ტრამპმა თქვა, რომ უკრაინამ NATO უნდა დაივიწყოს, რადგან ომი სწორედ ამის გამო დაიწყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს არ შესთავაზებს.
"მე არ ვაპირებ უსაფრთხოების იმაზე მეტი გარანტიების მიცემას, რაც გვაქვს. ჩვენ ამას ევროპას მივანდობთ... მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის", — თქვა ტრამპმა ოთხშაბათს, 26 თებერვალს, კაბინეტის პირველ სხდომაზე.
თეთრი სახლის ხელმძღვანელმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინაში ომის დასრულებას შეძლებს. მისი თქმით, მშვიდობის მისაღწევად რუსულ მხარეს მოლაპარაკებებში დათმობა მოუწევს. "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც კარგია ორივე მხარისთვის", — განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტრამპმა თქვა, რომ შეეცდება უზრუნველყოს, რომ შეთანხმება "უკრაინისთვის კარგი იყოს". მისი თქმით, შეერთებული შტატები შეეცდება უკრაინას დაკარგული ტერიტორიების გარკვეული ნაწილის დაბრუნებაში დაეხმაროს, თუმცა ეს რთული იქნება.
თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ "NATO უნდა დაივიწყოს". მისი აზრით, ომი სწორედ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის წევრობის საკითხის გამო დაიწყო.
ტრამპმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 28 თებერვალს ვაშინგტონში გაემგზავრება, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას "იშვიათი დედამიწისა და სხვა მასალების" განვითარებაზე.
ტრამპმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა "მოასწრო შეთანხმების დადება", რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი "მომავალში დიდ ფულს" მიიღებს იმ დახმარებისთვის, რომელიც კიევს გაუწია.
მანამდე ზელენსკიმ, ვაშინგტონში დაგეგმილ ჩარჩო შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მასში არაფერია ნათქვამი შეერთებული შტატების უკრაინის ვალზე უკვე გაწეული სამხედრო დახმარებისთვის. გარდა ამისა, უკრაინელი ლიდერის თქმით, შეთანხმებაში ნათქვამია, რომ "აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს უკრაინის ძალისხმევას, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც აუცილებელია გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად".
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები