ნათია მეზვრიშვილი: მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში
მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში. გარდა ამისა, მზია ამაღლობელი რეციდივისტია? მოწმეებს ემუქრება? მტკიცებულებებს ანადგურებს? სადმე გარბოდა?, – ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი და შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებასა და პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი რეჟიმის უკანონო პატიმარია და სხვა პატიმრებთან ერთად უნდა გათავისუფლდეს.
"კანონში წერია, რომ დანაშაულია პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. რასაც ოცნების პროპაგანდა გადმოსცემს და რასაც მზია ამაღლობელს ედავებიან, არ არის ეს და არ არის ამიტომ:
დაუკვირდით სიტყვებს "პოლიციელი', "თავდასხმა", "სამსახურებრივი საქმიანობა". პოლიციელია ის, ვინც კანონს ასრულებს, საზოგადოებრივ წესრიგს იცავს, დანაშაულს და სხვა სამართალდარღვევას აღკვეთს. ეს საქმიანობაა პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობა. ორი დღეა ბათუმის მოვლენებს უყურებთ. რომელი ნახეთ აქედან?
28 ნოემბრიდან დღემდე არც ერთი ზემოაღნიშნულ მიზნით პოლიცია არ მოქმედებს. მეტიც, პოლიციას საერთოდ არ აქვს რაიმე მიზანი. მიზანი აქვს ივანიშვილს — ადამიანების დასჯა განსხვავებული აზრის გამო და ამ მიზნის მიღწევაში პოლიცია ინსტრუმენტია. თითქმის ორი თვეა სადამსჯელო ოპერაცია მიდის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში — ადამიანებს უმიზეზოდ, უკანონოდ აკავებენ და სამაგალითოდ სცემენ. შემდეგ ივანიშვილის სხვა ინსტრუმენტები — პროკურატურა და სასამართლო ამ ხალხს უკანონოდ აპატიმრებს.
იგივე ხდება ორი დღეა ბათუმში კანონის ჩარჩოდან გასული, პოლიციის ფორმიანები (და არა პოლიციელები ზემოაღნიშნული გაგებით) უმიზეზოდ და უკანონოდ აკავებენ ადამიანებს, უზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას. შემდეგ სასამართლო დემონსტრაციულად აპატიმრებს.
ამით იმის თქმა მსურს, რომ ქვეყანაში არც სამართალია, არც წესრიგია, არც კანონია. ივანიშვილი ყოველდღე ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ინსტიტუტი თავად არის, დანარჩენი ყველაფერი მისი მომსახურე პერსონალია. დაუკვირდით რა უქნა სასამართლოს, რას უშვება პოლიციას, რას უშვება საჯარო სამსახურს. ადამიანებს ბოლომდე დააკარგვინა სამართალდამცავების და მართლმსაჯულების რწმენა. პოლიციელები ხალხს სცემენ, აგინებენ, სპეცრაზმი არაფხიზელ მდგომარეობაში დადის, სამართალდამცავები "ბლატაობენ", "კაჩაობენ", მოსამართლეები ქეიფისთვის სახეს კარგავენ.
და ამ რეალობაში, სადაც კანონი და სამართალი არავისთვისაა, "კანონი და სამართალი" მხოლოდ მზია ამაღლობელისთვის უნდა იყოს? ან ეს რანაირი კანონი და სამართალია. და ვინც თვლით რომ არის, სად არის იგივე კანონი და სამართალი ნიღბიანი ზონდერების მიმართ, მოძალადე პოლიციელების მიმართ, ივანიშვილის მიმართ? რატომ ვერ პოულობენ ამ კანონს და სამართალს უკანონო პატიმრების მშობლები?
რაც შეეხება "თავდასხმას" — სულ რომ დავაიგნოროთ ის რაც ზემოთ დავწერე და მხოლოდ „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებს დავეყრდნოთ, ეს არ არის თავდასხმა — ეს იცის პროკურორმაც და მოსამართლემაც. თუ რამეა, ეს არის სახეში ხელის გარტყმა და ისიც, თუ მოქალაქე დგებუაძეს ეტკინა. აუცილებლად ჰკითხეთ თუ ეტკინა და რას ფიქრობს — ნიღბიანი ზონდერების მიერ ნაცემ-ნაწამებ მოქალაქეებს თუ ეტკინათ?
მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში. გარდა ამისა, მზია ამაღლობელი რეციდივისტია? მოწმეებს ემუქრება? მტკიცებულებებს ანადგურებს? სადმე გარბოდა?
სინამდვილეში ასეთი საქმეები წყდება. მითუმეტეს, წყდება, როცა ყველაფერი ის უძღვის წინ, რაც ზემოთ დავწერე.
ამიტომ არის მზია ამაღლობელი რეჟიმის უკანონო პატიმარი და ამიტომ უნდა გათავისუფლდეს სხვა პატიმრებთან ერთად.
ძვირფასო პოლიციელებო, ქვეყნის ტრაგედიაა ის, რაც თქვენი, პროკურორების, მოსამართლეების მიმართ ხდება და მე ეს ძალიან მტკივა. ვისაც სახელმწიფო და წესრიგი ესმის, შეუძლებელია არ აღშფოთდეს. მაგრამ მზია ამაღლობელის "სამაგალითო დასჯით" თქვენი რეპუტაცია ვერ აღდგება, თქვენდამი ნდობა ვერ დაბრუნდება. ეს რეპუტაცია დაგინგრიათ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა და აღდგება მხოლოდ რეჟიმის გასტუმრებით. დიდი შრომა გველის წინ, მაგრამ ერთხელ ეს გაგვიკეთებია და მეორედ კიდევ უკეთესად და ისე გამოვა, რომ ვერც ერთმა ივანიშვილობის მსურველმა ვეღარ დაანგრიოს მომავალში.
თავისუფლება რეჟიმის უკანონო პატიმრებს!
ახალი არჩევნები!", — წერს ნათია მეზვრიშვილი.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები