გურამ მაჭარაშვილი "გლობალური ომის პარტიისგან" დასანქცირებას ითხოვს
მე არამარტო გულდაწყვეტილი, არამედ გაბრაზებულიც ვარ, რომ რა ვერ მოვახერხე ისეთი და რა სიმართლე ვერ ვთქვი, რომ უცხოური გავლენის და "გლობალური ომის პარტიისგან" სანქცია ვერ დავიმსახურე — რაღა უნდა გავაკეთო ისეთი განცხადება თუ ქმედება, რომ მეც მომაყოლონ რაიმე ტიპის სანქციაში, — ამის შესახებ ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მშვიდობასა და სუვერენიტეტზეა საუბარი, შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით "პატივიც" კი იყოს "ასეთი უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები".
"ძალიან სიმბოლურია, რომ პატიმარ სააკაშვილს, რომელიც არამხოლოდ ქართული მართლმსაჯულების, არამედ საერთაშორისო სასამართლოს მიერ არის ცნობილი დამნაშავედ, ადამიანის უფლებების დაცვისთვის მისცეს პრემია და ვახტანგ გომელაურის მიმართ, რომელმაც ევროპულ დონეზე უფრო მაღლა დაიცვა აქციაში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, სანქციები გამოიყენეს. ანუ, სააკაშვილს, რომელმაც მშვიდობიანი აქციის დროს პირდაპირ დახოცა ადამიანები, ევროპიდან გადასცეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ჯილდო და მაშინ, როდესაც პოლიციელებს პირდაპირ კლავდნენ პიროტექნიკით რადიკალი აქციის მონაწილეები, პოლიციელები ითმენდნენ და აბსოლუტურად პროპორციული ძალით ცდილობდნენ აქციის კონსტიტუციურ ჩარჩოში მოქცევას, მასზე სანქცია დაუშვეს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მშვიდობასა და სუვერენიტეტზეა საუბარი, შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით პატივიც კი იყოს ასეთი უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები. მაგალითად, მე არამარტო გულდაწყვეტილი, არამედ გაბრაზებულიც ვარ, რომ რა ვერ მოვახერხე ისეთი და რა სიმართლე ვერ ვთქვი, რომ უცხოური გავლენის და "გლობალური ომის პარტიისგან" სანქცია ვერ დავიმსახურე. რაღა უნდა გავაკეთო ისეთი განცხადება თუ ქმედება, რომ მეც მომაყოლონ რაიმე ტიპის სანქციაში. რატომ? — იმიტომ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობისთვის და შენი ხალხისთვის რომ იბრძვი, ასეთი ტიპის უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები ჩემთვის ნამდვილად პატივი იქნებოდა იმიტომ, რომ ახლა ისტორია იწერება. ეს ისტორია გაგრძელდება, თუმცა ერთი თვის განმავლობაში დავინახავთ, რომ მსოფლიო პოლიტიკა აბსოლუტურად შეიცვლება", — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა "ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და ისინი "გლობალური მაგნიტსკის" სიაში შეიყვანა.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები