ნახეთ ადელისა და სელინ დიონის ემოციური შეხვედრა კონცერტზე (ვიდეო)
ფოტო: Adele / X
თუკი სელინ დიონის ოლიმპიადის გახსნაზე შესრულებული პერფორმანსის მერე რაიმე აგვიჩუყებდა გულს, ეს მხოლოდ მისი და ადელის ემოციური შეხვედრის ვიდეო თუ იქნებოდა.
26 ოქტომბერს, ლას-ვეგასის კოლოსეუმის თეატრში გამართულ კონცერტზე, ადელმა აუდიტორიაში ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი. დარბაზში, არც მეტი, არც ნაკლები, სელინ დიონი იჯდა, რომელიც ადელის ჰიტებსაც კი ჰყვებოდა. აცრემლებულმა პოპვარსკვლავმა სიმღერა შეწყვიტა და თავის კერპს მიუახლოვდა, მერე კი მუსიკის ორი ლეგენდა ერთმანეთს ჩაეხუტა. ადელისა და სელინ დიონის ამ გულის ამაჩუყებელი შეხვედრის ვიდეო სულ მალე ინტერნეტსივრცეს მოედო.
მოგვიანებით, შეხვედრას თავად ადელიც გამოეხმაურა კიდევ უფრო ემოციური განცხადებით.
"კოლოსეუმში, სელინ დიონის დარბაზში, თითქმის ორი წელია, კონცერტებს ვმართავ", — წერს პოპვარსკვლავი, — "ლას-ვეგასის ერთადერთი დარბაზი იყო, სადაც კონცერტის ჩატარება მსურდა, რადგან ეს მისთვის აშენდა. აქვეა ჩამოკიდებული მისი სურათი, რომელსაც ყოველ საღამოს, სცენაზე გასვლამდე ვეხები ხოლმე. ახლა კი მისი მოსვლა კონცერტზე ნამდვილი სიურპრიზი და დიდებული მომენტი იყო".
დარბაზი, რომელშიც ადელმა იმღერა, მართლაც სელინ დიონის კონცერტების სერიისთვის აიგო 2003 წელს, მას შემდეგ კი სხვა ვარსკვლავებსაც უმასპინძლა, მათ შორის, ელტონ ჯონს, კაილი მინოუგსა და დაიანა როსს.
"სელინ, ძალიან, ძალიან, მიყვარხარ", — წერს ადელი თავის პოსტში, — "სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო შენი მოსვლა ჩემს კონცერტზე, რომ აღარაფერი ვთქვათ შენს სასახლეში ოჯახთან ერთად დაბრუნებაზე. დიდი მადლობა".
სელინ დიონის გამოჩენამ მარტო ადელის კონცერტზე კი არა, მსოფლიოშიც ფურორი მოახდინა, როცა ლეგენდარულმა კანადელმა მუსიკოსმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია დახურა. საფრანგეთის წვიმიან დედაქალაქში, ეიფელის კოშკზე, დიონმა როიალის თანხლებით შეასრულა ედიფ პიაფის Hymne A L'Amour და მილიონობით მაყურებელი აატირა. ეს იყო სელინის დაბრუნება სცენაზე 4-წლიანი პაუზის შემდეგ.
კონცერტების არაერთხელ გადადების შემდეგ, სელინ დიონმა 2022 წლის მიწურულს განაცხადა, რომ გაშეშებული ადამიანის სინდრომი (Stiff Person Syndrome) დაუდგინდა. ეს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც მილიონში ერთ ადამიანს ემართება, თანდათან პროგრესირებს და იწვევს ტკივილს, კრუნჩხვებს და კუნთოვან გაშეშებას. ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრების რთული მომენტები ვიხილეთ სელინზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში I Am: Celine Dion, რომელიც ივნისში გამოვიდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, სელინმა პირობა დადო, რომ მონატრებულ მსმენელს დაუბრუნდებოდა. ხოხვაც რომ მომიწიოს, სცენაზე აუცილებლად დავბრუნდებიო, განაცხადა მან და აასრულა კიდეც ეს დაპირება.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები