ლევან მახაშვილი

20 Jan. 2025, 13:26

ზოგადად, შეწყალების პროცესი პატიმართა წერილებით, პატიმართა განცხადებებით იწყება, რომ ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ და აქვთ შეწყალების სურვილი. შეწყალების პროცესი სწორედ ასე იწყება და არა იმგვარად, რომ თითქოს ვინმეს მიერ ობიექტურად თუ სუბიექტურად პატიმართა შერჩევა ხდება.

613 არა თუ ბევრი, არამედ ცოტაა, რადგან საუბარია პატიმართა 6-7%-ზე და ევროპული სტანდარტის გათვალისწინებით, პატიმართა რაოდენობა კვლავაც მაღალია.

როდესაც შეწყალების პროცესი დასრულდება და ეს ადამიანები გათავისუფლდებიან, დაახლოებით 8 500 პატიმარი გვეყოლება, რაც ძალიან მაღალია. მეტსაც გეტყვით, მომავალშიც გაგრძელდება იმაზე ზრუნვა და მუშაობა, რომ საპატიმრო დაწესებულებები სხვადასხვა ფორმით უფრო მეტმა პატიმარმა დატოვოს, ოღონდ გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით.

მრავალი წელია, რაც საქართველოში მასშტაბური შეწყალება არ განხორციელებულა. სამწუხაროდ, ეს ინსტრუმენტი წინა პრეზიდენტმა ინდივიდუალურ მექანიზმად აქცია, როცა რამდენიმე პატიმარი საკუთარი მეგობრებისა და ნაცნობების თხოვნის საფუძველზე შეიწყალა. ეს დასრულდა - შეწყალება ობიექტურ პროცესში მოექცევა.

ამბობს ლევან მახაშვილი "ინტერპრესნიუსის" ცნობით. მისივე მტკიცებით, მიხეილ ყაველაშვილის "შეწყალება ძირითადად მსუბუქი დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულ პირებს შეეხო“.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ