პუტინი-ტრამპის სატელეფონო საუბარს კრემლი გამოეხმაურა - რა წერია განცხადებაში
ფოტო: The Guardian
18 მარტს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარს კრემლი ეხმაურება.
კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას გააგრძელეს აზრთა დეტალური და გულწრფელი გაცვლა უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე. ლიდერებმა ურთიერთობის ნორმალიზების ორმხრივი ინტერესი გამოთქვეს.
საუბრის შემდეგ პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის იდეას რუსეთისა და უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებზე 30 დღით უარის თქმის შესახებ და როგორც კრემლი იუწყება, თავის სამხედროებს ამის ბრძანება უკვე გასცა.
მოლაპარაკებების კიდევ ერთი შედეგია რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმება, რომელიც განხორციელდება ფორმულით 175-დან 175-ზე.
გარდა ამისა, რუსეთი კიევში 23 მძიმედ დაჭრილ უკრაინელ სამხედროს გადაიყვანს.
რუსული მედია წერს, რომ საუბარი ქვეყნების ლიდერები კურსკის რეგიონში დარჩენილი უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ბედსაც შეეხო.
"დონალდ ტრამპის ბოლო მოწოდებასთან დაკავშირებით, შეუნარცუნოს სიცოცხლე უკრაინელი სამხედროებს კურსკის რეგიონში, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ რუსული მხარე მზად არის იხელმძღვანელოს ჰუმანიტარული მოსაზრებებით და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში, გარანტიას იძლევა, რომ უკრაინული შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ და გარანტირებული ექნებათ ღირსეულ მოპყრობას რუსული კანონებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად", — ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, უკრაინაში "კონფლიქტის" მოგვარების მიზნით მხარეები შექმნიან ექსპერტთა ჯგუფებს.
პუტინმა და ტრამპმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა მსოფლიოს სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში და წითელი ზღვის რეგიონში, სადაც ამჟამად მიმდინარეობს აშშ-ს სამხედრო ოპერაცია ჰუთების წინააღმდეგ.
"ერთობლივი ძალისხმევა განხორციელდება კრიზისულ ზონებში სიტუაციის სტაბილიზაციისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის დასამყარებლად. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რუსულ-ამერიკული ურთიერთობების საერთო ატმოსფეროს გაუმჯობესებას", — ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ამას გარდა, კრემლი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა" მზადყოფნა ითანამშრომლოს ამერიკელ პარტნიორებთან, რათა საფუძვლიანად გამოიკვლიოს კონფლიქტის მოგვარების მიღწევის შესაძლო გზები, რომელიც უნდა იყოს ყოვლისმომცველი, მდგრადი და გრძელვადიანი. და, რა თქმა უნდა, გავითვალისწინოთ უპირობო აუცილებლობა, რათა აღმოიფხვრას კრიზისის ძირითადი მიზეზები, რუსეთის ლეგიტიმური ინტერესები უსაფრთხოების სფეროში", — ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ეს არის მეორე სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი მეორედ გახდა. საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
პუტინისა და ტრამპის წინა საუბარი 12 თებერვალს გაიმართა.
ამავე თემაზე:
ტრამპი: მე დაჟინებით ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს
ვლადიმერ პუტინი: თანახმა ვართ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ არსებობს ნიუანსები
პუტინის განცხადებით, უკრაინელებმა კურსკში უნდა გააკეთონ არჩევანი დანებებასა და სიკვდილს შორის
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები