გაფიცვის 41-ე დღე მექანიზაციის ქუჩაზე — პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ პირი ამოიკერა.
მექანიზაციის ქუჩაზე პროტესტი 41-ე დღეა გრძელდება — გაფიცული თანამშრომლები, ხელფასების ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ღირესულ სამუშაო გარემოს შექმნას ითხოვენ.
პროტესტის მონაწილეები, ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუყონებლივ ჩაერიონ მიმდინარე პროცესებში.
NEWS.On.ge გაფიცვის ერთ-ერთ მონაწილეს, თამარ ანსიანს ესაუბრა რომელიც უკვე მე-9 დღეა შიმშილობს. ანსიანის თქმით, კომპანიასთან მოლაპარაკებებს თითქმის ორი წელი ცდილობდნენ, თუმცა ამ ყველაფერმა შედეგი ვერ გამოიღო და საჭირო გახდა რადიკალური ქმედებები.
"ჩვენ ორი წელია ვსაუბრობთ ამ პრობლემებზე, ორი წელია ვცდილობთ მოლაპარაკებებს კომპანიის წარმომადგენლებთან, მაგრამ ვიღებთ იგნორს. ეს რადიკალური პროტესტიც (გაფიცვა/შიმშილობა/პირის ამოკერვა) დაგროვილი ბრაზის შედეგია. სახელმწიფო ვალდებულია ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში და ამ ქვეყნის მოქალაქეებს სათანადო ყურადღება მოგვაქციოს!" — ამბობს თამარ ანსიანი.
19 აგვისტოს, კომპანია ევოლუშენმა მორიგი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ იძულებულები არიან დაიწყონ თანამშრომლების შემცირების პროცესი.
ვრცლად იხილეთ: ევოლუშენ ჯორჯია: კომპანია იძულებულია, განახორციელოს შემცირებები, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა
გაფიცულებმა, ევოლუშენის განცხადება პროტესტში ჩართული თანამშრომლების შანტაჟის მცდელობად შეაფასეს.
NEWS.On.ge-სთან საუბარში, თამარ ანსიანი ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლებისა და სახელმწიფო უწყებების სრული იგნორის ფონზე, ერთ-ერთმა მოშიმშილემ გადაწყვიტა რადიკალური ზომებისთვის მიემართა და თუ 20 აგვისტოს, დღის ბოლომდე რაიმე ტიპის გამოხმაურება არ იქნებოდა (ხელისუფლების ან კომპანიის მხრიდან) პროტესტის ნიშნად პირს ამოიკერავდა.
სამწუხაროდ, ამგვარი გამოხმაურება არ ყოფილა. მოშიმშილე თანამშრომელმა 21 აგვისტოს პირი ამოიკერა.
ცნობისთვის, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შვედურ მხარეს ევოლუშენ ჯორჯიას წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. ორგანიზაციის ცნობით, წარდგენილი საჩივარი შეეხება კომპანია ევოლუშენის მიერ, საქართველოში საქმიანობისას, "მულტიეროვნული კორპორაციებისთვის პასუხისმგებლობიანი ბიზნეს საქმიანობის შესახებ" OECD-ის სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრული სტანდარტების უხეშ დარღვევას.
"შვედეთის ეროვნულ საკონტაქტო უწყებაში წარდგენილი საჩივარი ეხება კომპანია ევოლუშენ ჯორჯიას მიერ, რომელიც შვედური კორპორაციის აფილირებული კომპანიაა, შრომითი უფლებების მასობრივ დარღვევას, მათ შორის, შრომის დაბალ ანაზღაურებას, ჯანმრთელობისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემოსა და პირობებს, ანტისანიტარიასა და ჰიგიენის ნორმების დაუცველობას სამუშაო სივრცეში, კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან თანამშრომლებისადმი შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და კომპანიაში არსებულ შრომის პირობებთან დაკავშირებულ სხვა არაერთ პრობლემას, რომელიც უხეშად არღვევს OECD-ის სტანდარტებს.
უფრო ზუსტად კი, სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, იმ შემთხვევებში, როდესაც მულტიეროვნული კორპორაციები ოპერირებენ განვითარებად ქვეყნებში, მათ უნდა უზრუნველყონ ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისი, ადეკვატური შრომის პირობები, მათ შორის, შრომის ანაზღაურება და მიიღონ სათანადო ზომები დასაქმების ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების დასაცავად", — ნათქვამია განცხადებაში.
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ავჭალის ხიდიდან გადავარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა ავჭალის ხიდიდან გადავარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
რას გულისხმობს სწავლების ჰიბრიდული მოდელის ამოქმედება 47-ე სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში? რას გულისხმობს სწავლების ჰიბრიდული მოდელის ამოქმედება 47-ე სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში?
გადახედვა
-
თიბისი კამპუსი — სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი კამპუსი — სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
-
აშშ-მა ვიზის განაცხადების მიღება მთელ მსოფლიოში შეაჩერა აშშ-მა ვიზის განაცხადების მიღება მთელ მსოფლიოში შეაჩერა
გადახედვა
-
მარტო გეორგიევსკის ტრაქტატის ხსენება საკმარისი არ არის — იგორ გიორგაძე "ოცნების" საგარეო ვექტორით უკმაყოფილოა მარტო გეორგიევსკის ტრაქტატის ხსენება საკმარისი არ არის — იგორ გიორგაძე "ოცნების" საგარეო ვექტორით უკმაყოფილოა
გადახედვა
-
CIA-ის დირექტორი მოსკოვში შეხვედრებს მართავს CIA-ის დირექტორი მოსკოვში შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
ანტიოქიის პატრიარქმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი საპატრიარქოში მიიღო ანტიოქიის პატრიარქმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი საპატრიარქოში მიიღო
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ ბავშვები საფრთხის შემცველი ტანსაცმლისგან როგორ დავიცვათ ბავშვები საფრთხის შემცველი ტანსაცმლისგან
კომენტარები