სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

19 Feb. 2025, 23:46

"უნდათ თუ არა ამათ არჩევნები დაინიშნება და მე არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ დანიშნონ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არავის არასად არ გამოუგონია, ასეთ კრიზისში შესული ქვეყანა, სადაც 4 თვეა არავინ არ გაღიარებს გარედან, გარდა ის ქვეყნები, რომლებიც გაღიარებენ იდეოლოგიური მიზეზების გამო. რეალურად აღიარება არ არსებობს. რეალურად ქართული ოცნება არის სრულიად იზოლირებული. გარეთ თუ გადიან, ან ვინმე თუ ჩამოდის, იმისთვის, რომ მხოლოდ ხელის ჩამორთმევის კადრები დადონ თავიანთი მომხრეებისთვის.

აქედან გამოსვლა ხდება მხოლოდ ან რეჟიმის ჩამოიშლება, თუ ბოლომდე წავიდნენ, ანდა თვითონ დანიშნავს არჩევნებს. ამ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი მოთხოვნა პარტნიორებთან არის რომ დაგვეხმარეთ იმაში, რომ მოვამზადოთ ეს არჩევნები და დაცული იყოს, ხელახლა არ მოხდეს იმ მასშტაბის მანიპულაცია, რაც მოხდა და ეს ქვეყნები უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით. თვით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენთანაც მიდის ეს ჰიბრიდული მცდელობებიო, არჩევნებზე ზეგავლენა.

ჩეხეთის პრეზიდენტთანაც მქონდა ამაზე ვრცელი საუბარი და მან მითხრა, რომ ჩვენ ვქნით კომისიას ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად, რომ არჩევნების ტექნოლოგია შევისწავლოთ, რომ დაცული იყოს არჩევნებიო.

ეს ყველაფერი მათი რეალური დახმარებაა ჩვენთვის, როგორიც შეიძლება იყოს. დღეს დახმარებაა მხოლოდ ორი: ერთი — Business as usual-ს, ე.ი. ჩვეულებრივ ურთიერთობებს არ დაუბრუნდნენ და ამაში მოგვყვებიან მთლიანად, მეორე არის სწორედ იმაში დახმარება, რაცაა ნორმალური, ერთადერთი, უალტერნატივო, დემოკრატიული გზა - ახალი არჩვები. თუ გაჭედილი პარალიზებულია ქვეყანა, უნდა დაუბრუნდე ხალხს, ხალხის ნება".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ევროკომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აზერბაიჯანის პროკურატურას აფგან სადიგოვის საქმეზე განმარტებას სთხოვს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა აფგან სადიგოვის უკანონო დაკავების საქმეზე…