Global Finance-მა საქართველოს ბანკის ციფრული ბანკი ინოვაციისა და ტრანსფორმაციის კატეგორიებში ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის 2024 წლის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ფარგლებში 45 კატეგორიაში გაიმარჯვა, მათ შორის, დაჯილდოვდა როგორც ბიზნესის, ისე სამომხმარებლო ციფრული ბანკის საუკეთესო ინოვაციისა და ტრანსფორმაციისთვის. აღნიშნული დაჯილდოება პრესტიჟული გამოცემის, Global Finance-ის ინიციატივაა და იგი უკვე 25 წელია, საბანკო და ფინანსურ ორგანიზაციებს გამორჩეული პერფორმანსისთვის გადაეცემათ.
"საქართველოს ბანკი ყველა ასაკისა თუ ინტერესის მქონე მომხმარებლისთვის საყოველთაო პლატფორმებს ქმნის და ყოველდღიურ რეჟიმში ცხოვრებისა და საქმიანობის წარმართვის უკეთეს შესაძლებლობებს აძლევს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის sCoolApp-ში ფინანსური განათლების დონის ასამაღლებლად თამაში დაემატა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ხელშესახებ ბენეფიტებს სთავაზობს, ამასთან, უახლესი ჩატბოტი ფინანსური განათლების დონის ამაღლების დამატებითი წყაროა. აღსანიშნავია მობილბანკში ხელმისაწვდომი დაზღვევის ფუნქციონალებიც, რომელთა გამოყენება მომხმარებელს მობილურით, მარტივად შეუძლია", — აცხადებს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
მისი თქმით, ინოვაციები დაინერგა ბიზნეს მომხმარებლებისთვისაც და მათ შესაძლებლობა აქვთ, სრულად ციფრულად გახსნან ანგარიში საქართველოს ბანკში, დისტანციურად გამოიყენონ საკუთარ ინტერესებზე მორგებული შეთავაზებები და საჯარო სერვისებითაც ციფრულად ისარგებლონ. შეთავაზებების პლატფორმა Ads მენეჯერი კი 1 500 000-მდე მომხმარებელსა და ბიზნესს ერთმანეთთან აკავშირებს.
"ჩვენ მონაცემთა ანალიზის, მანქანური დასწავლის მეთოდებისა და სხვა ტექნოლოგიური ინსტრუმენტების დახმარებით, დღითიდღე ვაუმჯობესებთ ციფრულ საბანკო გამოცდილებას და მას მომხმარებელზე ორიენტირებულს ვხდით. შედეგად, ვხედავთ, თუ რამდენად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაცია. აღნიშნული ჯილდო კი ამ ძალისხმევის აღიარებას ემსახურება, რისთვისაც მადლობას ვუხდით Global Finance-ს, ჩვენს გუნდსა და მომხმარებლებს", — აცხადებს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
ინფორმაციისთვის, ინოვაციისა და ტრანსფორმაციის გარდა, 2024 წელს Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის, საუკეთესო მობილბანკის, საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზების, საუკეთესო UX დიზაინის და სხვა არაერთი კატეგორიის ფარგლებში დააჯილდოვა. გამარჯვებულების გამოსავლენად ტექნოლოგიური და აუთსორსინგის მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანია Infosys და მისი მსოფლიო დონის ჟიური მუშაობდა. გამარჯვებულების საბოლოო სია კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.
საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
კომენტარები