"ცენზურა არაფერ შუაშია" — ირაკლი კობახიძე ოპოზიციური მედიების წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე
ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ოცნების მიერ კომუნიკაციების კომისიაში შეტანილ სარჩელზე გააკეთა კომენტარი.
მისი თქმით, "ცენზურა არაფერ შუაშია", მრავალი წელია არსებული დადგენილი სტანდარტები, "უბრალოდ არ არსებობდა ამის აღსრულების მექანიზმები", "რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა გაწერა აღსრულების მექანიზმები და ამის საფუძველზე განხორციელდება მიმართვა შესაბამის ორგანოსადმი".
"ჯერ ერთი ცენზურა არაფერ შუაშია. რეალურად არის სტანდარტები დადგენილი მრავალი წელია ჩვენს კანონმდებლობაში. უბრალოდ არ არსებობდა ამის აღსრულების მექანიზმები. ის, რომ საინფორმაციო გამოშვება უნდა იყოს ობიექტური და ნეიტრალური ეს არის საერთაშორისო მედია სტანდარტი. ეს სტანდარტები საქართველოში მოქმედებდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, უბრალოდ არ იყო გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმები. რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა გაწერა აღსრულების მექანიზმები და ამის საფუძველზე განხორციელდება მიმართვა შესაბამის ორგანოსადმი. რა შუაშია ცენზურა.
ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება ცენზურად,. პირიქით იმისათვის, რომ სწორი კულტურა ჩამოყალიბდეს მედიაში საჭიროა დაცული იყო ობიექტურობის სტანდარტები. კულტურის უზრუნველყოფა არ არის ცენზურა. თქვენთვის ეს შეიძლება იყოს ცენზურა, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ყველამ უნდა იზრუნოს ჩვენს საზოგადოებაში კულტურის ჩამოყალიბებაზე და ჩვენ საზოგადოებაში და ქართულ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბებაში", — თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, "ეს კანონი თანაბრად ეხება ყველა ტელევიზიას". მისი თქმით, თუ „საინფორმაციო გამოშვებაში თუ გამოიყენება ისეთი ტერმინები, როგორიცაა "რადიკალური ოპოზიცია“, ამ ახალი კანონის მიხედვით, ეს ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული".
"ეს კანონი თანაბრად ეხება ყველა ტელევიზიას. თუ ერთ მიმართულებით გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, მეორე მიმართულებითაც გამოიყენება კონკრეტული ტერმინები. საინფორმაციო გამოშვებაში თუ გამოიყენება ისეთი ტერმინები, როგორიცაა „რადიკალური ოპოზიცია“, ამ ახალი კანონის მიხედვით, ეს ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული.
[...] ჩვენ სადაც გვაინტერესებდა, იქ გავაკეთეთ მიმართვა. როცა პარტია მიმართავს ვინმეს, მას სუბიექტური ინტერესი ამოძრავეს, რა თქმა უნდა. არის სხვა პარტიები, მათაც შეუძლია მიმართონ და ეს ხელს შეუწყობს კულტურის ჩამოყალიბებას. ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ისაუბრონ ცენზურაზე, რაც ტყუილია., მათ ასევე უნდა შეიტანონ წვლილი შესაბამისი კულტურის ჩამოყალიბებაში. თუ მათ მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ტელევიზიები საკუთარი გამონათქვამებით არღვევენ ობიექტურობის სტანდარტებს, შეუძლიათ მათაც მიმართონ შესაბამის ორგანოებს",— თქვა კობახიძემ.
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები