ირაკლი ალასანია

1 Dec. 2024, 22:46

"ათი წლის წინ გავაკეთე მკაფიო პოლიტიკური შეფასება ქვეყნის საგარეო კურსის საფრთხეში ყოფნის შესახებ, რომელიც მაშინ ასე საყოველთაოდ თვალსაჩინო არ იყო, როგორი აქტუალურობაც შეიძინა დღეს.

რვა წლის წინ დავტოვე პოლიტიკა და ვცდილობ არ ჩავერიო პოლიტიკურ პროცესებში, თავს ვარიდებ საჯარო განცხადებებს.

ვინც მიცნობთ, იცით, მთელი შეგნებული ცხოვრება სუფთა ხელებით ვემსახურე სახელმწიფოს ომშიც და მშვიდობიან დროსაც. ჩემი წვლილი შევიტანე განვითარებული ევროპული სახელმწიფოების გვერდით საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში.
გამოცხადებულმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ ევროპასთან მოლაპარაკების შეჩერების შესახებ და ახალგაზრდების და სამართლიანი პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ არაადამიანურმა ძალადობამ, რასაც პროცესები შეუქცევადი, უარესი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს, მაიძულა კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი პოზიცია:

ხალხის ხმის ძალადობრივი ჩახშობა მიუღებელია. ბრძოლა ევროპული მომავლისთვის არა მხოლოდ ერთადერთი პრაგმატული გზაა, არამედ მორალურიც იმ ათასობით ღირსეული მოქალაქის ხსოვნის ერთგულებისთვის, ვინც სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას, მათ წინაშე ვალდებული ვართ დავიცვათ ხალხის ნება და ქვეყნის განვითარების გზა.

სახელმწიფოს მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ სანდო და ერთგულ პარტნიორებთან ერთად და არა მათთან ურთიერთობის გაწყვეტით, სამოქალაქო დაპირისპირების არიდება შეიძლება მხოლოდ ხალხის ხმის გაგონებით და არა ხალხთან ძალადობრივი დაპირისპირებით.

დღეს მთელ მსოფლიოში იგრძნობა პოლიტიკური დაძაბულობა. ვისურვებ, გონიერებით, მტკიცე რწმენით და სიფრთხილით გაიაროს ჩვენმა ქვეყანამ გზა თავისუფლებისკენ.
გამარჯვება საქართველოს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რომელ ტელევიზიას რამდენი კომერციული შემოსავალი ჰქონდა 2025 წელს?
  2. გუდაურში იტალიელი ტურისტი დაიღუპა
  3. ხელისუფლების არაღიარების შემთხვევაში ვის შეიძლება დაემუქროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა? — ინტერვიუ ნიკა სიმონიშვილთან
  4. ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულ ჟურნალისტ ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს
  5. გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მშობლები 6 წლამდე მიუღწეველი ბავშვების სკოლაში მიღების აკრძალვას აპროტესტებენ

მშობლები "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც 15 სექტემბრის შემდეგ…