გიორგი ვაშაძე

30 Aug. 2024, 12:43

"აი, ახლა ქალბატონი ვნახე, რომელიც წამლის საყიდლად თურქეთში გადადის, იმიტომ, რომ ფასებს შორის დიდი სხვაობაა. რაც მთავარია, აქეთ ევროკავშირი ძალიან მოკლე ვადაში იქნება, 26 ოქტომბრის შემდეგ პირიქით იქნება.

ამ ევროკავშირში გადმოვა ადამიანი თურქეთიდან იმისათვის, რომ დასაქმდეს, ანაზღაურება ჰქონდეს. საქართველოში სამუშაო ადგილები, შემოსავალიც მეტი იქნება და ფასებიც კი უფრო დაბალი იქნება. ევროკავშირშიც კი ფასები უფრო დაბალია, ვიდრე დღეს საქართველოში, იმიტომ, რომ მონოპოლიები არ იქნება.

კიდევ ერთ საკითხს მინდა ხაზი გავუსვა, მძღოლები, რომლებიც ძალიან მძიმე დღეში არიან, სამწუხაროდ, დღეების განმავლობაში რიგებში უწევთ ყოფნა. ამ რიგებში ფულს ხარჯავენ, მერე გადაჰყავთ ამ "ტივპარკებში“ და მერე უზარმაზარ ფასებს ახდევინებენ, რაც ასევე, სერიოზულად აწევთ მათ. ხალხი ძალიან გამწარებულია და ძალიან ბევრ საკითხზე პრობლემას აყენებს.

ჩვენ რა გვინდა? — 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვოთ, რომ ეს იყოს ევროკავშირი, აქ გვქონდეს დასაქმება, აქ გვქონდეს შემოსავალი, აქ იყოს დაბალი ფასები, აქ იყოს განვითარება, აქ იყოს წინსვლა და ემიგრაციაში ხალხს წასვლა არ უწევდეს“.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  3. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  4. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
  5. თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, Apple-სა და Google-ს შეიძლება კანონის ძალით მოუწიოთ, ბავშვების…