სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა" ცესკოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და ცესკოს მდივნის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს
ფოტო: ცესკო
სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მისი მოადგილის გიორგი შარაბიძისა და ცესკოს მდივნის, გიორგი ჯავახიშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცესკომ არ შეასრულა გაცემული დაპირება, რომ არჩევნების დღეს, ბიულეტენის ხარისხი ხმის მიცემის ფარულობას უზრუნველყოფდა. ასევე, არჩევნების დღისთვის განკუთვნილი ბიულეტენი დაბეჭდილი იყო თხელ ქაღალდზე, რაც ყველა ელექტრონულ უბანზე მყოფი პირებისთვის ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირებას ხდიდა.
ამას გარდა, ცესკომ საჯარო განხილვებისა და ჩართულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, არჩევნებამდე ორი თვითა და 9 დღით ადრე უკანონოდ, თვითნებურად და დაუსაბუთებლად შეცვალა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესი და ნაცვლად იმისა, რომ რეგისტრატორების ფუნქცია არჩევნების დღეს წილისყრით გამოვლენილიყო, აღნიშნული წილისყრის ჩატარების ვადად განსაზღვრა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე. ამ ცვლილების შედეგად, აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება სადამკვირვებლო ორგანიზაციების უმრავლესობისთვის შეუძლებელი გახდა. ამასთან, ცესკოს მიერ ვერიფიკაციის აპარატებთან მომუშავე პირების დანიშვნის წესის ცვლილებამ და ერთი კვირით ადრე მათი ვინაობის განსაზღვრამ, გაამარტივა და შესაძლებელი გახადა ამ ფუნქციის შემსრულებელ პირებზე ზემოქმედება და მმართველი პარტიის ინტერესებისადმი დაქვემდებარება.
"ჩემი ხმის" ინფორმაციით, არჩევნების დღის განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვისი პირადობის მოწმობებითა და სხვისი პირადი ნომრებით ხმის მიცემის, ვერიფიკაციის პროცესის გაუმართაობის, მარკირების პროცედურების დარღვევის, მარკირების სითხისა და ფანრის გაუმართაობის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ძალადობის არაერთი ფაქტის შესახებ. "ჩემი ხმის" ცნობით, ცესკო-ს თავმჯდომარე არ რეაგირებდა დარღვევებზე და არც კომისიის წევრებს და შესაბამის სამსახურებს მოუწოდებდა რეაგირებისკენ. აღნიშნული აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ცესკოსთვის მისაღები იყო საარჩევნო უბნებზე განვითარებული მოვლენები.
"აღსანიშნავია, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცესკოს აკრედიტაცია გაცემული ჰქონდა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებზე, მათ შორის, NTV-ს მიერ აკრედიტებულ რუს პროპაგანდისტ, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის დამრღვევ ალექსანდრ მალკევიჩზე. იგი ძებნილია აშშ-ს სპეც სამსახურების მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის ბრალდებით და ჯილდოდ დაწესებულია 10 მლნ დოლარი. მის აკრედიტაციაზე პასუხისმგებელია ცესკოს მდივანი.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ გიორგი კალანდარიშვილის ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე ყოფნის მიზნით, შეცვალა კანონი, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი გახდა. როგორც დღეს ჩანს, მმართველი პარტიისთვის პერსონალურად გიორგი კალანდარიშვილის ამ პოზიციაზე ყოფნა იყო მნიშვნელოვანი საარჩევნო პერიოდში პარტიის ინტერესების გატარების მიზნით.
ცესკოს სხდომების ვიდეომასალის ანალიზი ადასტურებს, რომ სასურველი სქემის ხელშესაწყობად უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი.
სრულიად ვაცნობიერებთ, რომ ეფექტიანი გამოძიების ჩატარება იმ პირობებში, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის საგამოძიებო სამსახურები, მმართველი პარტიის დაქვემდებარებაშია, ამ ეტაპისთვის არარეალისტურია, თუმცა ზემოაღნიშნულ პირთა მხრიდან სულ მცირე სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი — სამსახურებრივი გულგრილობა, ხოლო განზრახვის დადასტურების შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული საარჩევნო დანაშაულებთან ერთობლიობაში (162 (არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა), 164-ე (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა), 164 სეკუნდა (ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში მონაწილეობა), 164 ტერცია (არჩევნების გაყალბება), 164 (4) (ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა).ამიტომ, მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ცესკოს წარმომადგენელთა მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.
და ბოლოს, არჩევნების ასეთი მასშტაბური გაყალბების სქემაში ცესკო იყო ერთ-ერთი, და არა ერთადერთი ჩართული სახელმწიფო უწყება. სადამკვირვებლო მისია სხვა მიმართულებებითაც აგრძელებს მუშაობას და საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაცია", — აცხადებენ სადამკვირვებლო მისიაში "ჩემი ხმა".
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები