წყალდიდობის შედეგად დატბორილ ტეხასში ქიმიური საწარმოს აფეთქების საფრთხე გაჩნდა
ფოტო: ABC
აშშ-ში ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი ჰარვი ტეხასისა და ლუიზიანას შტატების მოსახლეობას დღითიდღე ახალ საფრთხეებს უქმნის.
ჰიუსტონიდან 40 კილომეტრში მდებარე ერთ-ერთი ქიმიური ქარხნის მმართველმა კომპანიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ძლიერი წყალდიდობის გამო საწარმოს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, მწყობრიდან გამოვიდა გენერატორი, რის გამოც გაითიშა ქარხნის გაგრილების სისტემა. აღნიშნულ ქარხანაში ინახება ქიმიური ნივთიერებები, რომელსაც მუდმივი გაგრილება სჭირდება, წინაღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია აფეთქება.
როგორც ქარხნის მმართველი კომპანია ამბობს, დიდი ალბათობით, აფეთქება გარდაუვალია და ეს მხოლოდ დროის საკითხია. კომპანიას კატასტროფის თავიდან აცილების საშუალება არ აქვს, რადგან ის ქარხანა ორ მეტრამდე წყალმა დატბორა.
მხოლოდ ჰიუსტონში, რომელიც საფრთხის შემცველი ქიმიური ქარხნიდან 40 კილომეტრში მდებარეობს, 2,3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ქარიშხალი ჰარვი ტეხასის შტატს გასულ კვირას დაატყდა თავს. მსგავსი სიძლიერის ქარიშხალი აღნიშნულ შტატში ბოლო 50 წლის განმავლობაში არ ყოფილა, თუმცა ამაზე ძლიერი ქარიშხალი იყო კატრინა, რომელმაც 12 წლის წინ გადაუარა ნიუ ორლეანსა და აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის სხვა სანაპირო რეგიონებს.
ქარიშხალ ჰარვის თან მოჰყვა ძლიერი ტროპიკული წვიმები, რის გამოც ათეულობით დასახლება დაიტბორა. Fox News-ის ინფორმაციით, 32 ათასი ადამიანი ამ დრომდე საგანგებოდ მოწყობილ თავშესაფრებში რჩება, დაღუპულია რამდენიმე ათეული ადამიანი, მაშველებმა სიკვდილს გადაარჩინეს ასეულობით მოქალაქე.
როგორც ტეხასის გუბერნატორი გრეგ ებოტი ამბობს, შტატს, ქარიშხლის შედეგების აღმოსაფხვრელად, ფედერალური ბიუჯეტიდან $125 მილიარდი დასჭირდება.
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები