ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრები: ამ რთულ დროს ქართველების გვერდით ვდგავართ
ფოტო: Reuters
საარჩევნო მთლიანობის დარღვევა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება, — ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა და ევროპის საკითხთა მინისტრები ავრცელებენ.
მინისტრები წერენ, რომ ამ რთულ დროს ქართველების გვერდით არიან და აკრიტიკებენ საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრ ორბანის ვიზიტს და წერენ, რომ ის ევროკავშირის სახელით არ საუბრობს.
"ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში არსებული ვითარებით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს დარღვევები საარჩევნო კამპანიის დროს და ასევე, არჩევნების დღეს. ჩვენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას ვგმობთ. ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებასა და გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრას ვითხოვთ. ამ რთულ დროს ჩვენ ქართველების გვერდით ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და, კერძოდ, ხელისუფლების რეაქცია მათზე, მშვიდობიანი იყოს. საარჩევნო მთლიანობის დარღვევა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება. ის ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატია. კანონის უზენაესობის დაცვა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერი წინსვლის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ საქართველოში პრემიერ-მინისტრ ორბანის უდროო ვიზიტს ვაკრიტიკებთ. ის ევროკავშირის სახელით არ საუბრობს", — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი, მარტინ დვორაკი; დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი, მარი ბიერი; გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში, ანა ლიურმანი; ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა; ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი, იოაკიმ სტრანდი; საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი; ევროკავშირის საკითხებში ირლანდიის სახელმწიფო მინისტრი, ჯენიფერ კეროლ მაკნილი; ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიულ ლანდსბერგისი; ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი; ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი, ქსავიე ბეტელი; პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი, ადამ შლაპკა; პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში, ინეშ დომინგოსი; შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი, იესიკა როსენკრანცი.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები