ნინო წილოსანი

2 Oct. 2024, 23:00

"დიდი ხანია მსგავსი ნიუსები, სხვადასხვა მიმართულებით, საპარლამენტო გუნდზე იქნება თუ სხვა, მუსირებს მედიაში, მათ შორის არის დაშინების მცდელობაც. სანქციები ამ მოცემულობაში ნებისმიერი ადამიანის მიმართ არის უსამართლობა, იმიტომ, რომ ამ სანქციებს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმური საფუძველი და არის გარკვეული დღის წესრიგის შექმნის მცდელობა ქართულ პოლიტიკაში. ერთის მხრივ, ნამდვილად დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ გარედან ძალები, რომლებიც სამწუხაროდ პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლას გეგმავენ საქართველოში, იმის მიუხედავად, ქართველ ხალხს ვინ და როგორ უნდა და ვის აირჩევენ.

…ფაქტია, რომ ამ მიზანს ემსახურებიან, დიდი ხანია, ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ უბრალოდ, ადამიანები, ვისაც ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა მანდატი, რომ ეს ქვეყანა გვემართა, მშვიდობიანი გზით და განვითარების საუკეთესო პერსპექტივებით, ჩვენ, ვერ მივცემთ ჩვენ თავს იმის უფლებას, რომ სანქციებმა ან გარედან წამოსულმა რაიმე ზეწოლამ გვაიძულოს, რომ ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ საკუთარი ხალხი და ქვეყანა, რომ შემდეგ ისტორიამ განგვსაჯოს, როგორც მართლა საკუთარი ქვეყნის მოღალატეები. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, საომარი დღის წესრიგის შექმნას ამ ქვეყანაში. პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვაიძულებს, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილები სახელმწიფო პოლიტიკურ მართვაში. შესაძლოა ემოციურად ძალიან ბევრ რაღაცას ვგრძნობდეთ ან გვინდოდეს თქმა, მაგრამ სიფრთხილე, რომ არ შევქმნათ რაიმე რისკები ესკალაციის, საქართველოში ოკუპანტის შემოჭრის და ა.შ. ეს გვაიძულებს, რომ ვიყოთ ძალიან კორექტულები და ფრთხილები ჩვენს პოლიტიკაში. ეს გვამოტივირებს, რომ არაფერზე არ გავცვალოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი. მოსახლეობა და ჩვენი ამომრჩეველი ამას რომ უყურებს, რამხელა ზეწოლის ქვეშ გავდივართ, არავის არ გვსიამოვნებს და არ გვიხარია, მათ შორის ჩვენ შვილებზე და ოჯახის წევრებზე მიდიოდა საუბარი და ფაქტობრივად, თითოეულმა ჩვენგანმა რაღაც კუთხით თავი გადავდეთ ამ საქმისთვის, რომელსაც ვემსახურებით და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად დაინახავს ამას ქართული საზოგადოება".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნათია თურნავა: ოთხმა ქართულმა ბანკმა SWIFT-ის ჩინურ ანალოგ CIPS-ში პირდაპირი წევრობის სურვილი გამოხატა
  2. OC Media: განქორწინების შემდეგ, ფაშინიანის მეუღლის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
  3. ტრამპი აცხადებს, რომ ირანს მოლაპარაკებების დაწყება სურს — ბოლო ცნობები ირანიდან
  4. მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან
  5. ლავროვი: აშშ არ დაკმაყოფილდება მხოლოდ ვენესუელით, ირანითა და კუბით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი — ფორმაში გრძელდება — უყურეთ მეორე ეპიზოდს

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი ფორმაში გრძელდება და მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას, მათთვის საყვარელი სპორტსმენები…