საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდის ისტორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოში პირველი STEM ოლიმპიადის ფინალი დასრულდა. პროექტი სკოლის მოსწავლეების ტექნოლოგიებით, ინჟინერიითა და საბუნებისმეტყველო საგნების დაინტერესების მიზნით კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ინიციატივით შეიქმნა.
პირველ, თეორიულ ტურში 200-მდე სკოლის გუნდი ჩაერთო, რომელთაგანაც თითოეულმა სკოლის ტრადიციულ საგნებში – ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში ტესტირება გაიარა. საბოლოოდ, პრაქტიკულ ტურში კი მონაწილეებმა ინჟინრული დავალებები შეასრულეს და ჭკვიანი სახლის პროექტები შექმნეს. ფინალურ ეტაპზე 200-მდესკოლის გუნდიდან 10 საუკეთესო გადავიდა. “ქართულ-ამერიკული სკოლის” გუნდმა, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ყველა პრაქტიკულ დავალებას საუკეთესოდ გაართვა თავი, ყველაზე ადრე დაასრულა ნაშრომზე მუშაობა და პირველი ადგილიც დაიკავა. საქართველოს ბანკის დაფინანსებით გუნდი – ვასილ გოგოლაძე, არჩილ ბერაია, ვატო გოგია, თორნიკე გაბელია, ნიკა ყულოშვილი, სანდრო ნაზღაიძე – ჟენევაში CERN-ის კვლევით ლაბორატორიაში, მენტორთან ერთად გაემგზავრება, ,,ქართულ-ამერიკულ სკოლაში“ კი შეიქმნება მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ტექნიკითა და STEM ინვენტარით.
გამარჯვებული გუნდის მენტორმა, გოგა სუქნიძემ, გვიამბო, რა გზა გაიარეს მოსწავლეებმა პირველ STEM ოლიმპიადაში გამარჯვებამდე:
შესარჩევი ეტაპი
ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩემი ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შემსწავლელი კლუბები. ამ კლუბის მოსწავლეებმა გამოთქვეს ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი და მთხოვეს მენტორობა და სხვა მონაწილეების შერჩევაში დახმარება. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო ჩავატარეთ შიდა ტესტირება ფიზიკასა და მათემატიკაში. ტესტის შედეგების გაანალიზებამ საშუალება მოგვცა, ჩამოგვეყალიბებინა ისეთი გუნდი, რომელიც მზად იქნებოდა შრომისა და წარმატების მიღწევისათვის.
სამზადისი
ოლიმპიადის ორივე ტურისთვის მოსამზადებლად ვცდილობდით, მაქსიმალურად გამოგვეყენებინა კომაროვის სკოლის მიერ შემოთავაზებული კურსები, რომლებსაც მუდმივად ვესწრებოდით ან ვუყურებდით ჩანაწერებს. კურსები ერთდროულად საინტერესოც იყო და სახალისოც. შეხვედრების გარდა, დამოუკიდებლადაც ვიკრიბებოდით, ვარჩევდით ლექციაზე ახსნილის მსგავს ამოცანებს. ორივე ეტაპისთვის ვატარებდით ოლიმპიადის სიმულაციებს და შედეგების გაანალიზებით ვცდილობდით, შეგვემუშავებინა საუკეთესო სტრატეგია. ფინალურ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე კი მოსწავლეებმა ფინალური ტურის სიმულაცია გაითამაშეს. 6 საათის განმავლობაში ერთ ოთახში შევიდნენ და მთელი დრო მხოლოდ ამოცანების ამოხსნას დაუთმეს ზუსტად ისე, როგორც ოლიმპიადაზე ელოდათ.
ჩვენი სკოლის რობოტიკისა და ელექტრონიკის კლუბის ხელმძღვანელი, დემეტრე საზონოვი, განსაკუთრებით დაგვეხმარა საფინალო სამზადისისთვის. დემეტრე გვაძლევდა დავალებებს, შემდეგ ერთად განვიხილავდით შესრულებული დავალების ხარვეზებს და ვცდილობდით გაუმჯობესებას. ჩემი აზრით, სწავლების საუკეთესო გზა სწორედ ასეთი პრაქტიკული მიდგომა არის.
ფინალი
გუნდის 6-ვე მონაწილე 6 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად და ერთობლივად მუშაობდა ინჟინერიის დავალებებზე. ჩვენმა გუნდმა ყველაზე ადრე დაასრულა მუშაობა, რამაც თავდაჯერებულობა შემატა მოსწავლეებს. ემოციებით დატვირთული და ამაღელვებელი იყო მომენტი, როდესაც პროექტის მენეჯერი, გიორგი ლომიძე, ყველა მონაწილის თანდასწრებით ჟიურის წინაშე პუნქტ-პუნქტად ამოწმებდა მოსწავლეების მიერ აწყობილ პროექტს. ამ დროს ყველამ დავინახეთ, რომ ყოველი ნაბიჯი, ყოველი დეტალი აბსოლუტური სიზუსტით იყო შესრულებული ჩვენი მოსწავლეების მიერ. სწორედ ამიტომ, პირველი ადგილიც დავიმსახურეთ.
სამომავლო გეგმები
ოლიმპიადაში გამარჯვება ჩვენთვის პატივი და მოტივაციაა. გვინდა, ჩვენს სკოლაში უფრო პოპულარული გავხადოთ STEM სწავლება. შემდეგი წლისთვის „ქართულ-ამერიკულ სკოლაში“ ჩამოყალიბდება STEM მიმართულების საგნების შემსწავლელი კლუბები, რომლებშიც მონაწილეობის მიღებას შეძლებენ როგორც ჩვენი, ასევე სხვა სკოლის მოსწავლეებს.
ფინალში გამარჯვება და მთავარი პრიზის მოპოვება ემოციური იყო გუნდის წევრებისთვის. როგორც თავად ამბობენ, ეს გამარჯვება დიდი სტიმულია შემდეგი წარმატებებისთვისა და პროფესიული განვითარებისთვის:
"აქამდე დარწმუნებული არ ვიყავი შევძლებდი თუ არა ინჟინერიის კარგად სწავლას, არ ვიყავი სირთულეებისთვის მზად, მაგრამ ამ ოლიმპიადამ დამარწმუნა, რომ როცა შრომობ და თავს არ ზოგავ, აუცილებლად მიაღწევ დასახულ მიზანს. ჟენევაში CERN-ის ლაბორატორიაში გამგზავრება ყველაზე საინტერესო გამოცდილება იქნება ჩემთვის. ვფიქრობ, მსოფლიო დონის მეცნიერებთან გასაუბრება და მათგან რჩევების მიღება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩემს სამომავლო გეგმებში", — გვიყვება ნიკა ყულოშვილი.
"მინდა მომავალში პროგრამირება სიღრმისეულად შევისწავლო. სტემ ოლიმპიადა უნიკალური გამოცდილება იყო ჩემთვის. მიღებული ცოდნითა და ახალი სასკოლო ლაბორატორიის დახმარებით მინდა სკოლაში რობოტიკის კლუბის ხელმძღვანელი გავხდე და შედარებით დაბალი კლასის მოსწავლეები ვამეცადინო STEM მიმართულებით", — ამბობს სანდრო ნაზღაიძე.
STEM ოლიმპიადის პირველი სეზონი წარმატებით დასრულდა, თუმცა პროექტი გრძელდება, იზრდება და იხვეწება. საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას, საბუნებისმეტყველო საგნებისა და მომავლის პროფესიების სწავლების წახალისებას. ასე რომ, თვალი ადევნეთ სიახლეებს და არ გამოტოვოთ შანსი გახდეთ ყველაზე საინტერესო და განსხვავებული ოლიმპიადის მეორე სეზონის მონაწილეები, რომელზე რეგისტრაციაც ოქტომბერში გამოცხადდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები