კერხერის პროფესიონალური და ინდუსტრიული დასუფთავების ტექნიკის უპირატესობები
ფოტო: ალპაკა
პროფესიონალურ და ინდუსტრიულ დასუფთავებასთან დაკავშირებული მიდგომები მუდმივად ვითარდება და დროთა განმავლობაში, მეტად ეფექტური ხდება.
ისეთ ტრადიციულ მეთოდებს, როგორებიცაა დასუფთავებისას აქტიური ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, თანდათანობით თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციური პროდუქტები ანაცვლებს.
ეს კი იმის გამო ხდება, რომ ინდუსტრიული დასუფთავების ტექნიკა მრავალ უპირატესობას მოიცავს, რომელიც სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
კერხერი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გერმანული ბრენდია, რომელიც დასუფთავების მაღალტექნოლოგიურ აპარატებს აწარმოებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან არსებობს, ამ წლების განმავლობაში კი მან მომხმარებლის ნდობისა და ერთგულების მოპოვება შეძლო.
პროფესიონალური დასუფთავების ტექნიკა - მახასიათებლები და უპირატესობები
გაზრდილი პროდუქტიულობა — პროფესიონალური დასუფთავების ტექნიკა დიდი ტერიტორიების სწრაფად და ეფექტურად წმენდის საშუალებას იძლევა. ეს ნიშნავს იმას, რომ ნაკლებ დროში მეტი სამუშაოს შესრულებაა შესაძლებელი.
პროფესიონალური მტვერსასრუტები განსაკუთრებით მოსახერხებელია დიდი ოფისების, სავაჭრო ცენტრებისა და სხვა კომერციული სივრცეების დასასუფთავებლად.
ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება — პროფესიონალური დასუფთავების აპარატურა მაღალეფექტური ფილტრაციის სისტემებითაა აღჭურვილი, რომლებიც ჰაერის მტვრის, ჭუჭყის, ალერგენებისა და სხვა დამაბინძურებლებისგან გასუფთავებას უწყობს ხელს.
განსაკუთრებით ეფექტურია HEPA ფილტრები, რომლებსაც წვრილი ნაწილაკების 99.97%-ის შეკავება შეუძლია.
ხარჯთეფექტურობა — მიუხედავად იმისა, რომ კერხერის პროფესიონალური დასუფთავების ტექნიკა საწყის ეტაპზე შეიძლება ძვირი იყოს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ისინი გაცილებით უფრო ბიუჯეტურია, ვიდრე დასუფთავების ტრადიციული ხელსაწყოები.
პირველ რიგში, ისინი ადამიანების ნაკლებ ჩართულობას საჭიროებს, ეს კი საუკეთესოა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც არ სურთ დასუფთავების სპეციალისტების დიდი რაოდენობის დაქირავება.
კერხერის პროფესიონალური წმენდის აპარატების (მოსახეხი აპარატები, რეცხვის აპარატები, ქიმიური წმენდის აპარატები) უმეტესობა დასუფთავებისას ქიმიურ ხსნარს ან საერთოდ არ იყენებს ან იყენებს ისეთ ქიმიურ ხსნარებს, რომლებიც წარმოებულია თავად კერხერის მიერ და მიიღო გარემოსთან თავსებადობის სერტიფიკატები შესაბამისი ორგანოებისგან.
დასუფთავების მაღალი სტანდარტები — პროფესიონალური დასუფთავების ტექნიკა ყველაზე ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორებასაც უპრობლემოდ ახერხებს. შედეგად კი მიიღება სრულყოფილად გასუფთავებული სივრცე, რომელიც ადამიანების მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს, დღეს ხომ ბიზნესში ჰიგიენა ყველაზე მნიშვნელოვანია.
ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომერციული სივრცეებისთვის. სუფთა და მოწესრიგებული გარემო ქმნის პროფესიონალიზმისა და საიმედოობის განცდას, ეს კი აუცილებელია ჯანდაცვის, განათლების, კვებისა და გართობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისთვის.
ჯანსაღი გარემო — დასუფთავების პროფესიონალური ტექნიკა არა მხოლოდ ასუფთავებს, არამედ ზედაპირების დეზინფექციასა და სტერილიზაციასაც უზრუნველყოფს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სივრცეებში, რომლებშიც მიკრობებისა და ბაქტერიების კონტროლი გადამწყვეტია.
ორთქლით წმენდის აპარატები საშუალებას იძლევა ქიმიკატების გარეშე, მაღალი ტემპერატურის მეშვეობით მოხდეს ბაქტერიებისა და ვირუსების განადგურება. კარგად დასუფთავებული გარემო დაავადებების გავრცელების რისკს ამცირებს და ხელს უწყობს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას.
ფოტო: ალპაკა
უსაფრთხოება — პროფესიონალური დასუფთავების ტექნიკა შემუშავებულია იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი შესაძლო ტრავმების და ჯანმრთელობის პრობლემების რისკი დასუფთავების პროცესში.
მოწყობილობების ერგონომიული დიზაინი ამცირებს ფიზიკურ დატვირთვასა და დისკომფორტს ხანგრძლივი მუშაობის დროს. ჰაერის ფილტრაცია იცავს მომხმარებლებს მავნე ქიმიკატებისა და მტვრისგან. ანტიბაქტერიული დამცავი საშუალებები კი ამცირებს ინფექციების გავრცელების რისკს.
ეკოლოგია — თანამედროვე დასუფთავების ტექნიკა ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენებაზე. სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ორგანული და ქიმიურად სუფთა საშუალებები და ხსნარები, რომლებიც არც გარემოს აბინძურებს და არც ადამიანის ჯანმრთელობას აყენებს ზიანს.
ასევე ფართოდ ინერგება წყლის დაზოგვის და ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიები, რაც რესურსების მოხმარებასა და ნარჩენების წარმოქმნას ამცირებს.
ინდივიდუალური მიდგომა — ყველა სივრცეს განსხვავებული საჭიროებები და მოთხოვნები აქვს დასუფთავების კუთხით.
მაგ: სამედიცინო დაწესებულებების დასუფთავება მეტ სიფრთხილეს მოითხოვს, ვიდრე, მაგალითად, მაღაზიების ან ოფისების. ამიტომ მათი დასუფთავებისას გამოიყენება ორთქლის აპარატები, რომლებიც ყველანაირი ქიმიის გარეშე ასუფთავებენ ზედაპირებს ბაქტერიებისგან, მაშინ როდესაც ოფისებში ზედაპირების დამუშავებისას შესაძლოა ჩვეულებრივი ხსნარებიც იქნეს გამოყენებული.
კერხერი ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარების სპეციალურ საჭიროებებს და მათ ოპტიმალურ პროდუქტს სთავაზობს.
სიღრმისეული წმენდა — კერხერის პროფესიონალური აპარატები ყველაზე ღრმად ჩამჯდარი ლაქების მოშორების შესაძლებლობასაც იძლევა. თუმცა შედეგების შესანარჩუნებლად აუცილებელი იქნება მტვრის ყოველდღიური აღება. რეგულარული დასუფთავება არ მისცემს ჭუჭყს სიღრმისეულად ჩაჯდომის საშუალებას და სიღრმისეული წმენდაც ნაკლებსავარაუდოა საჭირო გახდეს მომავალში.
პროფესიონალური სამრეწველო მტვერსასრუტები
პროფესიონალური მტვერსასრუტები მძლავრი და მაღალეფექტური დასუფთავების აპარატებია, რომლებიც სპეციალურად კომერციული და სამრეწველო გამოყენებისთვისაა შექმნილი.
მათ დიდი ზომის ტომრები აქვთ მტვრისა და ნარჩენების შესაგროვებლად, რაც ამცირებს მათი დაცლის საჭიროებას დასუფთავების პროცესში.
ფოტო: ალპაკა
ამასთან ერთად, ზოგიერთი პროფესიონალური მტვერსასრუტი მრავალფუნქციურიცაა, რაც სხვადასხვა ტიპის ზედაპირების მარტივად გაწმენდის საშუალებას იძლევა. პროდუქტის გამძლე კორპუსი კი რთულ პირობებში აქტიურ მუშაობას უზრუნველყოფს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თანამედროვე მტვერსასრუტები დაპროექტებულია ისე, რომ მათი მართვა კომფორტული და მოსახერხებელი იყოს. ისინი მუშაობისას ხმაურსაც არ გამოსცემს, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია ხალხმრავალი სივრცეების დასუფთავებისას.
ორთქლით წმენდის აპარატები
ორთქლის წმენდის ტექნიკა იმით გამოირჩევა, რომ ის არ საჭიროებს მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას დასუფთავების პროცესში.
უპირველეს ყოვლისა, ორთქლით წმენდა არის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მეთოდი, რადგან ის არ საჭიროებს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას. მსგავს მიდგომას მსუბუქი გავლენა აქვს გარემოზე და, როგორც წესი, საუკეთესო გამოსავალია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შესაძლოა აწუხებდეს ალერგია. ორთქლის მაღალი ტემპერატურა (120°C-მდე) და წნევა ეფექტურად კლავს ბაქტერიებს, ვირუსებს, ტკიპებსა და სხვა პათოგენებს.
ფოტო: ალპაკა
ორთქლის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი ზედაპირის გაწმენდა, მათ შორის იატაკის, საოჯახო ტექნიკის, კედლებისა და ფანჯრებისაც. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია სამზარეულოს, აბაზანის დასალაგებლადაც, რადგან ამ სივრცეების სისუფთავის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობისთვის.
ხოლო თუ ორთქლის აპარატს აქვს შეწოვის ფუნქციაც, მაშინ მისი გამოყენება შეიძლება უფრო ფაქიზი ნივთების გასაწმენდადაც, მაგ. ხალიჩების, სახლის ავეჯის, მატრასების, და ა.შ.
მიუხედავად მსგავსი აპარატებით წმენდის უპირატესობებისა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ არსებობს ზედაპირები, რომელთა ორთქლით დამუშავებაც რეკომენდებული არაა, მაგალითად: დაულაქავი ხის იატაკი, ბამბუკის, ქაღალდის ზედაპირები, წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავით შეღებილი კედლები ან ავეჯი, ან, უთოს თავაკის შემთხვევაში, მისი ძალიან ნაზ ქსოვილებზე (მაგ. აბრეშუმი და ხავერდი) გამოყენება.
ინდუსტრიული დასუფთავების აპარატები — კერხერის სერვისი
“კერხერის” ინდუსტრიული დანიშნულების ტექნიკის კატეგორიაში ინდუსტრიული მაღალი წნევით რეცხვის აპარატები, ინდუსტრიული მტვერსასრუტები და ორთქლისა და ქიმწმენდის აპარატები შეგხვდებათ. ამასთან ერთად, შეძლებთ დასუფთავების აქსესუარებიც შეიძინოთ.
Karcher-ის მაღალი წნევით აპარატები ბიზნესში დიდი ზომის ავტომობილების, ტრაილერების, სამშენებლო ტექნიკის გასასუფთავებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ინდუსტრიული მტვერსასრუტები კი მშრალი და სველი დაბინძურების შემთხვევაში.
პროფესიონალური დასუფთავების ტექნიკა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში შეგიძლიათ შეიძინოთ კერხერის მაღაზიებში. თქვენს საჭიროებებზე იდეალურად მორგებული პროდუქტის შერჩევაში კი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კონსულტანტები დაგეხმარებიან.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა

კომენტარები