გიორგი მარგველაშვილი

4 Nov. 2024, 19:48

"პროტესტი გამოიტანს შედეგს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პროტესტი იქნება ხანგრძლივი, დამქანცველი, თავისი "პიკებით" და ჩავარდნებით. ეს არის ძალიან გრძელი გზა, რომელიც უნდა გავიაროთ და რომელიც ჩვენ უკვე ერთხელ გავიარეთ, როდესაც საბჭოთა საქართველოდან დამოუკიდებელი საქართველო შევქმენით. იმავე პროცესში ვართ ჩვენ ახლა. მე ძალიან მომწონს, რომ პოლიტიკური ლიდერების და საზოგადოების მიერ ნელ-ნელა ხდება იმის გააზრება, რომ ჩვენ საბჭოთა საქართველოდან უნდა მივიღოთ დამოუკიდებელი საქართველო. პოლიტიკურად ეს არის პოლიტიკური მომენტის ადეკვატური შეფასება"

ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა IPN-თან, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ