2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარ ანგარიშებში
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი დასკვნები საკმაოდ კრიტიკულია. ეუთო/ოდირი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა(PACE), ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), თუ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) წინასწარ დასკვნებში სერიოზულ დარღვევებზე ამახვილებენ ყურადღებას.
როგორც მოსალოდნელი იყო, საერთაშორისო საზოგადოების დასკვნებში განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფმა ჯგუფებმა მათთვის სასარგებლო ფრაზები ამოიკითხეს. შესაბამისად, ხელისუფლების მტკიცებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა 2024 წლის ქართული საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასეს, რადიკალურად განსხვავებულ სურათზე საუბრობს ოპოზიცია.
რა წერია საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში
წინასაარჩევნო გარემო - ანუ გაყალბდა თუ არა არჩევნები კენჭისყრის დღემდე?
საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ გარემოს შეფასებას ეთმობა, რაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს წინ უძღვოდა. საერთაშორისო დამკვირვებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არჩევნებისთვის არათანაბარ ვითარებაში ემზადებოდნენ - ხელისუფლების მხარეს იყო არაერთი უპირატესობა, იქნებოდა ეს ფინანსები, მედია თუ კონტროლი საჯარო სექტორზე.
თითქმის ყველა საერთაშორისო მისია მიუთითებს, რომ წინასაარჩევნო გარემოზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა მთავრობის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღებას და ამის პარალელურად სამოქალაქო საზოგადოების მიმართ განხორციელებულ ზეწოლას. განსაკუთრებით ხაზგასმულია საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე განხორციელებული წნეხი.
“ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ზეწოლის შესახებ, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არ შემცირებულა”, — ვკითხულობთ ოდირის დასკვნაში.
NDI-ს დასკვნაში ხაზგასმულია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების შევიწროება და დაშინება ხდებოდა, ისევე როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური ლიდერების მიმართ ძალადობა. შესაბამისად:
“აშკარაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ვერ აკმაყოფილებდა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტურ სტანდარტებს“. — წერია NDI-ს განცხადებაში.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ აგენტების კანონის მიღებამ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უცხოურ აგენტებად მოიხსენიებს, და მისმა კამპანიამ განსხვავებული აზრის დასაშინებლად, "შიშის ატმოსფერო წარმოქმნა“.
როგორც NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და საქართველოში ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა, ნათელია, რომ წინასაარჩევნო გარემო არ პასუხობდა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტურ სტანდარტებს.
"პროცესის სამართლიანობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა დისკრედიტაციის მცდელობებმა, სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავმა კანონმდებლობამ და ამომრჩევლების დაშინების შემთხვევებმა, რაც დამკვირვებლებმა წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს დააფიქსირეს“, — განაცხადა პერ ეკლუნდმა.
კიდევ უფრო მკაცრია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნა, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნო პერიოდის დროს, საქართველოს მთავრობამ “მიმართა უპრეცედენტო პოლიტიკურ და სამართლებრივ ცვლილებებს, რამაც შეზღუდა პოლიტიკური შეჯიბრება”. დასკვნის თანახმად, ამ მანიპულაციამ ხმის მიცემამდე დიდი ხნით ადრე არათანაბარი საარჩევნო პირობები შექმნა. IRI აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პერიოდისას, განსაკუთრებით კი არჩევნების წინა დღეებში, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა სახელმწიფო რესურსებს.
“აშკარა იყო ყოვლისმომცველი დაშინება საჯარო სექტორში დასაქმებულებზე”, — ვკითხულობთ დასკვნაში.
არჩევნების დღე
საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე დიდი წითელი ხაზია, რომელზეც ეუთო-ოდირი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავის წინასწარ ანგარიშებში საუბრობენ. ასევე მნიშვნელოვან პრობლემად დასახელებულია ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები.
“საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების უმრავლესობას გაუჭირდა ხმების დამთვლელი მოწყობილობის გამოყენება. ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომატირებული იყო დაკვირვების 25 პროცენტში საარჩევნო ბიულეტენების ხმების დამთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურების ან საარჩევნო უბნის დარბაზის არასათანადო დაგეგმარების გამო. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხშირად მიუთითებდნენ ამომრჩევლებზე ზეწოლის, საარჩევნო უბნებზე მოქალაქეთა სიჭარბისა და ასევე პროცედურების არათანმიმდევრული დაცვის ფაქტებზე. ბევრ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხმის მიცემის პროცესის ვიდეოგადაღებას ახორციელებდნენ ან აღრიცხავდნენ ამომრჩევლებს, რაც შეშფოთებას ზრდის სავარაუდო დაშინების თაობაზე. ადგილობრივი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელ დამკვირვებელთა მონაწილეობა საარჩევნო პროცესში ზრდის გამჭვირვალობას, თუმცა ბევრი ადგილობრივი დამკვირვებელი საარჩევნო სუბიექტის სახელით მოქმედებდა.
ხმების დათვლის დროს პროცედურის გარკვეული ეტაპების უგულებელყოფა ხდებოდა, მათ შორის გამოუყენებელი ბიულეტენებს არასათანადოდ ეპყრობოდნენ, არ ხდებოდა გაკეთებული არჩევანის ხმამაღლა გამოცხადება. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ ასევე აღნიშნა, რომ ბიულეტენის ნამდვილობის განსაზღვრის დროს თანმიმდევრულობა არ იყო დაცული”, — აღნიშნულა სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებაში.
სხვა დარღვევებთან ერთად, ეუთო/ოდირი გამოყოფს:
- დაკვირვებების 24%-ში ხმის მიცემის ფარულობა კომპრომეტირებული იყო;
- ამომრჩეველთა თითებზე მარკირების რეგულარულად შემოწმება არ ხდებოდა (7%) ან ხმის მიცემამდე მარკირება არ ხდებოდა (4%);
- დამკვირვებლებმა მიიღეს შეტყობინებები ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შესახებ.
ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, ხმის მიცემის დღე ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებით, ისევე, როგორც ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე“.
IRI - ს განცხადებაში ხაზგასმულია კენჭისყრის ფარულობის პრობლემა საარჩევნო უბნებზე ქართული ოცნების ვიდეოკამერების განთავსების გამო, რაც, მათი განმარტებით, კიდევ უფრო აძლიერებს მოქალაქეების შეშფოთებას საარჩევნო უბნების შიგნით და გარეთ დაშინების შესახებ.
რაც შეეხება დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურებს, წინასწარი დაკვირვება დადებითად აფასებს ელექტრონულ სისტემას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხმების დამთვლელი აპარატები მუშაობდა ისე, რომ რაიმე მნიშვნელოვანი შეფერხება დათვლის პროცესს არ შეჰქმნია.
რაც შეეხება დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურებს, IRI-ს დასკვნის მიხედვით, ელექტრონულ სისტემა დადებითად არის შეფასებული. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხმების დამთვლელი აპარატები კარგად მუშაობდა. აქვე სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ ცესკო-მ არ უზრუნველყო ამომრჩეველთა საკმარისი განათლება ახალი ტექნოლოგიების მიღების შემდეგ, რამაც გამოიწვია შეშფოთება, რომ ახალმა სისტემამ შეიძლება მთავრობას კენჭისყრის მონიტორინგის საშუალება მისცეს.
პოლარიზაცია
სადამკვირვებლო მისიები ხაზს უსვამენ მხარეთა შორის უკიდურეს დაპირისპირებას. ეუთო/ოდირის შეფასებით, კენჭისყრამ მკვეთრი პოლარიზაციის ფონზე ჩაიარა, რისი საფუძველიც იყო იქამდე მიღებული არაერთი პრობლემური კანონი და მათი გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე. ამ პოლარიზაციის გამოძახილია იყო წინასაარჩევნო კამპანიის რიტორიკა და ვიზუალური მასალები, რამაც, საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებით, კიდევ უფრო გააღრმავა მხარეთა შორის განხეთქილება.
“პოლიტიკური ლანდშაფტი ხასიათდებოდა უწყვეტი და დამკვიდრებული პოლარიზებითა და მძაფრი ანტაგონიზმით, რომლის ერთი მხრეს მთავრობა იდგა, მეორე მხრეს კი, ოპოზიციის ნაწილი და პრეზიდენტის აპარატი”, — წერია დოკუმენტში და აღნიშნულია, რომ განხეთქილების ძირითადი საფუძველი იყო ე.წ.რუსული კანონი და ევროპისა და აშშ-ის მიმართ ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული რიტორიკა.
აქვეა აღნიშნული, რომ წინასაარჩევნო გზავნილებში ხელისუფლება ამომრჩევლისთვის არჩევანს მასსა და ოპოზიციას შორის წარმოაჩენდა როგორც არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის, ოპოზიცია კი – რუსეთსა და ევროკავშირს შორის.
ეუთოს ანგარიშში საუბარია კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვაზეც. დამკვირვებლები ფიქრობენ, რომ ეს ფაქტი უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლის შემთხვევებს.
იმის მიუხედავად, რომ სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ზოგადად, საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო საშუალებას იძლევა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. თუმცა ისინი უარყოფითად აფასებენ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებს და აცხადებენ, რომ ცვლილებები შეშფოთებას ზრდის კანონმდებლობის პოტენციურად პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენების კუთხით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რაც არჩევნებამდე რამდენიმე თვის შუალედში ქართულმა ოცნებამ მიიღო, არ შეესაბამებოდა ეუთო/ოდირისა თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
მათ შორის აღსანიშნავია გენდერული კვოტების გაუქმებაც. დოკუმენტში უარყოფითადაა შეფასებული საარჩევნო პროცესებში ქალთა დაბალი წარმომადგენლობა.
IRI -ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ მთავრობამ "უპრეცედენტო პოლიტიკური და სამართლებრივი ცვლილებები განახორციელა, რამაც შეზღუდა პოლიტიკური კონკურენცია“".
საკანონმდებლო ცვლილებებს შორის დასახელებულია საარჩევნო კომისიის (ცესკოს) დაკომპლექტების წესის ცვლილება, მათ შორის ოპოზიციის მიერ წარდგენილი თავმჯდომარის მოადგილის პოსტის გაუქმება და ყველა კომისიაში კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უფრო დაბალი ბარიერის შემოღება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, ცესკო-ს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისადმი ნდობა საოცრად დაბალია.
განცხადებაში საუბარია მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზე და ხაზგასმულია, რომ საჯარო სამსახური და სოციალური დახმარება გამოიყენებოდა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, რათა მმართველ პარტიისთვის დაეჭირათ მხარი.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები პარტიებს არ აძლევდა უფლებას შემოწირულობები მიეღოთ იურიდიული პირებისგან ან შეექმნათ წინასაარჩევნო ბლოკები, რაც აიძულებდა კანდიდატებს დაეტოვებინათ საკუთარი პარტია და ერთიან სიაში გაერთიანებულიყვნენ.
არანაკლებ კრიტიკულია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დასკვნა. NDI-ის განცხადებაში საუბარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნები ძირითადად მშვიდი და ორგანიზებული იყო, ”მოქალაქე დამკვირვებლებმა წინა არჩევნებთან შედარებით სერიოზული დარღვევების მნიშვნელოვანი ზრდა აღნიშნეს, მათ შორის ძალადობა, ამომრჩეველთა დაშინება და ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები“.
წაშლილი ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და წაშლილი ღღვარი პარტიულ და სახელმწიფო ინტერესებს შორის ის მთავრი პრობლემაა, რომელზეც სადამკვირვებლო მისიები აქცენტს აკეთებენ.
ეუთო-ოდირის დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ მკვეთრი დისბალანსი არსებობდა საარჩევნო სუბიექტების ფინანსურ რესურსებს შორის, რასაც ემატებოდა მმართველი პარტიის უპირატესობა, ესარგებლათ დაკავებული სახელმწიფო თანამდებობებით. ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში მთლიანად იყო წაშლილი ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის.
NDI-ის პრეზიდენტმა თამარა ქოფმან ვითესმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ყველა მოქალაქის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება და დაიცვას მათი შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
IRI-ის პრეზიდენტის დენ თვაინინგის შეფასებით, ეს იყო ბევრი ნაკლოვანებით დატვირთული არჩევნები. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობამ უპრეცედენტო პოლიტიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ცვლილებები განახორციელა, რომელიც პოლიტიკურ კონკურენციას ზღუდავს.
“ორი მნიშვნელოვანი მიგნება, რომელიც ჩვენ წინასწარ ანგარიშში დავწერეთ: მასშტაბური, ბოროტად გამოყენება ადმინისტრაციული და სამართლებრივი რესურსის, რომელმაც არაერთგვაროვანი სათამაშო მოედანი შექმნა. დიდი კონტროლი, ზეწოლა იყო სახელმწიფო ინსტიტუციებისა. მეორე იყო სისტემატური დაშინება, მუქარა, ამომრჩევლებზე როგორც წინა პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს.
მე აქ ვცხოვრობდი სამი წელი და 2001 წლიდან დავდივარ საქართველოში და ნამდვილად გავოცდი, თუ რა მასშტაბით ხდებოდა ამომრჩევლის დაშინება, ზეწოლა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ პარტია არ არის დარწმუნებული თავის შედეგებში. ეს ნამდვილად არ არის დემოკრატიის ფუნდამენტური მახასიათებელი“, — განაცხადა დენ თვაინინგმა.
IRI-ის დელეგაციის კიდევ ერთი წარმომადგენლის მარგარეტა სიდერფელდის განცხადებით, ნათელი იყო მუდმივი დაშინება და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე მმართველი პარტიის მხრიდან.
“ქართულმა ოცნებამ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები თავისი კამპანიისთვის და ასევე ამომრჩევლების აქტივობის შესამცირებლად. ამისათვის გამოიყენა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.მუდმივი დაშინება და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნათელი. გარდა ამისა, ქართული ოცნება აკონტროლებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბევრ წარმომადგენელს. ასევე იყო დაშინება, რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას“, — განაცხადა მარგარეტა სიდერფელდმა.
მედია და არჩევნები
ეუთოს ანგარიშში საუბარია მედიის პოლარიზებაზეც, რაც, მათი თქმით, ამომრჩეველს ხელს უშლიდა მიეღო დაბალანსებული ინფორმაცია. პოლარიზებას ეუთო/ოდირი იმით ხსნის, რომ მედიების დიდი ნაწილის დაფინანსება დამოკიდებულია პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებულ კერძო პირებზე, რაც ძირს უთხრის დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას.
ცალკეა გამოყოფილი საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი, რომელმაც ყველა პოლიტიკური პარტია უპირატესად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა, მაგრამ ახალი ამბების გაშუქებისას მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო სახელისუფლებო პარტიას. აქვეა აღნიშნული, რომ საქართელოში მნიშვნელოვანი პრობლემაა ჟურნალისტების უსაფრთხოება.
NDI - ს განცხადებაში აღნიშნულია:
"ფრაგმენტული, პოლიტიზებული მედია გარემო ზღუდავდა ამომრჩეველთა წვდომას მიუკერძოებელ ინფორმაციაზე“ და რომ “მმართველ პარტიას ჰქონდა არაპროპორციული გავლენა ამ გარემოზე, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აკონტროლებდა სახელმწიფო მედიასა და კერძო არხებს”.
ანალოგიურ შეფასებას იმეორებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი. IRI - ს განმარტებით, მედიაგარემო ხასიათდება, როგორც “ძლიერად მიკერძოებული ქართული ოცნების მიმართ”, ხოლო ეთერში ძირითადად მმართველი პარტიის ნარატივი დომინირებს. ამასთან, ოპოზიციური პარტიები “იბრძვიან მედიის თანაბარი ხელმისაწვდომობის მოსაპოვებლად”.
ამომრჩევლებზე ზეწოლა
საერთაშორისო მისიებმა წინასწარ ანგარიშებში ხაზი გაუსვეს, რომ ოპოზიციური პარტიები და მმართველი გუნდი არჩევნებს წარმოაჩენდნენ, როგორც რეფერენდუმს საქართველოს გეოპოლიტიკურ მიმართულებაზე, რამაც საზოგადოებაში კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა. საფრანგეთის სენატის წევრმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომისიის წარმომადგენელმა, პასკალ ალიზარმა განაცხადა, რომ კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ იყო დაძაბული გარემო, ასევე ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა და იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები.
"იყო შეტყობინებები იმაზე, რომ დაშინებამ და ზეწოლამ ამომრჩევლებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, ამან კი პროცესზე უარყოფითად იმოქმედა”,— განაცხადა პასკალ სალაზარმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, პია კაუმას განაცხადა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხელახლა უნდა შეფასდეს შემდეგ პარლამენტში.
"უნდა აღინიშნოს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ზეგავლენას ახდენს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს [კანონი] ხელახლა უნდა შეფასდეს შემდეგ პარლამენტში, რათა დაცული იქნეს სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო, რათა ყველა ხმა თანაბრად ისმოდეს.
რაც შეეხება დემოკრატიას, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ, რომ ყველა მთავრობა იყოს ანგარიშვალდებული და დაცული იქნას ყველას თავისუფლება", — განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
ჯორჯ ორუელის ცნობილი ფრაზა გამოიყენა იულიან ბულაიმ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელმა. ბულაი საუბრობდა საარჩევნო უბნებზე დაყენებული კამერების შესახებ. სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში, წერია, რომ საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ქართული ოცნების წარმომადგენლები ხმის მიცემის პროცესს იწერდნენ, დამკვირვებლების თანახმად, კამერები ხშირად უყურებდნენ კენჭისყრის კაბინებს, რასაც “დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა“. ჟურნალისტებთან საუბრისას PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ განაცხადა, რომ ამომრჩევლების აღრიცხვა ზეწოლის კლიმატს ქმნიდა.
მისი თქმით, დაკვირვების დროს იყო შემთხვევები, როცა ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა და ხმის დუბლირება.
NDI-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ წინაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა მუქარას, შევიწროებას და ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობას, რომლის სამიზნეებიც ამომრჩევლები, აქტივისტები, პოლიტიკურ აქტორები და მათი ოჯახები იყვნენ.
“საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ გამოხატეს საკუთარი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა შეძლონ, გადააბიჯონ “გამარჯვებული ყველაფერს იღებს“ მენტალიტეტს და პლურალიზმის გზას დაადგნენ. საქართველოს მმართველ პარტიას ამ კუთხით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“, — განაცხადა NDI-ის პრეზიდენტმა თამარა ვიტესმა და აღნიშნა, რომ "მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება და დაიცვას მათი შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში“.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ანგარიშის მიხედვით, ხაზგასმულია 22 “კრიტიკული ინციდენტი“, რომელიც სამეგრელოსა და ზემო-სვანეთში, კახეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში, ასევე თბილისსა და ქვემო ქართლში მოხდა.
ზეწოლა, დაშინება და ამომრჩეველთა შევიწროება ნახსენებია როგორც დარღვევების ყველაზე გავრცელებული ფორმები, რომელთაც როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე მის გარეთ ჰქონდა ადგილი. შეფასებაში ასევე გამოვლენილია ხმების მოსყიდვის, ბიულეტენების ჩაყრის და ხმის მრავალჯერადი მიცემის მცდელობების “ცალკეული შემთხვევები“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთ ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფი “დაშინების და საქმიანობაში ჩარევის, ასევე საარჩევნო უბნებიდან გაძევების“ სამიზნე გახდა. სერიოზულ ინციდენტებს შორის დაფიქსირდა მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის ძალადობის შემთხვევები და “ბიულეტენების ჩაყრის თავხედური მცდელობები“.
საერთაშორისო მისიების ინფორმაციით, დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ძალიან ბევრი შემთხვევა იმისა, როცა ამომრჩეველთა პირადობის მოწმობები იყო მოგროვებული ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რითაც მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლა მათზე, ასევე ამან ხელი შეუწყო ხმების მოსყიდვის სქემის განვითარებას და შექმნა შიშით დატვირთული გარემო
IRI-ს განცხადებაში საუბარია მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზე და ხაზგასმულია, რომ საჯარო სამსახური და სოციალური დახმარები გამოყენებოდა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, რათა მმართველ პარტიისთვის დაეჭირათ მხარი.
-
გადახედვადონალდ ტრამპი: დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები დონალდ ტრამპი: დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები
-
გადახედვააშშ-მა უკრაინას 988 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო აშშ-მა უკრაინას 988 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო
-
გადახედვახორავას ქუჩის საქმის მოსამართლე ძალადობის შეჩერებას ითხოვს ხორავას ქუჩის საქმის მოსამართლე ძალადობის შეჩერებას ითხოვს
-
გადახედვალევან ცუცქირიძე: უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, ეს არის საუკეთესო პოლიტიკური გამოსავალი ლევან ცუცქირიძე: უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, ეს არის საუკეთესო პოლიტიკური გამოსავალი
-
გადახედვანინო წილოსანი: ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც აქციების არასწორად წარმართვა და ძალადობის პროვოცირება სურს ნინო წილოსანი: ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც აქციების არასწორად წარმართვა და ძალადობის პროვოცირება სურს
-
გადახედვამოსამართლე ლევან დარბაიძე: როგორ შეიძლება ასეთ ძალადობას შეხვდე დუმილით. როდემდე? მოსამართლე ლევან დარბაიძე: როგორ შეიძლება ასეთ ძალადობას შეხვდე დუმილით. როდემდე?
-
გადახედვასაგამოძიებო სამსახურმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო საგამოძიებო სამსახურმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო
-
გადახედვაპარლამენტთან, 04:40 საათზე, საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყეს პარლამენტთან, 04:40 საათზე, საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყეს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში იტალიის პრემიერმინისტრს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში იტალიის პრემიერმინისტრს შეხვდა
-
გადახედვაადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება
-
გადახედვაგიორგი ჩოგოვაძე: დღეს ჭიჭინაძის ქუჩაზე ნიღბიანებმა, შავებში ჩაცმულმა პირებმა მკითხეს, რატომ არ ვჩერდებოდი. მოხდა შელაპარაკება, ფიზიკური ანგარიშსწორება გიორგი ჩოგოვაძე: დღეს ჭიჭინაძის ქუჩაზე ნიღბიანებმა, შავებში ჩაცმულმა პირებმა მკითხეს, რატომ არ ვჩერდებოდი. მოხდა შელაპარაკება, ფიზიკური ანგარიშსწორება
-
გადახედვავატო წერეთელი: 25 000$ ვინც მაკა ჩიხლაძეზე და შეწირულზე თავდამსხმელებზე ინფორმაციას მომაწვდის!! ვატო წერეთელი: 25 000$ ვინც მაკა ჩიხლაძეზე და შეწირულზე თავდამსხმელებზე ინფორმაციას მომაწვდის!!
-
გადახედვამოქალაქე: ე.წ. ტიტუშკებმა, "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის პარალელურად, დეიდაჩემს და დედაჩემს სცემეს და თმით ითრიეს მოქალაქე: ე.წ. ტიტუშკებმა, "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის პარალელურად, დეიდაჩემს და დედაჩემს სცემეს და თმით ითრიეს
-
გადახედვა8 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისსა და ბათუმში მედიის წარმომადგენლები ტერორის და რეპრესიების წინააღმდეგ აქციას გამართავენ 8 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისსა და ბათუმში მედიის წარმომადგენლები ტერორის და რეპრესიების წინააღმდეგ აქციას გამართავენ
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა პარიზში შედგა სალომე ზურაბიშვილსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა პარიზში შედგა
-
გადახედვამსახიობ გიორგი მახარაძეს უცხო პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძეს უცხო პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვა"ტვ პირველის" თავდასხმის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო "ტვ პირველის" თავდასხმის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: მე პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული მამუკა მდინარაძე: მე პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ გამოვარდებიან ხოლმე ამ დღეებში და ვგმობ ძალადობასო, ცალმხრივი ძალადობის დაგმობა რა უბედურებაა, ორმხრივად უნდა დავგმოთ მამუკა მდინარაძე: რომ გამოვარდებიან ხოლმე ამ დღეებში და ვგმობ ძალადობასო, ცალმხრივი ძალადობის დაგმობა რა უბედურებაა, ორმხრივად უნდა დავგმოთ
-
გადახედვალევან იოსელიანი: ქვეყანა ასე მივა სამოქალაქო ომამდე, თუ ეს სადღაც არ შეჩერდა ლევან იოსელიანი: ქვეყანა ასე მივა სამოქალაქო ომამდე, თუ ეს სადღაც არ შეჩერდა
-
გადახედვა"კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ — დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის, კობა ხაბაზი "კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ — დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის, კობა ხაბაზი
კომენტარები