მამუკა მდინარაძე

10 Sep. 2024, 21:33

"ჩვენ, როცა ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ღირსებაზე, კეთილდღეობაზე და მხოლოდ ამ გზით ევროინტეგრაციაზე, ეს გზავნილი საზოგადოების მიმართ შემთხვევითი არ არის, მათ შორის განსაკუთრებული ღირსებით ვინც გამოირჩევა, ვინც განსაკუთრებულად საამაყოს ხდის ამ ქვეყნის მოქალაქეობას, ის ადამიანები ვიხილეთ ჩვენს სიაში, მათ შორის ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო, ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს ქართული ჰიმნი. ღირსებასთან ასე და ამ ხარისხით ასოცირებული ხალხი ჩვენ ბევრი არ გვყავს და აქედან გამომდინარეა ეს გადაწყვეტილებებიც. ასეთივე ღირსებით გააგრძელებენ ისინი სამშობლოს მსახურებას ახლა უკვე პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებულები იქნებიან ამ მიმართულებითაც იმიტომ, რომ ღირსეულ ადამიანებს სხვანაირად არ შეუძლიათ. ამიტომ იყო ფსონიც და გათვლაც, რაც გნებავთ დავარქვათ, ღირსეულ ადამიანებზე. სამშობლოს პატრიოტ ადამიანებზე ხდება ხოლმე აქცენტირება"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ