შარლოტსვილის ქართველი სტუდენტები ნეო-ნაცისტების აქციას აფასებენ
ფოტო: VOA
უჩვეულოდ დაიწყება ახალი სასწავლო წელი ვირჯინიის უნივერსიტეტში. შაბათს მსხვერპლით დასრულდა მათ ტერიტორიაზე გამართული ულტრა-მემარჯვენე, თეთრი რასის უპირატესობის მომხრეთა მარში. დაიღუპა ახალგაზრდა ქალი და ორი პოლიციელი, დაშავდა 20-მდე ადამიანი.
რამდენიმე დღეში ათასობით სტუდენტი ჩაუვლის იმ ადგილს შარლოტსვილში და შემდეგ თავისი საერთო საცხოვრებლის ოთახის კარს შეაღებს. თუმცა შაბათს მომხდარი ტრაგედია სასწავლო პროცესს ხელს ვერ შეუშლის. პირველკურსელები კამპუსზე პარასკევიდან გადავლენ, დანარჩენებისთვის კი ლექციები სამშაბათს, 22 აგვისტოს დაიწყება.
დემონსტრაციისთვის ალბათ საგანგებოდ შეარჩიეს ისეთი დრო, როცა ჩვენი კამპუსი ყველაზე უფრო დაცლილია - ამბობს ნიკა ლომიძე, წარმოშობით ქართველი ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტი. "წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გაცილებით დიდი დაპირისპირება მომხდარიყო და მსხვერპლიც მეტი იქნებოდა, მგონია". ნიკა ლომიძე ვირჯინიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. აინტერესებს აღმოსავლეთ ევროპის სწავლებები, პოლიტიკა და უცხო ენები. გატაცებულია სპორტით, უნივერსიტეტის ნიჩბოსანთა გუნდშია და ტრავმის მიღებამდე, ერთი წლის მანძილზე საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებშიც თამაშობდა.
ნიკა ლომიძე
ფოტო: VOA
დაგეგმილი მარშის შესახებ ნიკამ წინა საღამოს შეიტყო, რამდენიმე მეგობარმა ტექსტური შეტყობინება ერთდროულად გამოუგზავნა. ყვება, რომ ყველას გაუკვირდა, რადგან იცოდნენ, რომ მსგავსი რამ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უკანონობა იყო. "თავიდან სერიოზულად არც აღმიქვია, ვერ წარმოვიდგენდი, რომ პარასკევს იქ 200-300 ადამიანი მოიყრიდა თავს და არეულობა დაიწყებოდა. მოგვიანებით, მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ მანქანით გარეთ გავსულიყავით, გვაინტერესებდა რა ხდებოდა კამპუსზე. ცენტრისკენ დავიძარით, დავინახეთ ხალხი ანთებული ჩირაღდნებით, ქაოსი იყო, ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. ეს ყველაფერი ჯეფერსონის ქუჩაზე, რობერტ ედვარდ ლის ძეგლთან ხდებოდა... ბევრი რამ წამიკითხავს მათზე და ვიცი, რომ ძალიან ხშირად მსგავსი გამოსვლები ძალადობით მთავრდება. ასეც მოხდა," - ყვება ნიკა.
დარწმუნებულია, რომ გამოსვლებში ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტები ნაკლებად მონაწილეობდნენ, არც ქალაქ შარლოტსვილის მოსახლეობა იყო იქ ისე წარმოდგენილი, როგორც ეს გარედან ჩანს. შაბათსაც, გაცილებით ფართომასშტაბიან აქციაზე უფრო ჩამოსული ადამიანები იყვნენ მისული. ნიკა არც კი იცნობს ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც ულტრა-ნაციონალისტების მარშში მონაწილეობდა. მაგრამ იცის, რომ სტუდენტები ოჰაიოსა და ფლორიდის უნივერსიტეტებიდან მრავლად ჩამოვიდნენ. "მათ უამრავი კანონი და რეგულაცია დაარღვიეს. კამპუსზე არც ანთებული ჩირაღდნების ტარების უფლება ჰქონიათ და, საერთოდ, არც ამ აქციის მოწყობის. ეს იუნესკოს მიერ აღიარებული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, სადაც ძალიან ბევრი რამ კანონით არის აკრძალული," - ამბობს ნიკა.
22 წლის სტუდენტის აზრით, აქციის მონაწილეებს "სიტყვის თავისუფლებასა და შეკრების თავისუფლებას არავინ უკრძალავს, მაგრამ ეს მანამ, სანამ საქმე სიძულვილამდე და ძალადობამდე მივა". მომხდარით ძალიან აღშფოთებულია და ამბობს, რომ ამ უქმეებზე განვითარებული მოვლენები, რომელიც ძალადობით დასრულდა, ჯერ ბოლომდე არ გაუაზრებია და გაუანალიზებია. მისი ორი ნაცნობი საავადმყოფოში მოხვდა, ერთს რესპირატორული პრობლემები აქვს, მეორეს კი მანქანა დაეჯახა და კლინიკიდან ჯერ არ გამოუწერიათ.
საუბრის ბოლოს გვეუბნება, რომ იმას, რაც მათ კამპუსზე მოხდა, უნივერსიტეტის იმიჯთან და მის არსთან არანაირი კავშირი არ აქვს. "ჩვენი უნივერსიტეტი ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მოწინავე იდეების მქონეა და მსგავს იდეოლოგიასთან თუ ქმედებასთან საერთო არაფერი აქვს. ვინც ამას წაიკითხავს, მინდა იცოდეს, რომ ჩვენი ღირებულებები აბსოლუტურად განსხვავებულია და სრულ წინააღმდეგობაშია იმასთან, რაც აქ ამ უქმეებზე მოხდა".
სოფი სუმბაძემ მარშის შესახებ რამდენიმე თვით ადრე შეიტყო. "თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ რობერტ ედვარდ ლის ძეგლის მოხსნა იგეგმებოდა, რითაც, პრინციპში, მთელი ეს ისტორია დაიწყო. ივლისში კამპუსზე მომიწია ჩასვლა და მსგავსი მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია მაშინაც ვნახე. ის კუ-კლუქ-კლანის მიმდევრებმა მოაწყვეს. დემონსტრაცია მაშინ უმსხვერპლოდ დასრულდა," - ყვება სოფი. ის ვირჯინიის უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობს. აინტერესებს გლობალური კომერცია, ფინანსები და მართვის მექანიზმები. რამდენიმე კლუბშია გაერთიანებული, მათ შორის, გლობალური ბაზრებისა და ბავშვთა მენტორების.
სოფი სუმბაძე
ფოტო: VOA
რაც შეეხება ამ უქმეებზე მოწყობილ მარშს, მის შესახებ სოფიმ მეგობრის ფეისბუქის გვერდიდან გაიგო. ამბობს, რომ მის წრეში ყველა ერთი აზრის იყო. ერთხმად წერდნენ, რომ "სიძულვილის ჯგუფების" მსგავს აქციებს წინ უნდა აღუდგნენ. ისინი აგროვებდნენ ხელმოწერებს, შეადგინეს პეტიციაც. "ძალიან მტკივნეული იყო ეს ამბავი. წარმოუდგენელია, რომ იმ ადგილას, სადაც მე ვცხოვრობ, რომელსაც საკუთარ სახლად მივიჩნევ, ასეთი საშინელება მოხდა. იქ ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფეს," - ამბობს სოფი.
მისი ახლო მეგობრები, ვინც ზაფხულში კამპუსზე დარჩა, ულტრა-მემარჯვენეების საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდნენ, დანარჩენები კი სოციალურ ქსელებში აქტიურობდნენ. "ერთად უნდა დავმდგარიყავით ჩვენ შორის მყოფი უმცირესობების გვერდით, რომლებიც მიმდინარე მოვლენების გამო, ალბათ, შეშინებულები იყვნენ," - ამბობს სოფი. მან დანარჩენ სტუდენტებთან ერთად ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი რიჩარდ სპენსერისთვის, ვირჯინიის უნივერსიტეტის მიერ 2001 წელს გაცემული ბაკალავრის დიპლომის ჩამორთმევას ითხოვს. სპენსერი თეთრი რასის უპირატესობის მომხრეთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია.
"ჩემთვის რასისტების მიერ მოწყობილი აქცია ამაზრზენია და ამ მოვლენებს მართლა უნდა დაერქვას თავისი სახელი. ეს იყო ადგილობრივი ტერორიზმი... ვირჯინიის უნივერსიტეტი, რომელსაც მე ვიცნობ, ძალიან ტოლერანტული და მრავალფეროვანი სასწავლებელია. ამიტომაც ავირჩიე ის თავის დროზე. ეს დემონსტრაციები ჩვენს ყველა მთავარ ფასეულობასთან წინააღმდეგობაშია," - ამბობს სოფი და კიდევ ერთხელ გამოხატავს აღშფოთებას იმის გამო, რომ შესაძლოა, მის გვერდით მყოფი რასობრივი თუ სხვა უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები, თავს დაუცველად გრძნობდნენ.
სოფი დარწმუნებულია, რომ "სიძულვილის ენა სიტყვის თავისუფლების ნაწილი ვერასოდეს იქნება" და როგორც არ უნდა ეცადონ, ამერიკაში "რასიზმს პატრიოტიზმად ვერასოდეს გაყიდიან, რადგან ეს არის ქვეყანა, რომლის ფუნდამენტიც მრავალი ეროვნების, კულტურისა და რასის წარმომადგენლებზე დგას". საუბრის ბოლოს კი ამბობს: "იმედი მაქვს კი არა, ზუსტად ვიცი, რომ ამ მოვლენის წინააღმდეგ ყველანი გავერთიანდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს, არც ჩვენთან, სახლში და არც სხვაგან... არამარტო ვირჯინიის უნივერსიტეტი, არამედ მთელი ამერიკა უნდა გაერთიანდეს და გარკვევით თქვას, რომ ჩვენ არასოდეს დავუშვებთ თეთრკანიანთა ნაციონალიზმს, სიძულვილის ჯგუფებსა და რასიზმს ჩვენს ქვეყანაში”.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები