მამუკა ხაზარაძე

3 Sep. 2024, 11:55

"არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1.5% დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, რუსული კანონის მოთხოვნის შესაბამისად. მივესალმები ყველას, ვინც უარი თქვა რუსული წესებით და კანონებით ცხოვრებაზე. საქართველო საქართველოა და არა - რუსეთი!

ჩვენ ჩვენი კანონები გვჭირდება - დემოკრატიული, სამართლიანი, განვითარებაზე და პროგრესზე ორიენტირებული და არა ისეთი, როგორც ეს რუსული კანონი - უკან, ჭაობში რომ გვაბრუნებს, ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, კლავს ინიციატივას და გარე სამყაროსთან კავშირს!

რუსეთის აგენტები დღეს მთავრობაში გვყავს - მეტი ლუსტრაცია მათ აღარ სჭირდებათ - ხალხმა უკვე იცის სიმართლე!

26 ოქტომბერს ქართველი ერი გამოუტანს მათ პოლიტიკურ განაჩენს და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს რუსულ ძალას საქართველოში! მომავალი ჩვენს ხელშია! გამარჯვება ახლოსაა!" 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ