საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთაც "ქართულმა ოცნებამ" მხარი დღეს დაუჭირა
დღეს, 4 მარტს ქართული ოცნების პარლამენტმა პირველი მოსმენით არაერთ საკანონმდებლო ცვლილებას დაუჭირა მხარი, რომელთა მიზანიც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვის თავისუფლების შეზღდუვაა. ეს ცვლილებებია:
1. "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" — ე.წ FARA;
2. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში "სამშობლოს ღალატის" მუხლის დაბრუნება;
3. კანონპროექტი, რომელიც ტელე-რადიო მაუწყებლობაში რიგ აკრძალვებსა და შეზღუდვებს შემოიტანს;
4. საკანონმდებლო სივრციდან ტერმინი "გენდერის" ამოღება და "გენდერული თანასწორობის საბჭოების" გაუქმება;
5. ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგადაც, არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნებიან.
"უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" (FARA) კანონპროექტი 24 თებერვალს გამოქვეყნდა, თუმცა, გამოქვეყნებული ტექსტში გამოყენებულია ტერმინები, როგორებიცაა "აშშ-ის პრეზიდენტი", "სახელმწიფო დეპარტამენტი", "ხაზინის მდივანი" და ა.შ.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, არჩილ გორდულაძემ, წარდგენის დროს განაცხადა, რომ დაინიცირებული კანონპროექტი დეტალური თარგმანია და მას ქართულ რეალობას მოარგებენ — გუშინ გორდულაძემ განაცხადა, რომ FARA-ს აღსრულებაზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება.
FARA გავრცელდება ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე, რომლებიც "იღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას, ან მოქმედებენ უცხოური ძალის, უცხოური პრინციპალის დავალებებით, დამოკიდებულები არიან მათ დავალებაზე და ჩართულები არიან პოლიტიკურ აქტივობებში".
რაც შეეხება "მაუწყებლობის შესახებ" კანონებს, ოცნებამ პირველი მოსმენით ორი პროექტი მიიღო. პირველი პროექტის გათვალისწინებით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონს ემატება ნორმები, რომელთა თანახმადაც, აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების — ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება.
რაც შეეხება მეორე პროექტს, მისი მიღების შედეგად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ახალი ამბების გაშუქების დროს "სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის" პრინციპებს არ დაიცავენ; ახალ ამბებში საკითხის გაშუქების დროს არ დაიცავენ ბალანსს; წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეთერში გაშვების მიზნით ჩაწერენ ინტერვიუს ან სატელეფონო საუბარს; სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში მასალის გადაღების დროს არ ექნებათ წინასწარი თანხმობა როგორც უფლებამოსილი პირის, ისე იმ ადამიანების, რომლებსაც იღებენ და ა.შ.
რაც შეეხება "სამშობლოს ღალატის" მუხლს, ის სისხლის სამართლის კოდექსს 307¹ მუხლად დაემატება.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები