკოსების თვალში.
შეფასებაში Rotten Tomatoes შეიძლება შეცდეს, თუმცა სრულყოფილი 100%-იანი შეფასება ასობით პროფესიონალისგან ციდან მოტანილი სასწაული ნამდვილად ვერ იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ ის უდავოდ იდეალურია. ეს არის ფილმი რომელმაც შესაძლებელია დაიმსახუროს ან არა მაყურებლის მოწონება, თუმცა კრიტიკოსები ვალდებული არიან დააფასონ პრინცესა კაგუიას ამბავი. თანამედროვე დროში, როცა ანიმაციები ძირითადად სწრაფ და ფასადურ შოუდ არის ქცეული, პრინცესა კაგუია ახსენებს მაყურებელ, რომ არსებობს ამბის თხრობის ნელი, ღრმა და უფრო ლირიკული ფორმა.
და მაშინ, როცა მსოფლიო მაყურებელი სანახავად უბრუნდება ფილმებს “Princess Mononoke” თუ “Spirited Away”, პრინცესა კაგუიას ჩუმი ტრიუმფი გულმოდგინედ ელოდება მათ, ვინც მზად არის მის აღმოსაჩენად და იმ უსასრულო შთაბეჭდილებების მისაღებად, რომლებიც ფილმის დასრულებიდან კარგა ხანს გრძელდება. სწორედ ეს არის დიადი შემოქმედების მთავარი ნიშა, რომელიც არ იზომება მასშტაბურობითა და მაღალი ცნობადობით, არამედ იმით, რამდენად სიღრმისეულ გამოძახილს პოვებს ჩვენს გულში.
-
პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს
გადახედვა
-
GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
-
მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026 მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026
გადახედვა
-
ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში? მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში?
გადახედვა
-
Big Tech. Global Legends. One Future — თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა Big Tech. Global Legends. One Future — თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
-
25 სინათლის წლის მოშორებით სიცოცხლესთან პოტენციურად თავსებადი ეგზოპლანეტა გამოავლინეს 25 სინათლის წლის მოშორებით სიცოცხლესთან პოტენციურად თავსებადი ეგზოპლანეტა გამოავლინეს
გადახედვა
-
5 ივლისი გაორმაგების დღეა — შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ 5 ივლისი გაორმაგების დღეა — შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
-
ქრთამის აღების ფაქტზე საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი დააკავეს
გადახედვა
-
ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და მზია ამაღლობელის საქმეზე იმსჯელეს ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და მზია ამაღლობელის საქმეზე იმსჯელეს
გადახედვა
-
5 ივლისი გაორმაგების დღეა — მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ 5 ივლისი გაორმაგების დღეა — მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
-
ახალი სახე ეროვნულ ნაკრებში: ალექსანდრე მერკვილაძის შთამბეჭდავი დებიუტი და ევროპული გზა ახალი სახე ეროვნულ ნაკრებში: ალექსანდრე მერკვილაძის შთამბეჭდავი დებიუტი და ევროპული გზა
-
"ორი წლის წინ, საზოგადოებას ვერ ვუთხარით რეალური მიზეზი" — თინა ბოკუჩავა საზოგადოებას ბოდიშს უხდის "ორი წლის წინ, საზოგადოებას ვერ ვუთხარით რეალური მიზეზი" — თინა ბოკუჩავა საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
რატომ არ უნდა გაჩერდე, როცა მივიწყებულ საქმეს აცოცხლებ — ანა შანშიაშვილის ამბავი რატომ არ უნდა გაჩერდე, როცა მივიწყებულ საქმეს აცოცხლებ — ანა შანშიაშვილის ამბავი
-
"უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი" — პენიტენციური სამსახური ნანა სანდერს პასუხობს "უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი" — პენიტენციური სამსახური ნანა სანდერს პასუხობს
გადახედვა
-
Michael-მა Oppenheimer-ს გადაუსწრო და ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა Michael-მა Oppenheimer-ს გადაუსწრო და ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი ზაფხულის შესახებ? ტესტი: რა იცი ზაფხულის შესახებ?
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? — თეგეტამ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? — თეგეტამ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
-
ზურაბ მახარაძე შიო III-ს შეხვდა და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე ესაუბრა ზურაბ მახარაძე შიო III-ს შეხვდა და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე ესაუბრა
გადახედვა
-
რატომ ვბერდებით და რა როლი აქვს ამას ადამიანის ევოლუციაში? რატომ ვბერდებით და რა როლი აქვს ამას ადამიანის ევოლუციაში?
გადახედვა
-
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
კომენტარები