გიორგი ვაშაძე

12 Sep. 2024, 16:28

ჩემ უკან არის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი. იცით, რომ ჩვენ შეგვიძლია ევროკავშირიდან 14 მილიარდი ევრო მოვიტანოთ. ამ 14 მილიარდი ევროდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველოს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება.

აქ გვაქვს გამოტანილი ქუთაისის სატვირთო ტერმინალის განვითარების პროექტი, რომელიც სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ შეწყვიტა ისევე, როგორც ბევრი რამ გაუჩერებია. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ 14 მილიარდი ევროდან თანხას მოვახმართ ქუთაისის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის გარდა სატვირთო ტერმინალის განვითარებას, რომელიც ათასობით თუ არა ათი ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოჯისტიკური კვანძი, სატვირთო ტერმინალი, რომელიც დააკავშირებს ევროპას და აზიას ერთმანეთთან, რომელიც შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს, რაც მთავარია მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს, რომელიც განავითარებს რეგიონს და ფაქტობრივად, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება უმუშევრობის პრობლემა იმერეთსა და დასავლეთ საქართველოში.

ეს არის განსხვავება ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის, ჩვენ მოგვაქვს 14 მილიარდი, ისინი ბლოკავენ 14 მილიარდს, რომლითაც სიღარიბისა და იზოლაციისკენ მივყავართ. ასე რომ არჩევანი მარტივია 26 ოქტომბერს, კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში, რომელსაც ქართული ოცნება გვთავაზობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

19 სექტემბერს ლისის ტბამ მორიგ, რიგით მეოთხე საქველმოქმედო გარბენს უმასპინძლა, რომელიც დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების…