ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო
აქტივისტ ისაკო დევიძის სახლში საპოლიციო ძალებმა 1-ელ თებერვალს ჯერ ჩხრეკა ჩაატარეს, შემდეგ კი დააკავეს. დევიძის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, დაკავებულს პოლიციამ სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე ინფორმაციით, აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო. ამ ფორმით ის რეჟიმის სხვა პატიმრებს უცხადებს სოლიდარობას.
ისაკო დევიძის დედის ტვ პირველთან ყვება, რომ სახლის ჩხრეკის შემდეგ, სახლიდან წაიღეს ლეპტოპები და 2000 ლარი, რომელიც ისაკომ დედის ოპერაციისთვის ისესხა.
"სახლში რომ შემოვედი, ჩემი სამუშაო ლეპტოპი, ჩემი მეორე შვილის სამუშაო ლეპტოპი და ისაკოს ლეპტოპი იყო წაღებული და ორი ათასი ლარი, საოპერაციო ფული მქონდა გადადებული, რამდენიმე დღის წინ ისაკომ გააკეთა სესხი და გამომიტანა და დადებული მქონდა თანხა, უნდა დამეგეგმა [ოპერაცია] თებერვლის თვეში და ის ფულიც არ არის," — განაცხადა ისაკოს დედამ "ტვ პირველთან".
რაც შეეხება დაკავების მიზეზებს, დაკავებულის ადვოკატის თქმით, ისაკო დევიძის სახლში ჩხრეკა და შემდეგ დაკავება 2 თებერვლის აქციას უკავშირდება.
"როცა პოლიციის შენობაში გადმოიყვანეს, ჰყავდათ ერთ-ერთ ოთახში, სადაც იყო შვიდამდე პოლიციელი, ზოგი გადიოდა, ზოგი შემოდიოდა, მაგრამ ეს არ იყო გამოკითხვა, რადგან არ მოაწერინეს ხელი, არ შეავსებინეს რაიმე – 4 საათის განმავლობაში მას უსვამდნენ კითხვებს, მაგალითად, ვინ უნდა გადაკეტოს გზა? ხვალ აქციაზე რა მოხდება? რა ტრენინგები გაიარეთ?
მე ეჭვი მქონდა, რომ უკავშირდებოდა ხვალინდელ აქციას, მაგრამ ისაკო დევიძის განმარტებებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ მაგაზე იყო – აბა, ხვალ რა მოხდება, ვინ ატარებს აქციას, რა მოხდება, როგორ უნდა მოხდეს, რამე ტრენინგი ხომ არ გაიარეთ. ისაკო დევიძემაც ეს გასცა პასუხი, რომ ამ აქციების ორგანიზატორი არის ხალხი. ისაკო დევიძემ დაიწყო შიმშილობა, ყველა იმ პოლიტპატიმრის, ქალბატონი მზიას სოლიდარულია", – განაცხადა ადვოკატმა, რომელიც კომენტარსაც მაუწყებელი ავრცელებს.
ეს საპოლიციო ძალების მიერ ისაკო დევიძის მეორე დაკავებაა. პირველად ის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს. ისაკო დევიძეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 8-დღიანი პატიმრობა 20 ნოემბერს შეუფარდეს, რის შემდეგაც მან მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
კომენტარები