ექსპერტიზის დასკვნით, კესარია აბრამიძე დანით მიყენებული 28 ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა
ექსპერტიზის დასკვნით, კესარია აბრამიძე დანით მიყენებული 28 ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ დღეს, ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესზე ითქვა.
ბექა ჯაიანს კესარია აბრამიძის მკვლელობა ედება ბრალად. დღევანდელი სასამართლო, მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდა და ბრალდებულის მხარემ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა.
პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით, სისხლნაკლებობამ და ამ ჭრილობებმა გამოიწვია კესარია აბრამიძის გარდაცვალება.
დაცვის მხარემ წარდგენილი მტკიცებულებები სადავოდ მიიჩნია, რის გამოც ექსპერტიზის გამცემი — ქეთევან ბედინაშვილი, შემდეგ სასამართლო სხდომაზე დაიკითხება. ბრალდების მხარე მის წინააღმდეგ წარდგენილ მტკიცებულებებს ნაწილობრივ აღიარებს და უდავოდ მიიჩნევს.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ, ბექა ჯაიანის სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით წარადგინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა კესარია აბრამიძის გარდაცვალების მიზეზის თაობაზე. [აბრამიძის] გარდაცვალების მიზეზი არის ჯაიანის მიერ 28 ჭრილობის მიყენება, დანის გამოყენებით. ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია და სისხლნაკლებობამ და მიყენებულმა ჭრილობებმა კესარია აბრამიძის გარდაცვალება გამოიწვია.
წარმოდგენილი მტკიცებულება დაცვის მხარემ სადავოდ მიიჩნია. რაც ნიშნავს იმას, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი დაიკითხებიან. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, რაც გამოძიების ეტაპზე იყო მოპოვებული და წარმოდგენილი სასამართლოში, დაცვის მხარემ ისინი უდავოდ მიიჩნია. შესაბამისად, მათი გამოკვლევა არ მოხდება სასამართლოში. უნდა აღვნიშნოთ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად და ცალსახად დასტურდება ის გარემოება, რომ ბექა ჯაიანის მიერ ჩადენილი აქვს მისთვის ბრალად შერაცხილი ორივე დანაშაული", — განაცხადა პროკურორმა.
პროკურორი ასევე საუბრობს საქმეში არსებულ ნეიტრალურ მტკიცებულებებზე.
"არსებობს აუდიო მტკიცებულება, რომელშიც ბრალდებული საუბრობს თუ როგორ სცემდა ის აბრამიძეს, თუ ის მას გააბრაზებდა. ასევე სხვა ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები და მოწმეები საქმეში ადასტურებს ბექა ჯაიანის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერისა და იდენტობის ნიშნით მკვლელობას და ამავე ნიშნებით, სისტემატური ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას," — განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 18 სექტემბერს 37 წლის ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "თ" და "მ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები