ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა — რა გავიგეთ
21 იანვარს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე უწყვეტ პროტესტზე და "ქართული ოცნების" მხრიდან გადადგმულ პროტესტის გამომწვევ ნაბიჯებზე.
დებატებში სიტყვით გამოვიდნენ შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარი მაგნუს ბრუნერი, ევროპარლამენტარები — რასა იუნკევიჩიანე, ტობიას კრამერი, მალგორზატა გოშიევსკა, ტიერი მარიანი, რიჰარდს კოლსი, მარი ლუაზო, რაინიე ვან ლანშოტი და სერგეი ლაგოდინსკი.
მაგნუს ბრუნერი შეეხო აქციის უკანონოდ დაკავებული მონაწილეების საკითხს — ევროკომისრის განცხადებით, იმ სამართალდამცავების მიმართ, რომლებიც ადამიანებზე ძალადობაში მონაწილეობდნენ, არც ერთი ბრალდება არ არის წაყენებული.
"ბევრი დაკავებული პატიმრობაში რჩება და სისხლის სამართლით გასამართლება ემუქრებათ, თუმცა დღემდე სამართალდამცავი ორგანოების არცერთი წარმომადგენლის მიმართ ბრალდება წაყენებული არ არის პროტესტების ძალადობრივი დარბევებისა და დაკავებული დემონსტრანტების წამების სერიოზული ბრალდებების მიუხედავად, რაც საქართველოს ომბუდსმენმა გააჟღერა.
მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მოვუწოდებთ ოფიციალურ პირებს, სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განმუხტონ. უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ, ძალადობის აქტები უნდა გამოიძიოს და ანგარიშვალდებულება უნდა იყოს სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში", — განაცხადა ბრუნერმა.
რასა იუკნევიჩიანემ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რაც თვითდანიშნული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს.
"მამაცი ქართველები 50 დღეზე მეტია აპროტესტებენ თავიანთი ევროპული მომავლის მოპარვას მიუხედავად ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან სისასტიკისა და ძალადობისა. სხვათა შორის, ქუჩაში გამოსული ადამიანები მათ "კრემლის ოცნების" "რუსეთის ოცნების" პარტიას ეძახის. მაშინ, როცა ქართველები იბრძვიან ევროპული გზისთვის, ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ მკაფიო ჩვენს მხარდაჭერაში: პირველი, ქართველი ხალხის ერთადერთი ნამდვილი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული თანამდებობის პირი არის სალომე ზურაბიშვილი, მეორე — ქართული ოცნება და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რაც მოახდენს თვითდანიშნული ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაციას", — აღნიშნა რასა იუკნევიჩიანემ.
ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ ირაკლი კობახიძესა და მიხეილ ყაველაშვილს მიმართა და მოუწოდა, არჩევნები ხელახლა ჩაატარონ.
"ქართველების დემოკრატიული მომავლის შესახებ ოცნება თანხვედრაშია ევროპულ ოცნებასთან. და ეს არის საქართველოს ნამდვილი ოცნება, მაგრამ პარტია, რომელიც საკუთარ თავს ქართულ ოცნებას ეძახის, თავისი ძალაუფლების სრულ ძალას იყენებს, რათა გაასამართლოს ჟურნალისტები, თავს დაესხას მშვიდობიან დემონსტრანტებს და ოპოზიციის წევრებს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ სასტიკად დაესხნენ თავს.
ასე რომ, ვკითხულობ: ირაკლი კობახიძევ და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესაკალაციისთვის? თქვენს ხალხს მხოლოდ ერთი რამ სურს — არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ პირობებში. და ეს უნდა მისცეთ მათ. ეს არის უფლება, რომლისთვისაც იბრძვიან და არ უნდათ რომ აწამონ", — განაცხადა ლაგოდინსკიმ.
ანალოგიური იყო მოთხოვნები, რომლებიც რაინიე ვან ლანშოტმა, ტობიას კრამერმა, მალგორზეტა გოშიევსკამ, მარი ლუაზომ და რიჰარდს კოლსმა გააჟღერეს. თითოეულმა მათგანმა მოუწოდა ევროკომისიას, სანქცირების საკითხში უფრო მოქნილი და მკაფიო იყოს.
ტრადიციულად, განსხვავებული აზრი გამოთქვა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა. ფრანგი ევროპარლამენტარის სიტყვებით, "საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება".
"ბრიუსელმა მეტი უნდა გააკეთოს — ეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა. მაგრამ რატომ უნდა მოვახდინოთ გავლენა სუვერენული ხალხის დემოკრატიულ გადაწყვეტილებაზე? ჩვენ ერებს შორის ურთიერთპატივისცემა გვჭირდება. საქართველოში ძალაუფლება ხალხს აქვს. 20 დეკემბერს გამოქვეყნდა დასკვნა საქართველოს შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ უცხოური ჩარევა არ ყოფილა. ჩარევას ბრიუსელი აძლიერებს. მაგალითად, იქ ბევრი პოლიციელი დაშავდა და ბრიუსელი ქაოსის მონაწილეა. ეს თავისუფალი ქვეყანაა. საქართველოს სურს ევროპა, რომელიც მათ არჩევანს პატივს სცემს. საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება", — განაცხადა მარიანიმ.
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები