ჩაპელ როუნმა გრემიზე ხმისჩამწერი კომპანიები გააკრიტიკა და საარსებო ანაზღაურება მოითხოვა
ფოტო: Christopher Polk
ამერიკელმა მუსიკოსმა ჩაპელ როუნმა გრემის წლევანდელ დაჯილდოებაზე საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაციაში გაიმარჯვა. 26 წლის მომღერალმა თავის სამადლობელ სიტყვაში ხმისჩამწერი კომპანიები გააკრიტიკა და მუსიკოსებისთვის სათანადო ანაზღაურება და ჯანმრთელობის დაზღვევა მოითხოვა.
"საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ოდესმე თუ გრემის ავიღებდი და მუსიკის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი ხალხის წინაშე გამოვიდოდი, მოვითხოვდი, ლეიბლებს, რომლებისთვისაც მუსიკოსებს მილიონობით დოლარის მოგება მოაქვთ, საარსებო ანაზღაურება და ჯანმრთელობის დაზღვევა შემოეთავაზებინათ, განსაკუთრებით, ახალბედა არტისტებისთვის", — განაცხადა ჩაპელმა ოვაციების ფონზე, — "ძალიან პატარა, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ვიყავი, კონტრაქტი რომ გავაფორმე, ხოლო როცა მის გარეშე დავრჩი, არანაირი სამუშაო გამოცდილება არ მქონია და, უამრავი ადამიანი მსგავსად, ძალიან გამიჭირდა, პანდემიის პერიოდში სამსახური მეპოვა და დაზღვევა მქონოდა.
"ძალიან რთული იყო იმის დანახვა, რომ საკუთარ საქმეს მთელი გულით აკეთებ, მაგრამ სისტემა ზურგს გაქცევს და ადამიანად აღარ გთვლის. ხმისჩამწერი კომპანიები თავიანთ არტისტებს ისე უნდა მოეპყრონ, როგორც ღირებულ თანამშრომლებს — უნდა უზრუნველყონ ისინი სათანადო ანაზღაურებით, დაზღვევითა და დაცვით. ლეიბლებო, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, მაგრამ ხართ კი თქვენ ჩვენს გვერდში?"
ჩაპელ როუნმა, რომლის ნამდვილი სახელი კეილი როუზ ამსტაცია, მუსიკალური კარიერა მოზარდობის ასაკში, საკუთარ იუთუბარხზე სიმღერების ატვირთვით დაიწყო. 2015 წელს მომღერალმა კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ უდიდეს ლეიბლთან, Atlantic Records-თან, მაგრამ ამ უკანასკნელმა 2020 წელს არტისტთან თანამშრომლობა შეწყვიტა. თუმცა, ჩაპელის ვარსკვლავური გზა სწორედ მას შემდეგ დაიწყო — 2023 წელს მან სადებიუტო ალბომი The Rise and Fall of a Midwest Princess გამოუშვა, რომელიც წლევანდელი გრემის ნომინანტი გახდა. განსაკუთრებული კომერციული წარმატება ხვდა როუნის სინგლს Good Luck, Babe!, რომელიც სხვადასხვა ჩარტში მოწინავე პოზიციებზე აღმოჩნდა.
ასევე იხილეთ:
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
კომენტარები