17 დეკემბერს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებული დებატები ჩაინიშნა
სამშაბათს, 17 დეკემბერს, ევროპარლამენტში, საქართველოში მშვიდობიანი პროევროპული დემონსტრანტების დარბევასთან დაკავშირებით, დებატები ჩაინიშნა. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებაშიც იყო ნათქვამი, რომელიც 10 დეკემბერს გამოქვეყნდა.
10 დეკემბრის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ქართული ოცნების მოქმედებამ გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და დამატებით ზომებს ევროკავშირი მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე განიხილავს, რომელიც 16 დეკემბერს გაიხსნება.
"თითქმის ორი კვირაა, რაც ქართველი ხალხი თავის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების დავისას პოლიციის მხრიდან სასტიკ და უკანონო ძალის გამოყენებას აწყდება. აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის ლიდერების თვითნებური დაკავება გრძელდება, მედიის წარმომადგენლები სამართალდამცავი ორგანოების და არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების სპეციალური სამიზნეები არიან.
400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 300-ზე მეტი კი ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია, ბევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის შემაშფოთებელი ცნობები მიუთითებს მძიმე ძალადობაზე, რაც იწვევს სარწმუნო შეშფოთებას იწვევს წამება და არაადამიანურ მოპყრობა. მიუხედავად ამ ცნობებისა, ჯერჯერობით არცერთი პოლიციელი ან არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენელი არ დასჯილა.
ევროკავშირი გმობს ამ რეპრესიულ ქმედებებს მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ და მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა დაკავებული პირი. ევროკავშირი მოითხოვს შეწყვიტოს ფართოდ გავრცელებული დაშინება, პოლიტიკური დევნა, წამება და მოქალაქეების არასათანადო მოპყრობა. ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, უნდა იყოს დაცული და საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდება სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული. მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, გააგრძელონ საქართველოში ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევების დოკუმენტირება.
ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას მდგომარეობის დეესკალაციისკენ და დაასრულოს ის გარემოება, რაც ასე ძვირად უჯდება ქართველ ხალხს. ძალადობა არ არის პასუხი მომიტინგეების მოთხოვნებზე, რომლებსაც საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი სურთ.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ქართული ოცნების მოქმედებამ გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. მუდმივმა დემოკრატიულმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლოდროინდელმა რეპრესიულმა საშუალებებმა გავლენა მოახდინა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ევროკავშირი დამატებით ზომებს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე, 16 დეკემბერს განიხილავს.
ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს?", — ნათქვამია 10 დეკემბერს გავრცელებულ წერილში.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები