როცა გარიგებაზე მიდიხარ ეშმაკთან, ამ გარიგებას თავს ვეღარ დააღწევ — პეტრას აუსტრევიჩიუსი ლუკაშენკოსა და ქართულ ოცნებაზე
"როცა გარიგებაზე მიდიხარ ეშმაკთან, განსაკუთრებით იმ ეშმაკთან, რომელიც დღეს კრემლში ზის, მერე ამ გარიგებას თავს ვეღარ დააღწევ – ამიერიდან შენს მომავალს ეშმაკი განსაზღვრავს", — ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა რადიო თავისუფლებასთან ბელარუსსა და საქართველოს შორის საერთო მახასიათებლებზე საუბრისას განაცხადა.
"ჰაჰაჰა — ოცნება რამდენი ხანია ძალაუფლებაშია, 12 წელი, ხომ? ლუკაშენკასთან შედარებით თინეიჯერები არიან, ლუკაშენკამ უკვე 31 წელიწადია, რაც ძალაუფლება ჩაიგდო ხელში და არ თმობს. ყველა ბერკეტი ხელში უჭირავს, სრულიად ალაგმა, განდევნა ან გაანადგურა ნებისმიერი ოპოზიცია. ის ფლობს ბელარუსს, ამის თქმა თავისუფლად შეიძლება. საბჭოთა ტერმინები რომ გავიხსენოთ, ის მართლაც "კოლმეურნეობის თავმჯდომარეა". დილით დგება, მიდის მინდვრებში, აქეთ-იქით თითს იშვერს, გასცემს ბრძანებებს: "ეს გააკეთე", "ის გააკეთე". ეს მისი სტილია. საქართველოში ცოტა სხვანაირად უდგებიან საქმეს — აქ "ნახევრად კოლმეურნეები" არიან, "კოლმეურნეები კოსტიუმში" — ნახევრად საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით მოქმედებენ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ფასადურია, თვალში ნაცრის შესაყრელად. საერთო მახასიათებელი ბელარუსსა და საქართველოს შორის ის არის, რომ როცა გარიგებაზე მიდიხარ ეშმაკთან, განსაკუთრებით იმ ეშმაკთან, რომელიც დღეს კრემლში ზის, მერე ამ გარიგებას თავს ვეღარ დააღწევ – ამიერიდან შენს მომავალს ეშმაკი განსაზღვრავს", — განაცხადა აუსტრევიჩიუსმა.
ამასთან ერთად ევროპარლამენტარი ამბობს, რომ საქართველო ბელარუსთან შედარებით უფრო დინამიკური ქვეყანაა – "ქართველებს სხვა გამოცდილება აქვთ, მათ დემოკრატიის გემო გასინჯეს და საერთაშორისო ასპარეზზეც მეტი კავშირები აქვთ. მაგრამ, მაინც, როდესაც საქართველოს ვუყურებ, როდესაც ვხედავ, საით მიდის, პესიმიზმი მიპყრობს... აშკარაა, რომ არის რაღაც გეგმა და ეს გეგმა თბილისში არ დახაზულა, ცოტა ზემოთ, ჩრდილოეთისკენ შეიმუშავეს. მათი სტრატეგიაა, საქართველო ევროპულ გზას ჩამოაშორონ".
მისი თქმით, ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ ძალიან ჭკვიანები არიან და თან ხელშეუხებელნი, რომ შეუძლიათ ორმაგი თამაში ითამაშონ: ერთი მხრივ, ევროპასთან პარტნიორობა უნდათ, ძირითადად ვაჭრობის თემებში, რადგან ფული უყვართ, ფული კაია. მაგრამ პოლიტიკას რაც შეეხება, იქ ისე გვინდა ვიყოთ, როგორც ჩვენ გვაწყობს — ამჟამად კი მზარდად ავტორიტარულ რეჟიმად ყოფნა აწყობთ.
ევროპარლამენტარი ამბობს, რომ იმასაც ელოდება, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლები ევროკავშირის ინსტიტუტებშიც მოვლენ, მათ შორის, ევროპარლამენტშიც". რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვაზე — რა სტატუსით "მოვლენ ევროპარლამენტში"? აუსტრევიჩიუსის პასუხი ასეთი იყო:
"შენობაში შესვლა აკრძალული არ აქვთ. თუ რომელიმე ევროპარლამენტარი მათთვის საშვებს დაუშვებს, შეეძლებათ შემოვიდნენ. ოფიციალური მოწვევა, რა თქმა უნდა, არ იქნება, მაგრამ იქნება ე.წ. დერეფნების შეხვედრები, ფოტოებს გადაიღებენ და მერე იტყვიან, რომ რაღაც კეთდება, საქმე წინ მიდის, თანამოაზრე ევროპარლამენტარებიც გვყავს, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ".
რაც შეეხება მოლოდინებს ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ერთიანი პოლიტიკა ექნებათ — დაწყებული საგარეო ურთიერთობების სამსახურით, გაგრძელებული კომისიით და რაც შეიძლება მეტი წევრი სახელმწიფოს ჩართულობით.
"ყველას დათანხმება ალბათ ვერ მოხერხდება - უნგრეთის და სლოვაკეთის ფონზე - მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ თუ არაფერი გავაკეთეთ, ეს ძვირად დაგვიჯდება – პარტნიორს ვკარგავთ. მზად ვართ, ასე იოლად შეველიოთ კანდიდატ ქვეყანას? საქართველოს სულისთვის ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, მეტიც, უშუალოდ ჩვენ ჯერ არც კი გვიბრძოლია, მხოლოდ შეშფოთებებით შემოვიფარგლეთ, რაღაცები გავაკრიტიკეთ და ა.შ. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობა უფრო სერიოზულად მიუდგება ამ საქმეს, გაცნობიერებული ექნება გეოპოლიტიკური შედეგები, რაც ამ ყველაფერს მოჰყვება, თუ ასე, დღისით-მზისით გაგვძარცვეს. თუ ამას დაუშვებ, თუ არ შეეწინააღმდეგები, რა შთაბეჭდილება რჩებათ სხვებს? რომ პარტნიორებს გასაჭირში მიაგდებ, თანაც დაუფიქრებლად", — ამბობს პეტრას აუსტრევიჩიუსი.
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
კომენტარები