სამეურვეო საბჭო: მოქალაქეთა ერთი ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე საკუთარი დიქტატის დამყარებას ცდილობს
ფოტო: პირველი არხი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო განცხადებას აქვეყნებს და აქტივისტებისა და ცალკეული ლიდერების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბრძოლისკენ მოწოდებას შემაშფოთებელს უწოდებენ. მათი განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მოქალაქეთა ერთი ნაწილი მასზე "საკუთარი დიქტატის" დამყარებას ცდილობს. ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს მაუწყებლისა და მისი თანამშრომლების "ბულინგი", "ზეწოლა" და "მუქარა"
"საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ ცალკეული ლიდერები და აქტივისტები მიმართავენ აქციის მონაწილეებს, თითქოს დღესდღეობით ქვეყანაში საზმაუსთვის ბრძოლა მიმდინარეობდეს და მოუწოდებენ მათ, რომ 29 იანვარს შეიკრიბონ და გაიმარჯვონ საზმაუზე, რაც თურმე სტრატეგიული გამარჯვება იქნება ხელახალი არჩევნების მოსაპოვებლად.
ვფიქრობთ, ამგვარი მოწოდებების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, ვინაიდან, თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ ემოციურ ფონს, ზოგიერთებმა შეიძლება მართლაც დაიჯერონ, რომ საზმაუზე "გამარჯვება" სტრატეგიული წარმატების საწინდარი იქნება, არადა, ამგვარ მოწოდებას, შეიძლება, გაუთვალისწინებელი ქმედებები და მძიმე შედეგები მოჰყვეს.
აქვე ვიტყვით, რომ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბრძოლა კი არ მიმდინარეობს, არამედ მოქალაქეთა ერთი ნაწილი აპროტესტებს არჩევნების შედეგებს და მოითხოვს ახალ არჩევნებს, რის გამოც აქციებს მართავს. ამას ფართოდ და ამომწურავად აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ცდილობს, მიუკერძოებლად მოუთხროს მაყურებელს განვითარებული მოვლენების შესახებ.
ამ ვითარებით სარგებლობს მოქალაქეთა ერთი ნაწილი (რომელთა შორისაც განსაკუთრებით აქტიურობენ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული კერძო ტელევიზიების თანამშრომლები) და საზოგადოებრივ მაუწყებელზე საკუთარი დიქტატის დამყარებას ცდილობს. სულ უფრო დაჟინებით ამკვიდრებენ აზრს, რომ ახალი არჩევნების დანიშვნისთვის აუცილებელია სრული კონტროლი მოიპოვონ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ამ მიზნით საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარეობს მძიმე ბულინგისა და მუქარის კამპანია.
მთელი საზოგადოების თვალწინ ყოველდღიურად ხორციელდება ზეწოლა მედიაზე, უგულებელყოფილია დემოკრატიის ელემენტარული სტანდარტი, თითქოს დავიწყებას მიეცა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია კონსტიტუციითა და კანონით და მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა დაუშვებელია, ისევე როგორც მიუღებელია, მაუწყებელს ვინმე კარნახობდეს, ვინ მიიწვიოს სტუმრად. უშუალოდ ტელევიზიის თანამშრომლების გარდა, მიმდინარეობს იმ სტუმრების ბულინგი და დევნა, ვინც ამ ჯგუფისგან განსხვავებული მოსაზრების გამოთქმას ბედავს.
გახშირდა მოწოდებები საზმაუზე გამარჯვების მოპოვების და მენეჯმენტის შეცვლის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და მედიაზე უხეში ზეწოლის ფორმას იძენს.
კანონით დადგენილია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ირჩევს პარლამენტი, ხოლო სამეურვეო საბჭო ირჩევს დირექტორს. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი მოწოდება იმის შესახებ, რომ ვინმე განახორციელებს მენეჯმენტში ცვლილებებს და ახალ დირექტორის დანიშნავს, კანონთან სრულიად შეუსაბამოა და, ამასთანავე, შეიცავს პირდაპირ მინიშნებას ძალადობის გამოყენებაზე.
ვფიქრობთ, რომ საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, როგორ და რა მეთოდით აპირებს ეს ჯგუფი საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამარჯვების მოპოვებას, ანუ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ხელში ჩაგდებას?! რა გზით აპირებენ არსებული სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტის ტელევიზიიდან ჩამოცილებას და მათთვის სასურველი დირექტორის დანიშვნას?!
ჩვენ ამ კითხვებზე მხოლოდ ერთ პასუხს ვხედავთ, იძულებას! ანუ საბჭომ და მენეჯმენტმა იძულებით უნდა დატოვონ ტელევიზია და ამით, ამავე დროს, საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულად გავა კანონის სივრციდან. ან იქნებ ვინმეს სხვა პასუხი აქვს ამ კითხვებზე?!
სამწუხაროდ, ამ პროცესს არ იმჩნევენ არც პოლიტიკური პარტიები, არც ინტერესთა ჯგუფები და არც საერთაშორისო ორგანიზაციები, რაც კიდევ უფრო ახალისებს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ კამპანიას.
საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეა ის არის, რომ მთელი საზოგადოების ინტერესები გამოხატოს. კერძო ტელევიზიებისაგან განსხვავებით, მას არ აქვს უფლება, ერთი პოზიციის ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გამხმოვანებელი იყოს.
მას კანონი ავალდებულებს, მაყურებელს გააცნოს საზოგადოებაში არსებული მსოფლმხედველობრივი მრავალფეროვნება, ის განწყობები და მოსაზრებები, რომლებიც, შეიძლება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან.
სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის ნათელია, რომ საზოგადოებაში არსებული ღრმა პოლარიზაციის პირობებში, როდესაც ადამიანებს კატეგორიულად არ სურთ განსხვავებული აზრის მოსმენა, ხშირად სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობა ხდება მის მიმართ უკმაყოფილების საფუძველი, რაც ზოგჯერ ღია აგრესიაში გადაიზრდება ხოლმე – მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საზოგადოებრივი ტელევიზიის არსი და მისია სწორედ ეს გახლავთ, ამის შესახებ საზოგადოება წლების წინ შეთანხმდა და ეს შეთანხმება საკანონმდებლო დონეზე გაფორმდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები კი ამ კანონით განსაზღვრულ შეთანხმებას ასრულებენ და ამას გაგებით უნდა მოეკიდოს თითოეული პოლიტიკური ჯგუფი და მოქალაქე. საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს საზოგადოებრივ საკუთრებას და სიკეთეს და არ შეიძლება, რომ მისი დაცვა მხოლოდ ტელევიზიის თანამშრომლების ნერვების და ფსიქიკის დაზიანების ხარჯზე ხდებოდეს.
ქალაქის ცენტრში, მთელი საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობს მედიის ბულინგი და ჩაქოლვა მხოლოდ იმიტომ, რომ იქიდან განსხვავებული აზრი არ გაისმას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სამეურვო საბჭოც და მენეჯმენტიც ბოლომდე შევასრულებთ ჩვენზე კანონით დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა ჩვენს დიდ წუხილს იწვევს, რომ ტელევიზიის თანამშრომლები, რომლებიც კეთილსინდისიერად და თავაუღებლად შრომობენ, იმყოფებიან მუდმივი სტრესის პირობებში.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მტრად შერაცხვა, მასთან ბრძოლა და, მით უმეტეს, მასზე "გამარჯვების" მოპოვების მცდელობა დიდ და გამოუსწორებელ შეცდომად გვეჩვენება, ვინაიდან ამგვარი ფსევდოგამარჯვება მთელი საზოგადოების დამარცხების ტოლფასი იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს. რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილის გემოვნებასა თუ მსოფლმხედველობას ვერ მოერგება.
ყველა მხარეს დაბეჯითებით მოვუწოდებთ, რომ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ბრძოლის ნაცვლად, განაგრძონ თავიანთი მსოფლმხედველობის საჯარო სივრცეში დამკვიდრება და საზოგადოების დანარჩენი წევრების დარწმუნება თავიანთი იდეების ჭეშმარიტებაში, ხოლო საზოგადოებრივ ტელევიზიას დაუტოვონ უფლება და საშუალება, მაყურებლამდე მიიტანოს ეს პროცესი.", — წერია სამეურვეო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: თამილა დოლიძე, გიორგი იაკობაშვილი, გიორგი კოხრეიძე, ვასილ მაღლაფერიძე, გრიგოლ მურღულია, ბონდო მძინარაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა.
თბილისში, პირველი არხის შენობასთან, საზოგადოების ნაწილი საპროტესტო აქციებს მართავს. მათი მთავარი მოთხოვნებია: საქართველოში მიმდინარე პროცესები, მათ შორის აქციები, პირველი არხის პირდაპირ ეთერში, ობიექტურად გაშუქდეს, გათავისუფლდეს ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და სხვა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები და გადადგეს პირველი არხის მენეჯმენტი, რომელიც, აქციის მონაწილეების შეფასებით, მმართველი ძალის ინტერესებს ატარებს.
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები