კამპანიის სახედ ბელა ჰადიდის წარდგენის გამო Adidas კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა
ფოტო: Adidas
სამოსის გერმანულმა ბრენდმა Adidas თავისი ახალი კამპანიის ერთ-ერთ სახედ ბელა ჰადიდის წარდგენის გამო მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. კომპანიამ მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადისთვის დამზადებული წითელი სპორტული ფეხსაცმელი ხელახლა გამოუშვა და მის სარეკლამო კამპანიაში მოდელი ბელა ჰადიდიც გადაიღო.
საქმე ისაა, რომ მიუნხენის ოლიმპიადას ტრაგიკული ამბავი უკავშირდება: ღონისძიების მიმდინარეობისას, ოლიმპიურ სოფელში პალესტინელი ტერორისტები შეიჭრნენ და ისრაელის დელეგაციის 11 წევრი, მწვრთნელები და სპორტსმენები, დახოცეს. თავდასხმას ემსხვერპლა გერმანელი პოლიციელიც.
ჰადიდი კი, რომელიც ნახევრად პალესტინელია, ხშირად აკრიტიკებს ისრაელს. რამდენიმე წლის წინ მოდელი ისრაელმა "ებრაული სახელმწიფოს გაქრობის" მხარდაჭერაშიც კი დაადანაშაულა. ადიდასის ახალ კამპანიაში მის მონაწილეობას კი რამდენიმე ორგანიზაციის, ასევე ისრაელის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
ფოტო: Adidas
"შავბნელი ოლიმპიადის მოსაგონრად ანტი-ისრაელურად განწყობილი მოდელის გამოყენება ადიდასის მხრიდან ან დიდი უყურადღებობაა, ან მტრობის გამიზნულად გაღვივება. ორივე მიუღებელია", — განაცხადა ამერიკელ ებრაელთა კომიტეტმა, — "მოვუწოდებთ ადიდასს, ამ უპატიებელ შეცდომაზე კომენტარი გააკეთოს".
ანტისემიტიზმთან ბრძოლის მოძრაობამ კი ადიდასს მოუწოდა, ბოდიში მოეხადა და ჰადიდთან თანამშრომლობა დაუყოვნებლივ გაეწყვიტა.
"არჩევანის შეჩერება ჰადიდზე, რომელიც გამუდმებით ამწარებს ებრაელებს და თავს ესხმის ებრაულ სახელმწიფოს, ადიდასისთვის უკვე ცუდია, მაგრამ მისი ქცევა იმ ოლიმპიადის მოსაგონარი კამპანიის სახედ, სადაც ებრაელების სისხლი დაიღვარა, უბრალოდ, გულის ამრევია", — აცხადებს მოძრაობის ხელმძღვანელი საშა როიტმანი.
მას შემდეგ, რაც ადიდასის კრიტიკამ ინტერნეტი მოიცვა, კომპანიამ ჰადიდის ფოტოები სოციალურ ქსელებში წაშალა და მოიბოდიშა.
"ვიცით, რომ [კამპანია] ტრაგიკულ ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირდა — ეს სრულიად უნებლიედ მოხდა. ჩვენ ბოდიშს ვიხდით, თუკი ვინმე ავაღელვეთ ან შევაწუხეთ", — ნათქვამია ადიდასის განცხადებაში, — "შედეგად, კამპანიის დარჩენილ ნაწილს გადავხედავთ. გვჯერა, რომ სპორტს მსოფლიოს გაერთიანება შეუძლია, ჩვენ კი განვაგრძობთ მრავალფეროვნებისა და თანასწორობის ყოველმხრივ მხარდაჭერას".
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები