მამუკა ხაზარაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ადვოკატებთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვეტს, გადაიხდის თუ არა სასამართლოს მიერ დაკისრებულ 50 000-ლარიან გირაოს. ხაზარაძემ ასევე დასძინა, რომ მისი პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ, ქართული ოცნების მხრიდან მისი დისკრედიტაციის მცდელობა მიმდინარეობს.
"ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში შემოვედი, ქართული ოცნების მხრიდან მიმდინარეობს ჩემი პირადი დისკრედიტაციის მცდელობა სხვადასხვა მოგონილი საქმეებიდან გამომდინარე, ესეც განვაცხადე სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესში ჩემი მოღვაწეობის 30 წლის განმავლობაში არცერთი საქმე არ ყოფილა ჩემს წინააღმდეგ, არც საჩივარი ან რამე გარჩევა, მზად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ 15 წლის წინანდელ აბსურდულ ზღაპრებს ჰყვებიან, მზად ვარ, ამ სასამართლოში გავცე კვალიფიციური პასუხი, თუ მსგავსი რამ არსებობს. ამიტომ, პირველ რიგში, მოვუწოდებ პოლიტპატიმრებს, ბიჭებო, მაგრად იყავით! აქ ჩვენ მაგრად ვართ, ნებისმიერი გადაწყვეტილება რაც არ უნდა მიიღოს, ეს იქნება იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ თქვენ არ მიგატოვებთ. არ მივატოვებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას, არ მივატოვებთ ქართველი ხალხის არჩევანს, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნაწილი", — განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძე 25 მარტს, "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.
ცნობისთვის, ენმ-ს შემსწავლელ კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის განცხადებით, სხდომაზე არ გამოცხადება ჯარიმით ან თავისუფლების 1 წლის აღკვეთით ისჯება.
კომისიაზე მამუკა ხაზარაძესთან ერთად კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც იყო დაბარებული და ისიც არ გამოცხადდა. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის არ აპირებს პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადებას და პირდაპირ მაგისტრუ მოსამართლეს წინ წარდგება.
2 მარტის გავრცელებული ინფორმაციით, ენმ-ს საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ სამი ლიდერი, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძეც დაიბარა.
- ენმ-ს საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე ზურა ჯაფარიძე დაიბარეს
- ენმ-ს საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე ნიკა გვარამია დაიბარეს
- ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე ნიკა მელია დაიბარეს
ცნობისთვის, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე "წინააღმდეგობის პლატფორმაში" გაწევრიანებული პარტიები გამოცხადებას არ აპირებენ.
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები