რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები?
ფოტო: სამსუნგი
Samsung-ის კონკურენტი ჩინური კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ
2017 წელს სამხრეთ კორეულმა Samsung-მა, ბაზარზე QLED ტექნოლოგიით მხარდაჭერილი პირველი ტელევიზორი წარადგინა და მომხმარებლების გამოცდილება ახალ ეტაპზე გადაიყვანა. Samsung-ის ტელევიზორები ყოველწლიურად მკაცრ ტესტირებებს გადის და ადასტურებს პროდუქტში ტექნოლოგიის შესაბამისი ნივთიერებების არსებობას.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბაზარზე ტელევიზორების მწარმოებელი ზოგიერთი ჩინური ბრენდი მოცემულ ტექნოლოგიას მხოლოდ სარეკლამო მიზნებისთვის იყენებს და რეალურად, მათ ტელევიზორებში QLED (კვანტური წერტილების) ტექნოლოგიის შესაბამისი ნივთიერებები არ ვლინდება. რის გამოც, ეს კომპანიები სამართლებრივ დავაში აღმოჩნდნენ.
რას გულისხმობს QLED ტელევიზორი?
Quantum Dot LED ტელევიზორის ეკრანში გამოყენებულია ძალიან პატარა კრისტალები, რომლებიც ფერთა ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, ისინი თვალისთვის უხილავია, მაგრამ უზრუნველყოფს უფრო მკვეთრ ფერებს, მაღალ სიკაშკაშეს, უკეთეს კონტრასტსა და ფერთა სიზუსტეს. მათი ზომა 2-10 ნანომეტრია და საშუალებას იძლევა გადმოსცეს მილიარდზე მეტი ფერის ჩრდილი.
Quantum dot ანუ კვანტური წერტილების ტექნოლოგია, შეიცავს ორ ყველაზე მნიშვნელოვან მასალას: ინდიუმსა და კადმიუმს, რომლებიც უზრუნველყოფს ფერთა სიმკვეთრესა და სიზუსტეს.
სამართლებრივი დავა ცნობილ ჩინურ კომპანიასთან
25 თებერვალს, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის რაიონულ სასამართლოში ჯგუფური სარჩელი შევიდა. მოსარჩელე, რობერტ მაკიოსე, ამტკიცებდა, რომ ტელევიზორების მწარმოებელი, ერთ-ერთი ცნობილი ჩინური კომპანია, რეკლამაში ყალბ ინფორმაციას აჟღერებდა და შეცდომაში შეჰყავდა ტელევიზორების მყიდველები.
საქმე ეხება ამ ჩინური კომპანიის სარეკლამო ვიდეორგოლს შემდეგი ტექსტით: ”QLED კვანტური წერტილების ტექნოლოგია მნიშვნელოვნად აფართოებს ფერთა დიაპაზონს, ამრიგად, შეგიძლიათ შეიგრძნოთ კარიბის ზღვის ყოველი ტალღა და უდაბნოს მზის ჩასვლის ყოველი ფერი"— ეს ტექსტი გაჟღერებულია კომპანიის 43-ინჩიანი QD5 სერიის ტელევიზორის რეკლამაში.
თუმცა, სარჩელის თანახმად, ამ კომპანიის ტელევიზორებში QLED ტექნოლოგია არ არის ან იმდენად მცირე რაოდენობით გვხვდება, რომ ვერ უზრუნველყოფს გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებას. სარჩელი მოიცავს რამდენიმე სამართლებრივ საკითხს, როგორებიცაა: ნიუ-იორკის მომხმარებელთა დაცვის კანონების დარღვევა, თაღლითობა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოცემული სარეკლამო ტექსტი მარკეტინგული ხრიკია და მომხმარებელი შეცდომაში შეყავს, რადგან რეალურად, მოცემული ტელევიზორი არა QLED, არამედ უბრალოდ LED ტელევიზორის ხაზის შესაბამისია.
2024 წლის შემთხვევა კიდევ ერთ ჩინურ კომპანიაზე
QLED ტექნოლოგიასთან შეუსაბამობის გამო, ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ ერთი ბრენდი, არამედ, სხვა კომპანიებიც მოექცნენ. 2024 წელს სამხრეთ კორეულმა Hansol Chemical-მა, რომელიც კვანტური წერტილების მასალების წამყვანი მიმწოდებელია, განაცხადა, რომ ერთ-ერთი ცნობილი ჩინური კომპანია, ტელევიზორებში სინამდვილეში QLED ტექნოლოგიას არ იყენებდა.
ამის დასადასტურებლად, SGS-მა და Intertek-მა ჩაატარეს დამოუკიდებელი ტესტირება Hansol Chemical-ის დაკვეთით. კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნულ ტელევიზორებში არ აღმოჩნდა QLED ტექნოლოგიისთვის დამახასიათებელი მასალები — ინდიუმი და კადმიუმი.
ტესტის შედეგების საფუძველზე, Hansol Chemical-მა საჩივარი შეიტანა კორეის სამართლიანი ვაჭრობის კომისიაში, სადაც ჩინური კომპანია არასწორ რეკლამაში დაადანაშაულა.
მიუხედავად ამისა, ჩინურმა კომპანიამ ბრალდებები უარყო, გამოაქვეყნა საკუთარი ტესტირების შედეგები და აღნიშნა, რომ მისი ტელევიზორები შეიცავს 4 მგ კადმიუმს თითო კილოგრამზე, რაც ძალიან მცირე რაოდენობაა და ვერ უზრუნველყოფს გამოსახულების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ დასრულდება სამართლებრივი დავა, თუმცა, აშკარაა, რომ მომხმარებლების აღქმებსა და დამოკიდებულებებზე ეს შემთხვევები დიდ გავლენას მოახდენს.
Samsung-ის უპირობო ლიდერობა ბაზარზე
აღსანიშნავია, რომ Samsung QLED ტექნოლოგიის დანერგვაში პირველია. ბრენდმა ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო კვანტური წერტილების ტექნოლოგიის შემუშავება. პირველი ნაბიჯი იყო კადმიუმისგან თავისუფალი ნანო-კრისტალების შექმნა 2014 წელს.
მრავალი წლის მუშაობის შემდეგ, Samsung-მა დააგროვა გამოცდილება, დაარეგისტრირა 150-ზე მეტი პატენტი და 2017 წელს წარადგინა პირველი QLED ტელევიზორები. ტექნოლოგია მუდმივად უმჯობესდება, ხოლო 2022 წელს CES გამოფენაზე კომპანიამ წარმოადგინა QD-OLED ეკრანები, რომლებმაც "საუკეთესო ინოვაციის" ჯილდო მოიპოვეს.
QD-OLED ტელევიზორები აერთიანებს QLED-ის სიკაშკაშესა და ფერების სიზუსტეს, OLED-ის საუკეთესო კონტრასტსა და მუქ ფერებთან, რათა შექმნას უმაღლესი ხარისხის გამოსახულება.
Samsung უკვე 19 წელია პრემიუმ და ულტრა-დიდი ტელევიზორების ბაზრის ლიდერია. Omdia-ს მონაცემებით, 2024 წელს კომპანიამ ტელევიზორების გლობალურ ბაზარზე 28.3%-იანი წილი მოიპოვა და 2006 წლის შემდეგ, მე-19 წელია პირველობას ინარჩუნებს.
გარდა ამისა, Samsung აქტიურად ავითარებს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ ტელევიზორებს, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს მის ლიდერობას ინოვაციებისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით.
-
ახალციხესა და ადიგენში უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა და სოფელი დაიტბორა ახალციხესა და ადიგენში უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა და სოფელი დაიტბორა
გადახედვა
-
ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
გადახედვა
-
სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა
გადახედვა
-
"ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო "ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო
გადახედვა
-
კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით
-
მალხაზ მაჩალიკაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს მალხაზ მაჩალიკაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა
გადახედვა
-
მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა
გადახედვა
-
საია: ძალადობის წამხალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას საია: ძალადობის წამხალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას
გადახედვა
-
მეცნიერებმა გამოითვალეს, რამდენად დიდხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ მეცნიერებმა გამოითვალეს, რამდენად დიდხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ
გადახედვა
-
"გასაიდუმლოებული ანგარიში, "ომის სამინისტრო", თავდაცვის ხარჯების 1.15 ტრილიონამდე ზრდა — რა წერია აშშ-ის კონგრესის NDAA აქტში საქართველოზე? "გასაიდუმლოებული ანგარიში, "ომის სამინისტრო", თავდაცვის ხარჯების 1.15 ტრილიონამდე ზრდა — რა წერია აშშ-ის კონგრესის NDAA აქტში საქართველოზე?
გადახედვა
-
"მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს" — ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე "მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს" — ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის
-
ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით
-
სროლაში ბრალდებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი — მას თითი აქვს ამპუტირებული სროლაში ბრალდებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი — მას თითი აქვს ამპუტირებული
გადახედვა
-
ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა
გადახედვა
-
საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს
კომენტარები