რატომ უნდა დარეგისტრირდე ინდივიდუალურ მეწარმედ - 5 უპირატესობა
ფოტო: საქართველოს ბანკი
თუკი მცირე ბიზნესის წამოწყებაზე ფიქრობ, ან ხარ ფრილანსერი და ერთჯერად პროექტებზე მუშაობ, ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის უპირატესობების შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე. ინდივიდუალური მეწარმე ფიზიკური პირია, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს, მაგალითად - აქვს მცირე ზომის მაღაზია, არის ფოტოგრაფი, მეღვინე, კურიერი, რეპეტიტორი ან ნებისმიერი სხვა პროფესიისა თუ საქმიანობის წარმომადგენელი.
ამ სტატუსს რამდენიმე უპირატესობა აქვს, როგორც ახალი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის, ისე მათთვის, ვინც მცირე ბიზნესს უკვე მართავს და მის განვითარებაზე ფიქრობს.
1. მარტივი რეგისტრაცია და დაბალი ხარჯები
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის პროცესი სწრაფი და მარტივია. ამისათვის საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს მიმართოს. რაც მთავარია, ეს მეწარმეს შესაძლებლობას აძლევს, საქმიანობა მცირე ბიუროკრატიული ხარჯებით დაიწყოს.
2. მინიმალური გადასახადები და გამარტივებული ანგარიშგება
ინდივიდუალური მეწარმეებისთვის საქართველოში გამარტივებული საგადასახადო წესები მოქმედებს. მაგალითად, მცირე მეწარმეების შემოსავალი თუ წლის განმავლობაში 500,000 ლარს არ აჭარბებს, მხოლოდ 1%-ით იბეგრება, გადაჭარბების შემთხვევაში კი შემოსავალი 1%-ის ნაცვლად მხოლოდ 3%-ით იბეგრება. გარდა ამისა, ინდივიდუალური მეწარმეები იურიდიულ პირებთან შედარებით, მარტივი ფორმატით ავსებენ ფინანსურ ანგარიშებს, რაც ბუღალტერიასა და ადმინისტრაციულ საქმეზე დახარჯულ დროსა და რესურსებს ამცირებს.
3. ფინანსებისა და ოპერაციების სწრაფი მართვა
ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლია, სწრაფად და ეფექტურად მართოს ფინანსები, რადგან საქმიანობა უშუალოდ მეწარმის სახელით ხორციელდება. გარდა ამისა, მეწარმეს შეუძლია, დამოუკიდებლად და სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარ საქმიანობაზე, ამასთან, სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბაზრის მოთხოვნებსა და ცვლილებებზე.
4. შეღავათები და ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე:
ინდივიდუალური მეწარმეების, მათ შორის განსაკუთრებით მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, არაერთი პროგრამა და პროექტი ხორციელდება, მათ შორის ახალი ბიზნესის წამოწყების ან არსებულის გაფართოებისთვის.
5. გათამაშება ინდ. მეწარმეებისთვის
სწორედ ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად, მათი საქმიანობის გაციფრულებისა და დამატებითი ფინანსური რესურსის გაზიარების მიზნით, საქართველოს ბანკი გათამაშებას მართავს.
ინდივიდუალური მეწარმეების გათამაშების ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველდღიური ტრანზაქციების ონლაინ, საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში შესრულებით, 50-დან 50 000 ლარამდე პრიზების მოგების შანსი გაზარდონ.
გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე სამ ეტაპად ხორციელდება. თითოეული ეტაპის ბოლოს მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ 10 000, 500, 200, 100 და 50 ლარის ფულადი პრიზი მიიღონ. ფინალში კი, რომელიც 13 იანვარს გაიმართება, 50 000, 20 000 და 10 000 ლარი გათამაშდება.
აღსანიშნავია, რომ უკვე გამოვლინდა პირველი ეტაპის გამარჯვებულები - ჯამში 1200-ზე მეტმა ინდ. მეწარმემ სხვადასხვა ოდენობის ფულადი პრიზი მიიღო.
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ინდ. მეწარმეს, რომელსაც საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიში აქვს გახსნილი. ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ონლაინ ან ბანკის ფილიალებიდან. გათამაშებაში მონაწილეობისა და ბილეთები დაგროვებისთვის კი საჭიროა ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში ტრანზაქციების შესრულება.
თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში. ჩაერთეთ გათამაშებაში, გაციფრულდით და გაზარდეთ მოგების შესაძლებლობა. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ ბილეთს დააგროვებთ, გამარჯვების შანსიც გაიზრდება.
-
დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
გადახედვა
-
ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი? ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი?
-
უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს
გადახედვა
-
Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა
გადახედვა
-
როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა
გადახედვა
-
ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა
გადახედვა
-
IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს
გადახედვა
-
ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ
-
სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია" პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია"
გადახედვა
-
რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე? რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე?
გადახედვა
-
არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე
გადახედვა
-
კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?" მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
გადახედვა
-
საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან
კომენტარები