საბა ბუაძე

25 Sep. 2024, 13:49

ანტიკორუფციული ბიურო ამ ფორმით, პრემიერმინისტრის დაქვემდებარების ქვეშ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი.

ეს არის, მათ შორის რუსული კანონის და მისი სულისკვეთების გატარების ინსტრუმენტი, რომელიც ცდილობს რომ შეავიწროოს სამოქალაქო ორგანიზაციები, რომელიც ცდილობს, რომ შეავიწროოს პოლიტიკური პარტიები და რომელიც, ცალსახად მოქმედებს შერჩევითად.

[…] ეს არის უწყება, რომელიც ფაქტობრივად არაფერს აკეთებს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, მაგრამ მოქმედებს მმართველ პარტიასთან შეთანხმებით იმისათვის, რომ შეავიწროოს პოლიტიკური პარტიები, ხელი შეუშალოს მათ საქმიანობას და აწარმოოს შერჩევითი მონიტორინგი, როგორც ჩვენ ეს ვნახეთ.

განაცხადა, ძლიერი საქართველოს წევრმა, საბა ბუაძემ. 

24 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად დაასახელა ბიუროს აღმასრულებელი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, მოძრაობა აირჩიე ევროპა და მისი დირექტორი, ხათუნა ლაზაგიძე. მათ, ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენა 5 დღის განმავლობაში დააკისრა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  5. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები რომან დარსალია აფხაზეთის დე ფაქტო სუს-მა "შეურაცხმყოფელი განცხადების" გამო დააკავა.…