რომელია მსოფლიოში ყველაზე პატარა ფრინველი
ადამიანებს პატარა ცხოველები განსაკუთრებით გვიყვარს. ასეთი არსებები ეგზოტიკურები არიან და ამასთან, საყვარლები. არსებობს ბარდის ზომის ბაყაყი, ჯუჯა ირემი (რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს), ჰონდურასული თეთრი ღამურა და სხვა. ამ ყველაფრის ფონზე, საინტერესოა, თუ რომელია დედამიწაზე ყველაზე პატარა ფრინველი.
გაიცანით, ეს კოლიბრი-ფუტკარია (Mellisuga helenae), რომელიც მსოფლიოში ყველაზე პატარა ფრინველია.
რამდენად პატარაა ის?
კოლიბრები ძალიან პატარა არსებები არიან, მაგრამ კოლიბრი-ფუტკარი განსაკუთრებულად მცირე ზომისაა. ამ სახეობის მამრის სიგრძე 5.5 სანტიმეტრია, ხოლო მდედრისა 6.1 სანტიმეტრი. ზომის ნახევარზე მეტი კუდზე მოდის.
ამასთან, ეს ფრინველი ძალიან მსუბუქია და საშუალოდ 2 გრამს იწონის. ის ფრენისას უცნაურ ხმას გამოსცემს, რომელიც ფუტკრის ბზუილს მოგვაგონებს — მისი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.
თუ ამ ფრინველის ხილვა გსურთ კუბაში უნდა წახვიდეთ. ეს ჩიტი ენდემური სახეობაა და როგორ წესი, უღრანი ტყეების პირას ან მის შიგნით გვხვდება.
კომენტარები