საწარმო Aroma Light — სიმყუდროვე და სურნელოვანი პროდუქცია ყველა გემოვნებისთვის
საშობაო ბაზრობები, რომლებიც დეკემბერსა და იანვარში ყოველწლიურად იმართება, ქართული საწარმოებისთვის გამორჩეული შანსია, საკუთარი პროდუქცია ფართო საზოგადოებას წარუდგინონ.
ამის მიუხედავად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე არაერთმა ქართულმა საწარმომ თქვა უარი საშობაო ბაზრობაში მონაწილეობაზე, რათა სოციალური პასუხისმგებლობა გამოეხატათ. ერთ-ერთი ასეთი სტარტაპია Aroma Light, რომელიც ქართულ ბაზარზე მოთხოვნად დეკორატიულ პროდუქტებს გვთავაზობს: სურნელოვანი სანთლებს, არომატიზატორებსა და ეთერზეთებს.
თავისთავად, მსგავსი გადაწყვეტილება ახლად შექმნილ საწარმოს აფერხებს, თუმცა Aroma Light-ისა და სხვა მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად ექსტრა და საქართველოს ბანკი გაერთიანდნენ.
Aroma Light ანსაკუთრებული პირობებით ისარგებლებს: საკუთარ პროდუქციას იგი საკომისიოს გარეშე განათავსებს ექსტრაზე და უფასო საკურიერო მომსახურებით ისარგებლებს. ამ პლატფორმაზე Aroma Light "მხარდაჭერისთვის" კატეგორიიდან არის ხელმისაწვდომი, ხოლო ინიციატივაში საკუთარი საწარმოს ჩართვას კი ამ ბმულიდან შეძლებთ.
რას აკეთებს Aroma Light
Aroma Light-ის მთავარი მისია ჩვენს სახლებში სიმყუდროვის შემოტანაა. მათ ასორტიმენტში არაერთი პროდუქტი გვხვდება, იქნება ეს სანთლები, არომატიზატორები თუ ეთერზეთები. გუნდს სწორედ ესთეტიკური თუ რელაქსაციისთვის განკუთვნილი პროდუქტების პოპულარიზება სურდა.
"[პროდუქტებს] ზოგი მედიტაციისთვის იყენებს, ზოგი დეკორისთვის, ზოგი უბრალოდ იმისთვის, რომ ოთახში სასიამოვნო სურნელი იყოს და ჩვენც ვიფიქრეთ, რომ ეს არის ის პროდუქტი, რომელიც ყველანაირი ასაკისა და ყველანაირი გემოვნების ადამიანის სურვილებს დააკმაყოფილებს", — გვეუბნება ლანა წივილაშვილი, სტარტაპის დამფუძნებელი და მენეჯერი — "ზოგადად, ძალიან მოგვწონს ყველაფერი, რაც სიმყუდროვესთან ასოცირდება, ყველაფერი, რაც დეკორთან და ესთეტიკასთან არის დაკავშირებული".
ლანას თქმით, სანთლები სხვადასხვა დიზაინითა თუ მორთულობით, მათ შორის ქართული ორნამენტებითაც, არის ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე თემატურად ჭარბობს საახალწლო პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ თითოეულ პროდუქტს სხვადასხვანაირი, "მდგრადი და გამყოლი სურნელი" აქვს.
გარდა ჰაერის დამატენიანებელი არომატიზატორებისა, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადი აღმოჩნდა, Aroma Light ეთერზეთებსაც ყიდის. სურნელის მხრივ ისინი ასევე გამოირჩევა მრავალფეროვნებით:
"დავიწყეთ მცენარეული ეთერზეთების დამზადება სხვადასხვა სურნელით და ძალიან დიდი ასორტიმენტი გვაქვს. იქნება ეს ვანილი, ლავანდა თუ დარიჩინი, ეს უკვე მომხმარებლის სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული", — ამბობს ლანა.
სტარტაპის გამოწვევები და დახმარების ხელი
ლანამ გვითხრა, რომ ქართულ ბაზარზე სანთლებისა და არომატული პროდუქტების მოთხოვნა საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. შესაბამისად, დიზაინის კუთხით ასორტიმენტის დამატებით გამდიდრება სურთ, თუმცა, როგორც საქართველოში მომუშავე დამწყებ ბიზნესს, Aroma Light-ს ჯერ სხვა გამოწვევები აქვს გადასალახი.
"ჩვენ, როგორც სტარტაპებს, გვჭირდებოდა ცნობადობის ამაღლდება და ჩვენი დამზადებული პროდუქციის რეალიზება. ამისთვის ვგეგმავდით სხვადასხვა საშობაო ბაზრობაში მონაწილეობას. ერთ-ერთი ასეთი გამოფენა 15 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო სასტუმრო ბილტმორში, სადაც ჩვენთვის განკუთვნილი სტენდი გვექნებოდა. აქ გვინდოდა ჩვენი პროდუქციის რეალიზება, თუმცა დაახლოებით მაგ პერიოდში ჩვენ თვითონ განვაცხადეთ უარი".
ლანამ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე მოვლენებით ახსნა. მისი თქმით, გუნდის ყველა წევრი — სოციალური მედიის მენეჯერი იქნება ეს, ბუღალტერი თუ კურიერი — აქტიურად ჩაერთო პროტესტში და საშობაო ბაზრობებში მონაწილეობაზეც უარი თქვეს.
თავისთავად, ამან ახლად შექმნილ საწარმოს შემოსავლის მიღების შანსი წაართვა. Aroma Light-ის გუნდმა იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ სად შეიძლება განეთავსებინათ გასაყიდი პროდუქტები. განიხილავდნენ ისეთ პლატფორმებსაც, როგორიცაა ექსტრა.
"მაგ დროს დავდექით ისეთი პრობლემის წინაში, რომ ცნობადობის ამაღლება უკვე მხოლოდ სოციალური ქსელების მეშვეობით გვიწევდა და ამ კუთხით ექსტრა და საქართველოს ბანკი გვერდში დაგვიდგა. საჭირო დროს, საჭირო მომენტში, გამოჩნდნენ მცირე მეწარმეების დასახმარებლად", — ამბობს ლანა — "რაც უფრო მეტ ადგილას შეხვდება მომხმარებელს ჩვენი პროდუქტი, მით უფრო დაგიმახსოვრებს. ძალიან დიდი მხარდაჭერაა ეს ჩვენთვის, როგორც ფინანსურად, ასევე იმისთვის, რომ ხალხმა გაგვიცნოს".
უფრო ზუსტად, Aroma Light-ს ექსტრაზე რეგისტრაციის საშუალება ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე მიეცა. გარდა ამისა, ეს პლატფორმა და საქართველოს ბანკი მომხმარებლებს წახალისების მიზნით მეტ PLUS ქულას, ასევე ვერიფიკაციის შემდგომ ფასდაკლებას, სთავაზობენ. შედეგად, ლანას თქმით, მათ ექსტრადან ონლაინგაყიდვები დაემატათ. შესაბამისად, ბიზნესი ფუნქციონირებას არ წყვეტს.
Aroma Light-ის გუნდი ფიქრობს, რომ მათი სტარტაპის განვითარებისთვის ქვეყნისა და ეკონომიკის, მათ შორის ლარის ვალუტის, სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მათი აზრით, შეუძლებელი იქნება ისეთ გარემოში მუშაობა და რაიმეს შექმნა, სადაც გაჭირვება საშუალო ზღვარს სცდება.
"უნდა ჰქონდეთ ადამიანებს საშუალება, რომ თავიანთი თავისთვის ან თუნდაც სხვისი საჩუქრისთვის ჰქონდეთ იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ესა თუ ის პროდუქცია შეიძინონ", — გვეუბნება ლანა.
Aroma Light საბოლოოდ იმედს მაინც არ კარგავს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ სხვა ქართველი მეწარმეების კვალდაკვალ ჩაფიქრებულ მიზანს მიაღწიოს. გუნდის მხარდაჭერას ექსტრას პლატფორმაზე ამ ბმულიდან შეძლებთ, ხოლო ინიციატივაში ჩართულ სხვა მეწარმეებს კი აქედან იხილავთ.
ექსტრა და საქართველოს ბანკი მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. პროექტის ფარგლებში, extra მცირე მეწარმეებს პლატფორმას განსაკუთრებული პირობებით უთმობს. 19 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით extra.ge-ზე:
• სრულიად უქმდება პლატფორმაზე რეგისტრაციისა და პროდუქტის გაყიდვის საკომისიო მცირე მეწარმეებისთვის;
• extra.ge უზრუნველყოფს მიტანის უფასო სერვისს;
• მომხმარებლების წახალისების მიზნით, ისინი, ვინც ვერიფიკაციას გაივლიან, დამატებით 15%-იანი (მაქს.150ლ) ფასდაკლების კოდით ⭐️SAVE15⭐️ ისარგებლებენ;
• საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას (გარდა AmEx-ის საკრედიტო ბარათისა), მომხმარებლები დააგროვებენ 10 ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქს. 20 000 ქულა)
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა

კომენტარები