ვის აქვს დიპლომატიური პასპორტი? — ჩამონათვალი
"დღეს ჩვენ შევთანხმდით, საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საჭიროებაზე და ევროკომისია წელსვე გააკეთებს განაცხადს ამის თაობაზე" - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
დღეს, 16 დეკემბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე შეთანხმდნენ, ევროკომისია კი ამაზე წინადადებას წელსვე წარადგენს.
კალასის განცხადების ფორმულირება იძლევა იმგვარი წაკითხვის შესაძლებლობას, რომ უვიზო მიმოსვლა უჩერდებათ პირებს, რომლებიც დიპლომატიურ პასპორტს ფლობენ და ეს შეზღუდვა ვრცელდება ამ პირების სხვა, არადიპლომატიურ დოკუმენტაციაზეც - თუმცა, ეს ჯერ დანამდვილებით არ ვიცით და ნიუანსირებული არ არის.
ამასთან, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც ქართული ოცნების რეჟიმთან დაკავშირებულები არ არიან, მაგრამ დიპლომატიურ პასპორტს ფლობენ: მაგალითად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
2015 წელს მიღებული კანონით “სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” და მომდევნო წლებში მიღებული დადგენილებებით, დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება აქვთ შემდეგ პირებს:
- პრეზიდენტსა და მის მეუღლეს
- პარლამენტის თავმჯდომარესა და მის მეუღლეს
- პრემიერ-მინისტრსა და მისი მეუღლეს
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს
- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს
- პარლამენტის წევრებს
- მინისტრებსა და სახელმწიფო მინისტრებს, მათ პირველ მოადგილეებსა და მოადგილეებს, საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლეს
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს;
- გენერალურ პროკურორს
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს - გენერალურ აუდიტორს;
- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს;
- სახალხო დამცველს;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს;
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს;
- ბიზნესომბუდსმენს;
- უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების წევრებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და წევრებს, სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებს;
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტს;
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს;
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს,პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, პრეზიდენტის მრჩევლებსა და თანაშემწეებსპრეზიდენტის სამდივნოს უფროსს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლისდეპარტამენტის უფროსსა და ამავე დეპარტამენტის მოხელეებს;
- მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, მთავრობის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსებსა და მათ მოადგილეებს, პრემიერ-მინისტრის მრჩევლებს, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, მთავრობის საპარლამენტო მდივანს, მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსსა და ამავე სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს;
- პარლამენტის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეებს, პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების აპარატების უფროსებს, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსსა და მის მოადგილეს;
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ქორეპისკოპოსს, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველსა და საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის „მომლოცველთა სამსახურის“ დეპარტამენტის თავმჯდომარეს;
- თავდაცვის ძალების მეთაურს;
- ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებს, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეებსა და უმაღლესი საბჭოების წევრებს;
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს;
დაზვერვის სამსახურის უფროსს; - საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფ თანამშრომლებს, საქართველოს საპატიო კონსულებს, დიპლომატიურ კურიერებს, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორსა და მეკავშირე პროკურორის დამხმარეს, თავდაცვის ატაშეებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომერციულ ატაშეებს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეებსა და მეკავშირე ოფიცრებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების ატაშეებსა და მეკავშირე ოფიცრებს, როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული ზემოაღნიშნული პირების (გარდა საქართველოს საპატიო კონსულებისა და დიპლომატიური კურიერებისა) მეუღლეებს, არასრულწლოვან შვილებს, გერებსა და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფ პირებს;
- თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების არაუმეტეს 15 თანამშრომელს, დაზვერვის სამსახურის არაუმეტეს 30 თანამშრომელს, შესაბამისი უწყების წარდგინების საფუძველზე;
- შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 50 თანამშრომელს;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის არაუმეტეს 50 თანამშრომელს;
სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; - უცხოეთის სახელმწიფოებში, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლებს, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელით მომუშავე პირებს, რომელთაც აქვთ დიპლომატიური სტატუსი, ხოლო, თუ ეს პირები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ცხოვრობენ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ მეუღლეებს, არასრულწლოვან შვილებს, გერებსა და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფ პირებს, აგრეთვე, საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სახელით დანიშნულ მოსამართლეებს;
- ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს;
- უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს, რომლებიც არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები