Google-ში ამბობენ, რომ ხუთ წელიწადში კომერციული კვანტური კომპიუტერები ექნებათ

ფოტო: AFP
როგორც ჩანს, Google კვანტურ კომპიუტერებზე დიდ ფსონს ჩამოდის.
"ხუთ წელიწადში ჩვენ კვანტური კომპიუტერებისთვის სპეციალურ აპლიკაციებს გამოვუშვებთ", — განუცხადა Google-ის კვანტური განყოფილების ხელმძღვანელმა Reuters-ს.
ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც Nvidia-ს განცხადებით, კვანტურ კომპიუტერებამდე 20 წელი გვაშორებს.
"ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. უახლოეს ხუთ წელიწადში რეალურ კვანტურ აპლიკაციებს ვიხილავთ, რომლებსაც მხოლოდ კვანტური კომპიუტერებისთვის გამოვიყენებთ", — თქვა Google Quantum AI-ის დამფუძნებელმა ჰარტმუტ ნევენმა.
ეს შეიძლება მოულოდნელ განაცხადადაც ჩავთვალოთ, რადგან ექსპერტების უმეტესობას მიაჩნია, რომ აქამდე ათობით წელი გვაშორებს.
კლასიკური კომპიუტერისგან განსხვავებით, რომელიც ნულებისა და ერთიანების სერიებს, ანუ ბიტებს გადაამუშავებს, კვანტური კომპიუტერი ქუბიტებისგანაა შექმნილი, რისი მიხედვითაც, თითოეული ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ნული, ისე ერთი. სწორედ ამ პრინციპით, კვანტურ კომპიუტერს მილიონობით გამოთვლის თანადროულად ჩატარება შეუძლია.
ბევრი ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ის, Microsoft-ისა და IBM-ის ჩათვლით, ერთმანეთს კვანტური კომპიუტერების შექმნაში ეჯიბრება. კონკურენციაში სახელმწიფოებიც არიან ჩართული. მაგალითისთვის, ჩინეთი და აშშ კვანტურ გამოთვლებში მილიარდობით დოლარს ხარჯავს.
ამასთან, კვანტურ კომპიუტერებთან ერთად, რეალური ხდება კვანტური კრიპტოგრაფია და კვანტური ინტერნეტი.
Google კვანტურ გამოთვლით პროგრამებზე 2012 წლიდან მუშაობს. კომპანიაში უკვე შექმნეს რამდენიმე კვანტური ჩიპი. ასევე, კვანტური პროცესორების გამოყენებით ჩატარდა ისეთი გამოთვლითი პროცედურები, რომლებიც კლასიკური კომპიუტერის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა.
კომენტარები