რატომ დააკავეს 5 ოპოზიციონერი ოკუპირებულ აფხაზეთში? — ბოლო ცნობები
12 ნოემბრის ღამით ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ვა-ბანკზე წავიდა და ოპოზიციონერების დაპატიმრება დაიწყო.
ვინ დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში?
დადასტურებული ინფორმაციით, დაკავებულია 5 ოპოზიციონერი: ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია. ისინი გუდაუთიდან, საზოგადოებრივი შეკრებიდან ბრუნდებოდნენ, როცა დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. ოპოზიციონერების დაკავებიდან საათზე ნაკლებ დროში, ადგილზე ასობით ადამიანი მივიდა. შეკრებილებსა და ძალოვნებს შორის დრო და დრო მდგომარეობა იძაბებოდა და შეხლა-შემოხლა იყო.
მოსახლეობამ, უკანონოდ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, სოხუმისკენ მიმავალი გზები და გუმისთის და კოდორის ხიდები გადაკეტა.
ქვემო ეშერი
რა გახდა 5 ოპოზიციონერი დეპუტატის დაკავების მიზეზი?
როგორც დაკავებული ოპოზიციონერების მხარდამჭერები აცხადებენ, დაკავებების მიზეზი ის გახდა, რომ ოპოზიციონერები რუსულ-აფხაზური "საინვესტიციო ხელშეკრულების" რატიფიცირებას ეწინააღმდეგებიან, რომლის რატიფიცირებასაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 15 ნოემბერს გეგმავს.
ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ინვესტორი რვა წლით თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, ასევე კორპორაციული ქონების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადისგან. დამატებითი ღირებულების გადასახადი კი ინვესტორისთვის მხოლოდ 5% იქნება. ოკუპირებულ აფხაზეთში აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი მიიჩნევს, რომ პროექტის საზიანო იქნება ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკისთვის და საფრთხეს შეუქმნის მის უსაფრთხოებას.
12 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ, ტელეგრამ-არხით გავრცელდა აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის, ადგურ აგრბას ვიდეომიმართვა. მისი თქმით, დაკავებულებმა 10 ნოემბერს, ე.წ. პარლამენტის სხდომაზე "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" კანონპროექტის განხილვის შემდეგ, ე.წ. პარლამენტის ეზოში ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს, რასაც თან ახლდა უცენზურო ლანძღვა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ოპოზიციური "სახალხო მოძრაობის" ლიდერის, ადგურ არძინბას განცხადებით, ასლან ბჟანიამ ოპოზიციონერებს ექსტრემისტები უწოდა და ამ დაკავებებით ხალხის დაშინებას ცდილობს.
"თქვენ ყველა მოწმე ხართ, როგორ დააკავეს ჩვენი თანამებრძოლები დღეს. ეს არის ორი ყოფილი პარლამენტის წევრი, იურისტი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, სპორტსმენი და პატრიოტი.
ასლან ბჟანიამ, სამწუხაროდ, შსს-ში სიტყვით გამოსვლისას შემდეგი ფრაზა წარმოთქვა - მან ყველას — ჩვენი ქვეყნის უზარმაზარ ნაწილს — ექსტრემისტები უწოდა. შევარდნაძე ჩვენს მამებს ომის დროს სეპარატისტებს უწოდებდა, დღეს ჩვენს მიწაზე ექსტრემისტები გავხდით.
რის საფუძველზე აკავებენ პოლიტიკურ მოღვაწეებს? უფრო მეტიც, დაკავების სტილი ისე ხდებოდა, თითქოს განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები იყვნენ დაკავებულები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სასაუბროდ რომ მიეწვიათ, თვითონ მოვიდოდნენ.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ ლეგიტიმაციის სრული არარსებობის გაცნობიერებით, ასლან ბჟანიამ გადაწყვიტა ვიღაცის შეშინება ასეთი ვითომ დამაშინებელი მეთოდებით, მაგრამ ამას ყოველთვის საპირისპირო ეფექტი ჰქონდა აფხაზეთში", — განაცხადა ადგურ არძინბამ.
12 ნოემბერს გვიან ღამით, ასლან ბჟანიამ "უშიშროების საბჭოს" საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც "უშიშროების ძალების" ხელმძღვანელებმა "უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს".
ბოლო ინფორმაცია
ბოლო ინფორმაციით, გადაკეტილ კოდორის ხიდთან მივიდნენ დეპუტატი ბესლან ემურხბა და ოჩამჩირის რაიონის გამგებელი ბესლან ბიგვავა და აქციის მონაწილეებს გზის გახსნა მოსთხოვეს, სანაცვლოდ შეკრებილებს დაკავებულების გათავისუფლებას დაჰპირდნენ, რის შემდეგაც პროტესტანტებმა ხიდზე ბარიკადი მოხსნეს. ამ დროისთვის, კოდორის ხიდი გახსნილია.
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები