National Geographic Travel 2017-ის გამარჯვებული ფოტოები
ხმის მიცემა დასრულდა და National Geographic Travel 2017-ის გამარჯვებული ფოტოები უკვე ცნობილია.
მოგზაური ფოტოგრაფები ამ მასშტაბურ კონკურსში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებენ და მათი შთამბეჭდავი ფოტოები კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რამდენად ლამაზი და მრავალფეროვანია ჩვენი პლანეტა.
კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გამოგზავნილი ნამუშევრების რაოდენობამ 15 ათასს მიაღწია, მათ შორის საუკეთესოები კი სამ კატეგორიაში - ბუნება, ხალხი და ქალაქები გამოავლინეს.
სპეციალური პრიზი მექსიკელმა ფოტოგრაფმა დაიმსახურა, თავისი სულისშემძვრელი ნამუშევრით, რომელზეც მოქმედი ვულკანია ასახული. ამავე ფოტომ დაიმსახურა პირველი ადგილი ბუნების კატეგორიაშიც.
არანაკლებ შთამბეჭდავია სხვა კატეგორიებში გამოვლენილი არაერთი ფოტო, რომელთა ნახვაც აუცილებლად დიდი შთაბეჭდილებას მოახდენს.
კომენტარები