სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ფოტო: თიბისი
თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ ფოტო რეალობას ვერ გადმოსცემს — სასტუმრო "სეროდანი“ სწორედ ასეთი ადგილია. დიდი ვენახების, ალაზნის ველისა და კავკასიონის სილამაზის აღსაქმელად, ინსტაგრამის ფილტრი ნამდვილად არ დაგჭირდებათ და აქ ყოფნის დროს გადაღებული ფოტოები ყოველგვარი დამუშავების გარეშე თამამად შეგიძლიათ ატვირთოთ. თუმცა, ამ ადგილის მთავარი ხიბლი ხედებს მიღმა იმალება.
თელავიდან 3 წუთის სავალ გზაზე დაშორებული სოფელი სეროდანი საუკუნის წინ დაიცალა. სწორედ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე დაერქვა სასტუმროს ეს სახელი.
ფოტო: თიბისი
რამდენიმე წლის წინ, ძმებმა — ზურაბ და ზაქარია მოდებაძეებმა ამ ადგილს ფაქტობრივად მეორე სიცოცხლე აჩუქეს. ჯერ მშობლებისეულ ხის სახლს მყარი ღობე შემოარტყეს, მარანი გამართეს, შემდეგ კი, შვილებთან ერთად, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას შეუდგნენ. მიზანი მარტივი, მაგრამ არცთუ მარტივად შესასრულებელი იყო — სტუმრებს, კახეთის შუაგულში, ის სიმშვიდე და სიმყუდროვე ეპოვათ, რომელიც დიდ ქალაქებში უკვე ძნელად მოსაპოვებელია.
სასტუმრო 6 ხის კოტეჯს, ორ ღია ტიპის აუზს და ქართულ ტრადიციულ რესტორანს აერთიანებს. სტუმრებს "სეროდანში“ რამდენიმე სახეობის ღვინოს საკუთარი მარნიდან სთავაზობენ. სასტუმრო ჯამში 32 სტუმარზეა გათვლილი. ყველაფერი მაღალი ხარისხის, ადგილობრივი ხის მასალითაა დამზადებული. კოტეჯში შესვლისთანავე ხვდები, რომ აქ თითოეულ დეტალზე საგულდაგულოდ იზრუნეს.
ფოტო: თიბისი
"ამ ბიზნესში უმნიშვნელო დეტალი არ არსებობს. როდესაც სტუმართან გაქვს ურთიერთობა, ყველა წვრილმანი მნიშვნელობას იძენს. ეს სფერო შენგან მუდმივ ჩართულობას, ყურადღებას და ზრუნვას მოითხოვს. აქ, ყველა ერთნაირად ვზრუნავთ იმაზე, რომ თითოეული ჩვენი სტუმარი კმაყოფილი და კიდევ მოუნდეს უკან დაბრუნება. წელიწადნახევარია, სასტუმრო ფუნქციონირებს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენგან უკმაყოფილო სტუმარი არ წასულა. უფრო მეტიც, თითქმის ყველა მათგანი უწევს რეკომენდაციას სხვას, რომ ჩვენთან დაისვენოს, რასაც booking-ის პლატფორმაზე, სტუმრების შეფასებებიც ადასტურებს“, — ამბობს ზურაბ მოდებაძე.
სტუმართ-მასპინძლობის ბიზნესი მუდმივი, ცოცხალი პროცესია, სადაც ყოველდღე გიწევს ადამიანების მოლოდინის გამართლება და დეტალებზე ზრუნვაა. ამ პროცესში ზურაბ მოდებაძისთვის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი თიბისია.
ფოტო: თიბისი
“20 წელზე მეტია, თიბისის ერთგული მომხმარებელი ვარ. ამ ბიზნესსაც ხელს ვერ მოვკიდებდი შეღავათიანი აგროკრედიტის გარეშე. სამომავლო გეგმებშიც თიბისის იმედი მაქვს”, — აღნიშნავს ზურაბი.
“სეროდანი” მუდმივად ფართოვდება. სულ მალე, სტუმრებს თონეში, კახური შოთის ჩაკვრა, მაყალზე მწვადის შეწვა, ჩურჩხელების ამოვლება და არყის გამოხდაც შეეძლებათ. თუმცა,მთავარი ემოცია, რომელსაც “სეროდანი” გიჩენს, დროის გატარება კი არა, უკან მალევე დაბრუნების სურვილია.
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
კომენტარები