მინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს — სალომე ზურაბიშვილი ბათუმში ჩავიდა
"ბათუმელებო, თქვენთან ჩამოვედი იმისთვის, რომ გამოგიცხადოთ სრული სოლიდარობა და პატივისცემა იმიტომ, რომ აქედან დაიწყო უშუალოდ პროტესტი", — ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ სურს დღევანდელი დღე მზია ამაღლობელს მიუძღვნას.
"ბათუმელებო, თქვენთან ჩამოვედი იმისთვის, რომ გამოგიცხადოთ სრული სოლიდარობა და პატივისცემა იმიტომ, რომ აქედან დაიწყო უშუალოდ პროტესტი. თქვენ ხართ წყარო ამ პროტესტის, რომელიც დღემდე მოდის და ძალიან რთულ პირობებში მინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს. ის არის დღეს ჩვენი ქვეყნის სახე, ის არის დღეს ჩვენი ღირსების სახე, ის არის დღეს ჩვენი მომავლის სახე და ამიტომ ვართ ყველანი ერთად და მასთან ერთად ვიქნებით. დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგად და ძლიერად იქნება იმიტომ, რომ დღეს ის არის საქართველო...
მე გამოსაჩენად არ ჩამოვსულვარ, ჩამოვედი, რომ გამოგიცხადოთ სოლიდარობა და გითხრათ, რომ თქვენთან ვიქნები ბოლომდე - ბოლო არის ჩვენი გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება," — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციიდან სალომე ზურაბიშვილმა ევროპის მოედანზე გადაინაცვლა, სადაც ახალი თეატრის მანიფესტი მიმდინარეობს.
დღეს სალომე ზურაბიშვილი ბათუმის აქციებში მონაწილე აქტივისტებსაც შეხვდა.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას საპატიმროებიდან უკვე გათავისუფლებული აქტივისტები და რეჟიმის მიერ დაპატიმრებული აქტივისტების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
"პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო პროტესტი მთელი საქართველოს მასშტაბით გაიშალა, აქტიურობენ რეგიონები და ამ პროცესების ეპიცენტრშია ბათუმი, სადაც დღეს უკვე ამ პროტესტმა კონკრეტული სახე და სახელი შეიძინა — მზია ამაღლობელი.
ადგილობრივმა აქტივისტებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქციებზე დაკავების, წინასწარი დაკავების საკნებში მოპყრობისა და გასამართლების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და პირადი მაგალითის საფუძველზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ისაუბრეს," —ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები