ზარქუა წულუკიანზე: "ქალბატონი თეა გულისხმობდა, რომ, რა თქმა უნდა, ანწუხელიძე გმირია"
ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თეა წულუკიანის კომენტარს ეხმაურება. ზარქუას განცხადებით, წულუკიანმა იგულისხმა, რომ ანწუხელიძე გმირია, რომელიც "საქართველოს წინააღმდეგ პუტინისა და სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ ომში" მონაწილეობდა.
ზარქუამ განცხადებაში წულუკიანის სახლთან ჩატარებული აქციის მონაწილეებს "უსამშობლოები", "ორკები" უწოდა და აქცია "ინკვიზიციას" შეადარა.
"ქალბატონმა თეამ გუშინ განცხადება გააკეთა, რაც გულისხმობდა, რომ, რა თქმა უნდა, ანწუხელიძე გმირია, ისევე, როგორც ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა პუტინისა და სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ ომში საქართველოს წინააღმდეგ. ქალბატონმა თეამ ის ბრძანა, ეს ომი რომ არ ყოფილიყო, დღეს ჩვენი ის გმირები, რომლებითაც ვამაყობთ, ყველანი სახლში იქნებოდნენ, თავის ოჯახებში იქნებოდნენ.
თუმცა ამ უსამშობლოებს აქვთ სხვა დაკვეთა. დააკვირდით, ეტყობა რაღაც ჩათი აქვთ, ეს უსამშობლოები ხომ პოულობენ ერთმანეთს, ამათ პატრონები ჰყავთ და უგდებენ ერთმანეთს ერთსა და იმავე თემას, აბა, ახლა ამას თავს დავესხათ. ამ უსამშობლოებს ერთი და იგივე ტექსტი აქვთ თითქმის. ეს არის ხელმარჯვნივ, ის ქმედება, ის მივარდნა. შემდეგ იმ ახალგაზრდებს, დაფინანსებულებს, ბუნებრივია, აძლევენ კონკრეტულ მისამართს, როგორ შეიძლება მოუწყონ ინკვიზიცია, როგორ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენონ, მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. არ აინტერესებთ, ორკები არიან, ეს არის ამათი ხელწერა.
ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ქართული საზოგადოებისთვის, რომ ამათი ხელისუფლებაში დაბრუნება მტრისას, არავის არ დაინდობენ, გადათელავენ", — განაცხადა ზარქუამ წერილობით კომენტარში, რომელსაც პირველი არხი ავრცელებს.
შეგახსენებთ, ოცნების პარლამენტის, ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა, 11 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძე "უაზროდ შეეწირა ვიღაცის პიარს".
ასევე იხილეთ:
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები