აშშ-ს მოთხოვნით, კატარი დოჰადან "ჰამასის" ლიდერების გაძევებას დათანხმდა
კატარი აშშ-ს მოთხოვნას დათანხმდა და მომდევნო კვირების განმავლობაში ქვეყნიდან პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ლიდერებს გააძევებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, 2 კვირის წინ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა, ჰამას-ისრაელის ომის შეჩერების მიზნით, კატარელ კოლეგებს განუცხადეს, რომ მათ დედაქალაქ დოჰაში ჰამასის ლიდერებისთვის თავშესაფრის მიცემა უნდა შეეწყვიტათ. როგორც CNN ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, კატარი წინადადებას დათანხმდა და ჰამასი ამის შესახებ 1 კვირის წინ გააფრთხილა.
"ჰამასი ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელმაც ამერიკელები დახოცა, ამერიკელი მძევლები ჯერ კიდევ რჩებიან მათ ტყვეობაში. მძევლების გათავისუფლების შესახებ არაერთი წინადადების უარყოფის შემდეგ, ჰამასის ლიდერებს აღარ უნდა ჰქონდეთ უფლება, იცხოვრონ აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის დედაქალაქში", — ამბობს ანონიმურმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
როგორც CNN იუწყება, ამის საპასუხოდ ჰამასის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ გავრცელებული ცნობები კატარის მიერ ჰამასის მაღალჩინოსნების ქვეყნიდან გაყრაზე დათანხმების შესახებ უსაფუძვლო და აშშ-ს მხრიდან წნეხის უბრალო ტაქტიკაა.
კატარი ერთ-ერთი მთავარი აქტორია ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში, რადგან ჰამასის ლიდერები დიდი ხანია, სწორედ დოჰაში ცხოვრობენ. ამ მიზეზით, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესები სწორედ კატარის დედაქალაქში იმართება.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ზაფხულში ასევე მოუწოდა კატარს, ჰამასი გაეფრთხილებინა, რომ თუ დაჯგუფება ღაზაში ომის დასრულებაზე შეთავაზებულ ზავს არ დათანხმდებოდა, დოჰას დატოვება მოუწევდა.
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
გადახედვა
-
“ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს “ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
კომენტარები