შოთა კინწურაშვილი

2 Sep. 2024, 11:58

"ეკლესია უნდა დარჩეს ავტონომიურ და სუვერენულ ძალად, რათა თავისუფლად შეძლოს, ნებისმიერი ხელისუფალის ჟამს, წინ აღუდგეს უსამართლობას სახარებისეული სიტყვითა და წინასწარმეტყველური ხასიათის ვალდებულებით.

ქართული ოცნების ეს წინასაარჩევნო შეთავაზება არის მართლმადიდებლობით და ზოგადად, სარწმუნოებით მანიპულირების მორიგი წარუმატებელი მცდელობა, რასაც არანაირი კეთილი მიზნები თუ სურვილები არ გააჩნია.


ჩვენი უახლოესი ისტორია გვაჩვენებს, რომ გარდამტეხ მომენტებში ყოველი ხელისუფალი ცდილობდა ეკლესიით საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციას ან გამყარებას. ეს ხდებოდა განსაკუთრებით გარდამავალ ან კრიზისულ მომენტებში. თუმცა საპატრიარქო და პატრიარქი ყოველთვის ცდილობდნენ მკვეთრი პოზიციონირებისაგან თავი შეეკავებინათ. ასე იყო ვარდების რევოლუციის წინა დღეს, როდესაც პატრიარქი არ მივიდა პარლამენტში. ასე იყო 2012 წელს, როდესაც სასულიერო პირები და იერარქები უკვე ღიად აკრიტიკებდნენ ნაციონალურ მოძრაობას.

წარსული მაგალითებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კათალიკოსი ილია, მიუხედავად მისი ასაკისა, რჩება დიდი პოლიტიკური წონის და ავტორიტეტის ფიგურად საქართველოში, დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს დაცალოს საპატრიარქო ან ცალკეული იერარქები პოლიტიკური წონისა თუ საჯარო ავტორიტეტისგან, რათა გარდამტეხ მომენტში არ იყოს საფრთხისშემცველი მათი პოზიციები. სწორედ ამიტომ ცდილობს, "სახელმწიფო რელიგიის" ერთგვარი სტატუსით მისცეს ამქვეყნიური პრივილეგიები, რომელიც იმავდროულად მისი, როგორც საზოგადოებაში ყველაზე გავლენიანი რელიგიური ორგანიზმის სახელწმიფოზე სრული დაქვემდებარების ტოლფასია."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  5. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…